სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დედას ლევანა (ასაბაშვილი) 1859-1934წწ გარდ. 75 წლის. მომღერალი,  ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი

1859-1934 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ასაბაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

დედას ლევანა (ასაბაშვილი) 1859-1934წწ გარდ. 75 წლის. მომღერალი, ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი

დედას ლევანა (ნამდვილი სახელი და გვარი — ლევან ივანეს ძე ასაბაშვილი; დ. 15 დეკემბერი1859, სოფ. შილდა, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 1934, იქვე) — ქართველი სახალხო მომღერალი. ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი.


დაიბადა და ცხოვრობდა სოფ. შილდაში. ჰქონდა ფართო დიაპაზონის, ძლიერი, მოქნილი, მომხიბლავი ტენორი. დიდი ოსტატობით ასრულებდა კახური სიმღერების კლასიკურ ნიმუშებს: „ჩაკრულოს“, გრძელ „მრავალჟამიერს“, „ხეუროს“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნის“, „ჩონგუროს“, მაყრულებს და სხვა. 1908 წელს კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა იმოგზაურა კახეთში, კერძოდ სოფ. შილდაში, სადაც მოისმინა და ჩაიწერა დედას ლევანასა და მისი მეგობრების მიერ შესრულებული 15 სიმღერა. დედას ლევანათან მეგობრობდნენ ტიციან ტაბიძეგიორგი ქუჩიშვილიიოსებ მჭედლიშვილი. ამ უკანასკნელის ინიციატივითა და მეცადინეობით მოეწყო 1927 წელს მოეწყო დედას ლევანას საჯარო გამოსვლა შილდელ მომღერლებთან ერთად რუსთაველის თეატრის სცენაზე (პოეტ ი. მჭედლიშვილის ინიციატივით).

ფართო საზოგადოებისთვის ლევან ასაბაშვილი ცნობილი გახდა 1909 წელს, როცა მას ზაქარია ფალიაშვილმა მოუსმინა. თავის შთაბეჭდილებას კომპოზიტორი ასე გადმოგვცემს:

ფართო საზოგადოებისთვის ლევან ასაბაშვილი ცნობილი გახდა 1909 წელს, როცა მას ზაქარია ფალიაშვილმა მოუსმინა. თავის შთაბეჭდილებას კომპოზიტორი ასე გადმოგვცემს:


...ორი სამი ჭიქა ღვინის გადაკვრის დროს დაიწყეს სიმღერა, მაგრამ რა სიმღერა! მე ამისთანა მწყობრად შესრულებული კახური სიმღერა ჯერ არ გამიგონია... განსაკუთრებულად იმათში გამოირჩეოდნენ ლევან ივანეს ძე ასაბაშვილი (მეტსახელი - დედას ლევანა) ბათო დავითის ძე როსტომაშვილი, ალექსო გიორგის ძე ელოშვილი და ლაზარე სიმონის ძე კოკილაშვილი... დედას ლევანა არის მაღალი ტანისა, წარმოსადეგი, მხარბეჭიანი გლეხი 43-45 წლისა, მღერის როგორც მოძახილს, ისე დამწყებსაც, მომეტებულად კი - მოძახილს. ამ დევკაცს ბუნებით ისეთი მშვენიერი გავარჯიშებული და დიდი ხმა (ტენორი) აქვს, რომ, მე ვგონებ, ჩვენი ოპეროს მოერალიც არ დაიწუნებდა და კვლავ ინატრებდა იმისთანა იშვიათ ხმას. ამას გარდა, მშვენიერი გამოთქმაც აქვს. საუცხოო მოლაპარაკეა. თამამი მიხვრა-მოხვრა, ერთი სიტყვით ღმერთს მიუნიჭებია მისთვის ყოველივე ის, რაც კარგი არტისტისთვის აუციებელ საჭიროებას შეადგენს.

(გაზ. ამირანი, 1909წ.15).


      ამ შეხვედრიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ, 1927 წლის მაისში, თბილისის რუსთაველის სახალობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა კახური სიმღერის დიდი მოამაგეების - დედას ლევანასა და მიხა ჯიღაურის მომღერალთა გუნდების კონცერტი, რომლის ინიციატორი იყო პოეტი იოსებ მჭედლიშვილი. საზოგადოება მომღერლებს აღტაცებით შეხვდა. კონცერტს დაესწრნენ სახელოვანი ქართველი კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე. ამ საკონცერტო გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ქართულ პოეზიაში "დედას ლევანას თემა". დიდებული მომღერლის სახელი თავიანთი ლექსებით უკვდავყვეს გიორგი ქუჩიშვილმა, ტიციან ტაბიძემ, გიორგი ლეონიძემ.


      საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც დედას ლევანას არაჩვეულებრივი ხმა ახსოვთ. ცნობილი მომღერალი ანდრო სიმაშვილი იგონებს: "ზაქარია ფალიაშვილი შილდიდან ჩვენს სოფელში, არტანაში ჩამოსულა სიმღერების ცასაწერად, მაგრამ აქ მოსულს ფილფონიგრაფი დაზიანებული აღმოსჩენია. როგორც გაირკვა, დედას ლევანას უძლიერეს ხმას ჩამწერი აპარატის მემბრანა დაეზიანებინა". ფონოჩანაწერების ცნობილმა რესტავრატორმა, მოსკოველმა კლავდი ტიხონოვმა, როცა შილდელი მომღერლების მიერ შესრულებული "მრავალჟამიერი" მოისმინა, თქვა: იმისათვის, რომ ხმებს შორის ბალანსი არ დარღვეულიყო, პირველი ხმა (ე.ი. ლევან ასაბაშვილი), როგორც ჩანს, ერთი მეტრით უკან დაუყენებიათ. ეტყობა, მიკროფონმა მისი ხმის სიძლიერეს მაინც ვერ გაუძლო და მაღალ რეგისტრში ხარვეზი ამით არის გამოწვეულიო.


     ლევან ასაბაშვილი 1927 წლის მერე სცენაზე მეტი აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, კახეთში ქორწილი, ნათლობა ან საეკლესიო დღესასწაული ისე არ ჩაივლიდა, მას მეგობრებთან ერთად არ ემღერა. მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა მჭექარე ხმა. მომღერალმა სიმღერის დროს დალია სული.


      "შენი გულისა!" - ეს ყოფილა მისი ბოლო სიტყვები.


"ფონდი ქართული გალობა




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2020
ბოლო რედაქტირება 02.01.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0