გიორგი კვესიტაძე (დ. 30 მაისი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1982). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი(1988). 2013 წლის 19 ივნისიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრის დირექტორი. საქართველოს აგრალული უნივერსიტეტის დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტიდ ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს.
1965-1966წწ. იყო ახმეტის საფუვრის ქარხნის ცვლის უფროსი, მთავარი საამქროს უფროსი; 1966-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1983-1987წწ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;1984-2008წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1988-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1987-2008წწ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, 1992-1994წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი; 1994-1998წწ. სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი სოფლის მეურნეობაში; 2004 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს მდივანი; 2011-დან დღემდე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2013-დან დღემდე ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; სხვადასხვა წლებში მიწვეული იყო პროფესორად მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი(1969), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1983), პროფესორი(1983).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გარემოს დაცვისა და მეცნიერების საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2005-2006)
- ევროკავშირის ბიოეთიკის საბჭო, წევრი
- ევროპის ბიოტექნოლოგიური საზოგადოება, წევრი
- ევროპის ბიოქიმიური საზოგადოება, წევრი
- ევროპის მიკრობიოლოგიური საზოგადოება, წევრი
- თბილისის საპატიო მოქალაქე (2016-)
- მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე (1984-1987)
- ნატოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების საბჭო(NATO Life Sciences Panel ) , წევრი (1999-2003)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი
- სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (1982-2006)
წყარო-nglp.gov.ge
კვესიტაძე - ბოსლევი, სვირი