სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ტარასი კვარაცხელია 1889-1951წწ აკადემიკოსი სოფლის მეურნეობა, დაბ. სოფ. ნაკიფუ, წალენჯიხა,სამეგრელო ტარასი კვარაცხელია 1889-1951წწ აკადემიკოსი სოფლის მეურნეობა, დაბ. სოფ. ნაკიფუ, წალენჯიხა,სამეგრელო ტარასი კვარაცხელია 1889-1951წწ აკადემიკოსი სოფლის მეურნეობა, დაბ. სოფ. ნაკიფუ, წალენჯიხა,სამეგრელო ტარასი კვარაცხელია 1889-1951წწ აკადემიკოსი სოფლის მეურნეობა, დაბ. სოფ. ნაკიფუ, წალენჯიხა,სამეგრელო

1889-1951 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი კვარაცხელია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ტარასი კვარაცხელია 1889-1951წწ აკადემიკოსი სოფლის მეურნეობა, დაბ. სოფ. ნაკიფუ, წალენჯიხა,სამეგრელო

ტარასი კვარაცხელია (დ. 10 მარტი1889ნაკიფუ, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 27 აგვისტო1951 თბილისი)


 აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი(1946). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემიის წევრი

დაამთავრა უმანის მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სასწავლებელი 1911 წელს. იმავე წელს შედის სანკტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კურსებზე.


1914-1916წწ. ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ-საჩვენებელ სადგურს. 1925 წელს ნიშნავენ აფხაზეთის მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. სოხუმის საცდელ სადგურში მუშაობის დროს აქვეყნებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შრომებს. 1930 წლიდან გადაიყვანეს ოზურგეთში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის შესაქმნელად დაბა ანასეულში. 1932წ. იგი მიავლინეს შორეულ აღმოსავლეთში. 1936წ. ისევ სოხუმში გადაჰყავთ, ხოლო 1937 წლიდან იგი დანიშნეს სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის გამგედ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. სამეცნიერო კვლევის დარგში მოღვაწეობის პირველ წლებში ძირითადად მუშაობდა მეხილეობაში, შემდგომში მუშაობა მეტწილად მიეძღვნა გარემო პირობების გავლენის შესწავლას სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარებაზე, ნიადაგის ეროზიული მოვლენებს და მასთან ბრძოლის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი შრომა.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. -თბ., 1980. -გვ. 489

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

წყარო-www.wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.12.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0