სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
1918-1921 წ. მებრძოლები
1921 მარტი ბათუმის ბრძოლა მებრძოლთა სია პაატა გიგაურისგან
ბმულის კოპირება

1918-1921 წ. მებრძოლები

გვარი გიგაური სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

1921 მარტი ბათუმის ბრძოლა მებრძოლთა სია პაატა გიგაურისგან

1921 წ. - რუსეთ-საქართველოს ომი, ბათუმის ოპერაცია და თურქი ოკუპანტების განადგურება

ბათუმის ბრძოლაში (მარტი, 1921) დაღუპული მებრძოლების არასრული სია 44 მებრძოლი (85-დან) 



პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი (1918-1921 წლები) თბილისი

1918 წლის 26 მაისს მკვდრეთით აღმდგარი დამოუკიდებელი საქართველო თავისი არსებობის სამი წლის მანძილზე განუწყვეტელ საომარ კამპანიებში იყო

ჩართული გარე და შიდა მტრებთან. დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი სამხედრო მოწინააღმდეგეები იყვნენ: წითელი რუსეთი, დენიკინის თეთრი

არმია, თურქეთი, სომხეთი, ადგილობრივი კომუნისტები, პროთურქულად განწყობილი ისლამისტები, აფსუა და ოსი კომუნისტ-სეპარატისტები. ამ ძალების

წინააღმდეგ იბრძოდა შეიარაღებული ძალების ორი სახეობა: სავალდებულო-გაწვევითი რეგულარული არმია (13 ქვეითი ბატალიონი) და მოხალისეთაგან

დაკომპლექტებული, კადრირებული სახალხო გვარდია (19 ქვეითი ბატალიონი), საჭიროებისამებრ იქმნებოდა ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებული

მოხალისეთა დანაყოფები (ქართული ლეგიონი, მთიულების რაზმი, ქართველ მუსლიმთა ესკადრონი, აფხაზების ცხენოსანი რაზმი, პარტიული დანაყოფები და

ა.შ.), ჯამში დაახლ. 25.000 წინა ხაზზე მებრძოლი. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა 1918 წელს, როდესაც ქართული ფორმირებები 6 მიმართულებაზე,

ფაქტიურად ერთდროულად აწარმოებდნენ მოგერიებით ბრძოლას მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეებთან, ოპერაციათა სპექტრი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით: დაწყებული სიმეტრიული, დასრულებული ასიმეტრიული ბრძოლის მეთოდებით, ყველა ტიპის გეოგრაფიულ და სამოტივაციო არეში. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან ძირითადი საბრძოლო მოქმედებების ჩამონათვალს:

1917 წ. - რუსეთის არმიის სამხრეთის ფრონტის ჯარების გარიდება საქართველოდან, შამქორის ბრძოლა, ეთნიკურ-რელიგიური შეტაკებები მესხეთში, არსენალის საარტილერიო საწყობების დაკავება სახალხო გვარდიის მიერ.

1918 წ. - რუსეთის იმპერიის არმიის „ქართული კორპუსის“ პოლკების განიარაღების ოპერაციები თელავში, გორში, ქუთაისში და დუშეთში. ეთნიკური

კონფლიქტის დაწყება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი ოსების აჯანყების ჩახშობა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, აჭარის

ოკუპაცია თურქების მიერ, ანარიის ფორტის ბრძოლა; ბრძოლა აფსუა და რუს კომუნისტებთან სოხუმის ოლქში (I ფაზა), კომუნისტი აჯანყებულების

განადგურების ოპერაცია სამეგრელოში და ზემო იმერეთში; ჩოლოქის ბრძოლა, ოზურგეთის შტურმი, აწყურის ბრძოლა; ქართული და გერმანული არმიების

ერთობლივი ოპერაცია ქვემო ქართლში ისლამისტების წინააღმდეგ, ჩრდ. კავკასიიდან შემოჭრილი ქართველი და რუსი კომუნისტების განადგურება დუშეთის

მაზრაში, აფხაზეთის განთავისუფლება (II ფაზა) და სოჭი-ტუაპსეს ოპერაცია, მესხეთის განთავისუფლება თურქი ოკუპანტებისგან, სომხეთ-საქართველოს ომი.

1919 წ. - სოფელ დაგეთ ხაჩინში სომხების მსხვილი ბანდის ლიკვიდაცია, დენიკინის არმიის მიერ სოჭის გარნიზონის დატყვევება და გაგრის აღება, სახალხო

გვარდიის მიერ დენიკინის არმიის გაგრის დაჯგუფების განადგურება, კომუნისტების გამოსვლების ჩახშობა დუშეთსა და კახეთში. სერვერ ბეგის აჯანყების

ჩახშობა და ქ. არდაგანის განთავისუფლება, სომხური სოფლების განიარაღება აფხაზეთში.

1920 წ. - თეთრგვარდიელთა ე.წ. „ერდელის ჯგუფის“ განიარაღების ოპერაცია ყაზბეგის რაიონში, კომუნისტების თავდასხმა სამხედრო სკოლაზე, რუსეთის

წითელი არმიის პირველი თავდასხმა საქართველოზე - აზერბაიჯანის ფრონტი; ბოლშევიკი ოსების აჯანყების სრული ჩახშობა ქართლში; აჭარის

საქართველოსთვის გადმოცემის ოპერაცია. ბრძოლა მაღალმთიან აჭარაში ისლამისტების წინააღმდეგ. ლაგოდეხში დისლოცირებული IV პოლკის გაკომუნისტებული ნაწილის განიარაღების ოპერაცია. თეთრგვარდიელთა ფლოტის რეიდი გაგრის რაიონში ე.წ. „ფოსტიკოვის არმიის“ გამოსახსნელად.

1921 წ. - რუსეთ-საქართველოს ომი, ბათუმის ოპერაცია და თურქი ოკუპანტების განადგურება.

მაყვალა ყანჩაველი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

ტატაშ ემხვარი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

გრიგოლ ანჩაბაძე დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

პეტრე ზუხბაია დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

იასონ გვარამია დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

ერასტო კირია დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

ილარიონ ბალიშვილი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

პეტრე აკობია დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

სიმონ წურწუმია დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

სანდრო მინჯია დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

მიტო ჩიკვაიძე სტუდენტი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

კუკური ზარანდია სტუდენტი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

ლადო მეტრეველი სტუდენტი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

შოთა ვადაჭკორია დოცენტი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

მიქელაძე დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

მუსხელიშვილი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

სეფისკვერაძე არტილერისტი დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

სერგო ჟორჟოლიანი ს. მაღლაკი (წყალტუბო) დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

თომა კვიცარიძე ს. ოფურჩხეთი (წყალტუბო) დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

სოკრატე კუკულაძე ს. ჩიბათი (ლანჩხუთი) დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

გივი ცომაია სამეგრელო. დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

ვანო ბიჭიკაშვილი კასპი. დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

ამბარცუმ მაჩხელიანი დევნილი შავშეთიდან. დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

გიორგი ჩაჩიბაია ს. კიწია (მარტვილი) დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

იაკინთე ურუშაძე ს. თხინვალი (ოზურგეთი) დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

დიომიდე კოროშინაძე მოხალისე ს. ნაბეღლავი (ჩოხატაური) დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

სიმონ ჯინჭარაძე მოხალისე ს. ნაბეღლავი (ჩოხატაური) დაკრძალული საძმო სასაფლაოზე

სულავა ოფიცერი წაასვენეს ოჯახის წევრებმა

კონსტანტინე ესაძე

იამანიძე

იობიძე

გერმანე კვაჭაძე დაკრძალულია ს. ჭანათში, ლანჩხუთი

მანასე დოლიძე დაკრძალულია ს. ასკანაში, ოზურგეთი

ალი ასათიანი დაკრძალულია ს. ორთაბათუმში

ანთიმოზ ლორია დაკრძალულია ს. ტოლებში, სამტრედია

ნიკოლოზ წულაძე დაკრძალულია ს. ქვიანში, ლანჩხუთი

ლორია

ბორცვაძე

შანიძე

გეგუჩაძე

ბოლქვაძე

ძნელაძე

შალიკო ტურაბელიძე არმიის IX ბატალიონი წაასვენეს ქუთაისში

ქარქაშაძე არმიის IX ბატალიონი

ტყვიამფრქვევის მომსახურე

დაიღუპა საარტილერიო ჭურვის აფეთქების შედეგად თავში

მიღებული ჭრილობით. წაასვენეს ზემო იმერეთში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 10.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0