სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მერი შილდელი (მიჩილაშვილი) 1915-82წწ გარდ. 67 წლის, მომღერალი, ომის პერიოდში, მისმა ხმამ რამდენიმე სასიკვდილოდ გადადებული ჯარისკაცი კომიდან გამოიყვანა და მათ სიცოცხლე  დაუბრუნა.  დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი

1915-1982 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

446       ბეჭდვა

მერი შილდელი (მიჩილაშვილი) 1915-82წწ გარდ. 67 წლის, მომღერალი, ომის პერიოდში, მისმა ხმამ რამდენიმე სასიკვდილოდ გადადებული ჯარისკაცი კომიდან გამოიყვანა და მათ სიცოცხლე დაუბრუნა. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარელი.

1935–1937წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური).

1936–1937წწ. მღეროდა ს. კავსაძის გუნდში(კონტრალტო); 1937 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე მ. ვადაჭკორიას გვარით, 1940 წლიდან შილდელის ფსევდონიმით; 1940 წელს ესტრადის საკავშირო დათვალიერების დროს არკადი რაიკინმა მიიწვია თავის თეატრში; მალე დაბრუნდა თბილისში, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე; ქართული რეპერტუარი: ძველი ქართული რომანსები(გ. ჩუბინიშვილი, ი. ჯაბადარი, გ. ცაბაძე), სიმღერები; მისი რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "ხმა იდუმალი", "შენს სიყვარულს დავიფიცებ", "მუხამბაზი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 520


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1937 - ესტრადის მომღერალთა რესპუბლიკური კონკურსი, I პრემია
  • მერი შილდელი  გასული საუკუნის 50-იანი წლების ქართული ესტრადის ვარსკვლავი იყო. რომანსების უბადლო შემსრულებელი განსაკუთრებული სასცენო მონაცემებითაც გამოირჩეოდა – მომხიბვლელი გარეგნობა, ხმის განსაკუთრებული ტემბრი და შარმი, რომელიც მას ჰქონდა, მერი შილდელის ცხოვრების ერთგვარ ბედისწერადაც კი იქცა. სცენაზე წარმატებულ ქალბატონს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის მარტო დარჩა. ამის შემდეგ ჰქონდა „ფარული“ რომანი ცნობილ ქართველ კომპოზიტორთან, გოგი ცაბაძესთან, რომელიც, როგორც ამბობენ, არასდროს მალავდა თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ ნიჭიერი და მიმზიდველი ქალბატონის მიმართ. საკმაოდ დიდხანს მერი შილდელი ცნობილი კომპოზიტორის მუზადაც იქცა. მერი შილდელი ქართველი მარლენ დიტრიხი იყო – ის დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებშიც კი მღეროდა.


  • მერი შილდელის შესახებ მისი ახლო ნათესავი, ქალბატონი ასმათ მèèიჩილაშვილი, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის:
  • – მერი შილდელის ნამდვილი გვარი მიჩილაშვილია, ის ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაიბადა და ამიტომაც 1940 წელს სასცენო ფსევდონიმად „შილდელი“  აირჩია. მერი შილდელის მამა კახეთში ცნობილი ვაჭარი იყო, მატერიალურად ძალიან ძლიერი ოჯახი ჰქონდათ, „ფაშაანებში“ – დიდი მამულები. მათ ოჯახს „კულაკებსაც“ უწოდებდნენ, რის გამოც უამრავ პრობლემას უქმნიდნენ. ისინი იძულებული გახდნენ, მიეტოვებინათ სოფელში სახლ-კარი და თბილისში გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად. მით უმეტეს, რომ ქალიშვილს, მერის, სიმღერის დიდ ნიჭს ამჩნევდნენ.


  • მერის სოფელ შილდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა.
  • მისი სასცენო კარიერა თბილისში დაიწყო. 1937 წელს ის სცენაზე მერი ვადაჭკორიას სახელითაც გამოდიოდა. ვადაჭკორია მისი მეუღლის გვარი იყო, ის სამამულო  ომში დაიღუპა. 1940 წელს, ესტრადის მსახიობთა საკავშირო დათვალიერების დროს, არკადი რაიკინმა მერი შილდელი თავის თეატრში მიიწვია, მაგრამ ის მალე უკან, თბილისში დაბრუნდა. იმ პერიოდში ქართულ ესტრადაზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ერთ-ერთი საესტრადო ბრიგადა, რომელშიც შედიოდნენ: ძაგნიძისა და ჩხიკვაძის დუეტი, საშა გომელაური, კაკო კვანტალიანი, გოგუცა კუპრაშვილი, ვასო გოძიაშვილი და მისი მეუღლე – ევგენია ათაბეგოვა.
  • – ცნობილია, რომ იმ ბრიგადასთან ერთად მერი შილდელი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზეც გამოდიოდა კონცერტებით.
  • – ცნობილია ისიც, რომ გამსვლელი ბრიგადა და, მათ შორის  – მერიც, ომის დროს სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში ჯარისკაცებისთვის მღეროდა. მისმა ხმამ რამდენიმე სასიკვდილოდ გადადებული ჯარისკაცი კომიდან გამოიყვანა და მათ სიცოცხლე  დაუბრუნა.
  • მისი სიმღერა გულგრილს ვერ ტოვებდა მსმენელს. მერის საკმაოდ დიდი რეპერტუარი ჰქონდა, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის, ირაკლი ჯაბადარისა და გიორგი ცაბაძის ნაწარმოებებისგან შედგებოდა.
  • ქალბატონი ზუმრუდ მოჩილაშვილი, როგორც მერი შილდელის ბიძაშვილი, კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მომღერალს სოფელმა თავის დროზე დაბადების 50 წლისთავი გადაუხადა. შილდაში მცხოვრებ ყველა მიჩილაშვილს ეამაყება ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავისა და მეისტორიის, მერი შილდელის (მიჩილაშვილის) დიდი ღვაწლი და მდიდარი შემოქმედებითი გზა.
  • წყარო http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=14006

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2020
ბოლო რედაქტირება 17.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0