სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე თვალჭრელიძე 1881-1957წწ  აკადემიკოსი, გეოლოგი. წარმ. სოფ. ცახი ამბროლაური რაჭა

1881-1957 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი თვალჭრელიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

389       ბეჭდვა

ალექსანდრე თვალჭრელიძე 1881-1957წწ აკადემიკოსი, გეოლოგი. წარმ. სოფ. ცახი ამბროლაური რაჭა

ალექსანდრე ანტონის ძე თვალჭრელიძე(დ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი] , 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი) — გ. 29 ივლისი1957თბილისი) 


- ქართველი გეოლოგისაქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946), სკკპ წევრი 1941 წლიდან.


1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1910 წელს ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1912–1913 წწ. მუშაობდა პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი, ხოლო შემდეგ (1919 წლამდე) დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1919 წლიდან თვალჭრელიძე სათავეში ჩაუდგა თსუ–ს მინერალოგია–პეტროგრაფიის კათედრას. 1928–1948 წლებში ასეთივე პროფილის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი).

1941 წლის თებერვალში, იმ წელს როცა ალექსანდრე თვალჭრელიძეს 60 წელი უნდა შესრულებოდა იგი საქართველოს სხვა მოწინავე მეცნიერებებთან ერთად, აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მისმა დიდმა მასწავლებელმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ვერნადსკიმ: „ძვირფასო ალექსანდრე ანტონის ძევ! დიდად გამეხარდა, რომ თქვენ აგირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. მიხარია თქვენთვისაც და მიხარია პრინციპულად, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო სამეცნიერო მუშაობის მძლავრი ცენტრი“.

1941 წლიდან თავჯდომარეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელ საბჭოს, სადაც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. 1941-1947 წწ. იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის სექტორს.


ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელია.

მისი შრომები შეეხება კრისტალოგრაფიისმინერალოგიისპეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. თვალჭრელიძის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოსქალცედონისა და სხვ. საბადოები საქართველოში. ომის შემდგომ წლებში იგი აქტიურად აგრძელებს თავის მოღვაწეობას: საქართველოს ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ბენტონიტების შესწავლას, საქართველოს სხვადასხვა რაიონების ბუნებრივ სიმდიდრეთა კომპლექსური ათვისების პრობლემათა კვლევას; არ ცხრება მისი პედაგოგიური მოღვაწეობაც. ამავე წლებში ალექსანდრე თვალჭრელიძე დიდ ყურადღებას უთმობს მეცნიერების ისტორიის საკითხებს, ხშირად კითხულობს პოპულარულ ლექციებს, მუშაობს მოგონებებზე.

1947 წელს უმაღლესი საატესტაციო კომისია მას დისერტაციის დაუცველად, თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს წარდგინებით, ანიჭებს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ა. თვალჭრელიძის შრომათა დახასიათება თბილისში გამოაგზავნა ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე ფერსმანმა.

სსრკ მე–7 მოწვევის ცაკისა და საქართველოს ცაკის წევრი (1935–1937 წლებში). დაჯილდოებულის 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

წყარო- www.wikipedia.ge

მადლობა: გრიგოლ თვალჭრელიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0