სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11176

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილი 1892-1923წწ სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ბულაჩაური დუშეთი გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილი 1892-1923წწ სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ბულაჩაური დუშეთი გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილი 1892-1923წწ სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ბულაჩაური დუშეთი

1892-1923 წწ. გარდ. 31 წლის

ბმულის კოპირება

სამხედრო პირი

გვარი ხიმიაშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

465       ბეჭდვა

გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილი 1892-1923წწ სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი დაბ. სოფ. ბულაჩაური დუშეთი

გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი (დ. 1892 — გ. 20 მაისი1923თბილისი)


— თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1918).

მამამისი, თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) 1910 წელს მოკლეს ილია იმერ­ლიშ­ვილ­მა, გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა და ლა­დო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა. გამოძიების დასკვნით, მკვლელობის მოტივი იყო „ნი­კო­ლოზ ხიმ­ში­ე­ვის ქმე­დი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვად ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლე­ბის ძებ­ნა­ში“.

გოგი ხიმშიაშვილმა დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი. რუსეთის იმპერიის არმიის ნიჟეგოროდის დრაგუნთა მე-17 პოლკის რიგებში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე (იყო პორუჩიკი), 1916-1917 წლებში მონაწილეობდა გენერალ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში; იყო ქართული ცხენოსანი პოლკის ოფიცერი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, III და II, წმ. სტანისლავის II და წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მეთაურობდა საქართველოს სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონს, რომლის ერთ-ერთი ესკადრონის უფროსი იყო პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში, 1919 წელს დენიკინელთაგან გაგრის გათავისუფლებაში და 1920 წელს აზერბაიჯანის საზღვარზე წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1920 წლის ივლისში ბათუმში საქართველოს ჯარების შესვლისას იყო გვარდიული ნაწილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დაწყების წინ ის სომხეთთან საზღვრის ერთ-ერთ მიმართულებას (ბობკაირის მთა) იცავდა. ომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი მიზეზით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან.


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართული წითელი არმიის ბრიგადის სასწავლო ბატალიონის მეთაურად დანიშნა. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა მოძრაობაში; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრში“ წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1923 წლის მაისში დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრების მსგავსად დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“ სიკვდილით დასჯის ადგილას (ახლანდელი ვაკის პარკი თბილისში) მიმავალ გზაზე გაქცევა სცადა, მაგრამ დაჭრეს, შეიპყრეს და დახვრიტეს.

მამა ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი


დედა მარიამ ბარძიმის ასული ხიმშიაშვილი-ბაგრატი- თან, ბარბარე (ბაბუცა) რაფიელის ასულ ერისთავი.

მშობლები ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი მეუღლეს- მარიამ ბარძიმის ასული ხიმშიაშვილი-ბაგრატი- თან, ბარბარე (ბაბუცა) რაფიელის ასულ ერის- ტიონი, შვლთან: ალექსანდრე ალექსანდრეს ძეს- თავთან (არაგვის) ერთად.

ძმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე

ითანამშრომლა ვალერი ნოდარის ძე ხიმშიაშვილმა დაბადებულია 25 დეკემბერი 1964 წელს თბილისში, 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 05.08.2022
სულ რედაქტირებულია 7





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0