სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
ალი ხოჯა (მეგრელი) აღზევდა 1817 წელს ალჟირის მმართველი  სამეგრელო
ბმულის კოპირება

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

ალი ხოჯა (მეგრელი) აღზევდა 1817 წელს ალჟირის მმართველი სამეგრელო

აღზევება. 1817 წლის შემოდგომაზე ალჟირის დეის მუჰამედ ბენ ალის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, მან შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ევროპელი დიპლომატების მიმოწერიდან ირკვევა, რომ ალი ხოჯას დიდი პოლიტიკური ამბიციები ამოძრავებდა და მას ეგვიპტეში და ერაყში მოღვაწე ქართველი მამლუქების მსგავსად ალჟირში საკუთარი დინასტიის დაარსება სურდა. საამისოდ მან გამოიყენა უმკაცრესი მეთოდები რათა არსებული თუ პოტენციური მოწინააღმდეგეები გაენადგურებინა. 6 თვის განმავლობაში მან 1500-მდე ადამიანი დასაჯა სიკვდილით, რათა ძალაუფლება განემტკიცებინა და ადგილობრივი საზოგადოების კონსოლიდაცია მოეხდინა, მაგრამ ალი ხოჯას ოცნებები ფუჭი გამოდგა. 1818 წლის დასაწყისში ალჟირში იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც დეიც შეიწირა ამავე წლის 28 თებერვალს. ალის მმართველობამ 6 თვე გასტანა, მაგრამ ისე გაითქვა სისასტიკით სახელი, რომ გიჟი ალის სახელი დაიმსახურა. როდესაც 1846 წელს ფრანგმა მკვლევარმა, პიერ ქრისტიანმა გამოქვეყნა თავისი მრავალტომიანი ნარკვევი ხმელთასუა ზღვის კორსარებზე, სატიტულო გვერდზე მან სწორედ ალი ხოჯას პორტრეტი გამოაქვეყნა, რომელიც აღსანიშნავია იმით, რომ მასზე დეი ადამიანთა მოკვეტილი თავებითაა გარშემორტყმული.

წყარო: ინტერმედია.გე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0