სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია. ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი  1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე.  ლიხაური, ოზურგეთი, გურია.

1863-1953 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი თაყაიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

416       ბეჭდვა

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი 1863-1953წწ ისტორიკოსი, არქეოლოგი, საზოგადო მოღვაწე. ლიხაური, ოზურგეთი, გურია.

   ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს (ძვ.სტ.) სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი) კორდონის ოფიცრის, აზნაურ სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ოჯახში.


   1870 წელს ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც შემდეგ სამოქალაქო სკოლად გადაკეთდა და 1874 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადავიდა. 1875 წელს შევიდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, ხოლო 1879 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1883 წელს დაასრულა.

   იმავე წელს ექვთიმე გაემგზავრა პეტერბურგში და ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1887 წელს მან უნივერსიტეტი კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროიდან მოყოლებული, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე იგი დაუღალავად ეწეოდა პედაგოგიურ–საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობას.

  ექვთიმე თაყაიშვილი სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, ვაჟთა მესამე გიმნაზიაში, ქართულ გიმნაზიაში გამგედ, ქალთა მეორე გიმნაზიაში და კლასიკურ პროგიმნაზიაში, რომელიც 1912 წელს ვაჟთა მეექვსე გიმნაზიად გადაკეთდა.

   ხანგრძლივ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად იგი ფართო საზოგადოებრივ და მეცნიერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1888 წლის იანვარში ექვთიმე თაყაიშვილი აირჩიეს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრად. ამ დღიდან იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. მისი თაოსნობითა და საზოგადოების ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნა სკოლები. მან დიდი ღვაწლი დასდო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებასთან" არსებულ ბიბლიოთეკასა და მუზეუმს. შეაგროვა ქართული ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, სიგელ–გურჯები და სხვა მასალები. იგი ეხმარებოდა და გვერდში ედგა საზოგადოებას განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული. მის კალამს ეკუთვნის კაპიტალური ნაშრომი – "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერთა აღწერილობა", რომელიც რუსულ ენაზე გამოიცა და რომლისთვისაც რუსეთის სამეცნიერო აკადემიამ იგი რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვა.


   1889 წლის 13 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი აირჩიეს საეკლესიო მუზეუმის წევრად, რომელიც ცნობილი ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის მიერ იყო დაარსებული. მათ მცხეთიდან ჩამოიტანეს 58 ხელნაწერი, სიგელ–გურჯები ეტრატზე და ქაღალდზე დაწერილი და დასაცავად გადასცეს მუზეუმის გამგეს თედო ჟორდანიას. მუზეუმის ფონდში ნელ–ნელა თავს იყრიდა ქართული კულტურისა და მწერლობის ძვირფასი საუნჯე.

   1901 წელს თბილისში დაარსდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, რომლის მდივნადაც ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა. იგი იყო პეტერბურგისა და მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების და პარიზის სააზიო საზოგადოების წევრი.

   ექვთიმე თაყაიშვილმა 1907 წელს დააარსა საქართველოს "საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება". მისი თავმჯდომარეობით ეს საზოგადოება ქართული ეროვნული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. მასთან არსებულ მუზეუმში თავი მოიყარა ქართული ხელნაწერების, სიგელ–გურჯების, არქეოლოგიური ნივთებისა და სხვა ისტორიულმა დოკუმენტებმა. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიულ–არქეოლოგიური შესწავლის საქმეში. იგი ხშირად აწყობდა არქეოლოგიურ ექსკურსიებსა და ექსპედიციებს. ექვთიმეს არქეოლოგიური გათხრები აქვს ჩატარებული მცხეთა–არმაზში, იმერეთსა და ბორჩალოს მაზრაში.

   ექვთიმე თაყაიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელთაგანი. 1917 წლიდან აგრეთვე იყო კავკასიის ისტორიულ–არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ვინაიდან დირექტორად ნიკო მარი ითვლებოდა, რომელიც იმ პერიოდში თბილისში არ იმყოფებოდა, ამ ინსტიტუტს 1921 წლამდე, მის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, მთლიანად ექვთიმე უძღვებოდა.

   ექვთიმე თაყაიშვილის კალამს ეკუთვნის უამრავი ნაბეჭდი სამეცნიერო შრომა: "არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები", არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში", არქეოლოგიური ექსკურსიები, ძიებანი და შენიშვნები", "კავკასიის არქეოლოგიის მასალები" და სხვა უამრავი ნაშრომი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს.

     ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წელს გახიზნულმა მენშევიკურმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.  ექვთიმე თაყაიშვილი იძულებული გახდა, როგორც ამ სამუზეუმო განძეულობათა მცველს, ქვეყანა დაეტოვებინა და თან გაჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს ექვთიმე მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, მას მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.

   დიდი გაჭირვებისა და ბრძოლის გადატანა მოუხდა მეცნიერს საზღვარგარეთ განძის შესანარჩუნებლად. განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.

   1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის დიდი მონდომებითა და მცდელობით, გენერალ დე გოლისა და სტალინის მოლაპარაკების შედეგად მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი  ეროვნული განძეულობა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

   1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. იმავე წელს მიენიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს კი იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

   ღვაწლმოსილი მეცნიერი, დიდი პატრიოტი და საზოგადო მოღვაწე უკიდურეს გაჭირვებაში 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

   კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ექვთიმეს სიცოცხლეშივე უთქვამს, იგი წმინდანებში ჩასარიცხი კაციაო. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ და წმინდა სინოდმა ღვთისა და ერის ნება გამოხატა. ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, დამაარსებელი და თავმჯდომარე (1907-)
  • თბილისში მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილება, მდივანი (1901-)
  • პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოება, წევრი (1922-)
  • პეტერბურგისა და მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საეკლესიო მუზეუმი, წევრი (1889-)
  • საფრანგეთის აზიის საზოგადოება, წევრი (1925-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1917-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1946-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1888-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1888-1916)
  • ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი, დამაარსებელი და თავმჯდომარე (1937-1939)
  • ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, წევრი (1917-)
  • ქართული წიგნის გამომცემელთა ამხანაგობა, დამაარსებელი (1892-)

წყარო-nplg.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0