სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
გიგია ლიქოკელი 1920-ანი წლები ხევსური აქიმი დაბ. სოფ. კარწაულთა ლიქოკის. ხეობა ხევსურეთი გიგია ლიქოკელი 1920-ანი წლები ხევსური აქიმი დაბ. სოფ. კარწაულთა ლიქოკის. ხეობა ხევსურეთი გიგია ლიქოკელი 1920-ანი წლები ხევსური აქიმი დაბ. სოფ. კარწაულთა ლიქოკის. ხეობა ხევსურეთი
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ლიქოკელი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

361       ბეჭდვა

გიგია ლიქოკელი 1920-ანი წლები ხევსური აქიმი დაბ. სოფ. კარწაულთა ლიქოკის. ხეობა ხევსურეთი

გიგო გაბაშვილს დახატული აქვს ცნობილი ხევსური აქიმის გიგია ლიქოკელის (მშაველათ გიგია) პორტრეტი. იმ დროისთვის გიგია ერთერთი ყველაზე შეძლებული ხევსური და დაახლოებულიც იყო ქალაქის საზოგადოებასთან. მისი სახე ვაჟა-ფშაველამაც დახატა პოემა ''მანდილში'


ხევსურეთის ამბოხების დამარცხების შემდეგ ბოლო ღამე ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გიგიასთან გაათენა კარწაულთაში.

''ხევსურის პორტრეტი'' (გიგია ლიქოკელი)

მხატვარი გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი (1862, თბილისი-1936, ციხისძირი, ქობულეთის რაიონი, აჭარა) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1911 წელი.



1924 წლის აჯანყება

29 აგვისტოს დილით შეფიცულებმა შეიტყვეს თავზარდამცემი ამბავი, რომელმაც ამბოხების გეგმაც ჩაშალა და მრავალი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა. აღმოჩნდა, რომ ერთი დღით ადრე ანუ 28 აგვისტოს გამოსულან ჭიათურაში. ნებით თუ უნებლიედ, ეს იყო ნამდვილი ღალატი, ზურგში ლახვარის ჩაცემა. იმავე დილით, 29 აგვისტოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაიწყო შენიშნული პირების დაპატიმრებები და ადგილზევე დახვრეტა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში. ყველამ იცოდა, რომ გამოსვლები 29 აგვისტოს უდა დაწყებულიყო და საკვირველია იმ ჯგუფში, რომელიც 24 საათით ადრე გამოვიდა, არავის გახსენებია ეს მნიშვნელოვანი დეტალი. ჭიათურის გამოსვლები ორგანიზებული იყო სოციალ-დემოკრატების მიერ და მოგვიანებით, მათ აღიარეს კიდეც თავიანთი შეცდომა. ჭიათურის გამოსვლების შემდეგ, შეფიცულები დარწმუნდნენ, რომ ამბოხება წაგებული იყო და მაინც გადაწყვიტეს მანგლისზე დაცემა. 29 აგვისტოს შუაღამისსას მივიდნენ კურსანტების ყაზარმებთან, სულ 70-მდე ადამიანით. ამ ძალებით ისინი მიადგნენ ბატალიონს, რომ არაფერი ვთქვათ კურსანტებზე. სროლა ნახევარ საათს გაგრძელდა და შეფიცულთა მხრიდან დაიჭრა ერთი კაცი, კურსანტების მხრიდან დაიხოცა მრავალი ადამიანი. მანგლისზე დაცემის შემდეგ, ისინი დუშეთისკენ გაემართნენ პატიმართა გასათავისუფლებლად. ამ საქმეს, ისინი ადვილად გაუმკლავდნენ და მრავალი სიკვდილმისჯილი ტუსაღი გაანთავისუფლეს. ამბოხების წარუმატებლობის შემდეგ შეფიცულები გაშმაგდნენ და სადაც კი კომუნისტებს დაეცნენ ყველგან მძიმე ზიანი მიაყენეს მათ. მაგალითად, იმავე პერიოდში, სოფელ სვიმონიანთხევში ღამით თავს დაესხნენ კომუნისტების და მილიციონერების 160-კაციან რაზმს, რომელთაგან მრავალმა გაქცევით უშველა თავს. სოფელი სიხარულით შეხვდა განმათავისუფლებლებს. მოლაპარაკების თანახმად, ამბოხების წარუმატებლობის შემთხვევაში შეფიცულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოს დატოვება და სწორედ ამ გზას დაადგნენ ისინი. თიანეთის მაზრიდან შეფიცულებმა თელავის მაზრაში გადაინაცვლეს და ხევგრძელის ტყეებში დაიდეს ბინა. ჯაშუშმა ადგილობრივმა ოსმა, რომელიც შეფიცულებს ტყეში გადაეყარა, კომუნისტებს უჩვენა რაზმის ადგილი და ბრძოლის შემდეგ, ისინი იქაურობას გაეცალნენ. შემდგომში, ისინი გადავიდნენ ყარაიაზის ტყეში. შემდეგ ბორჩალოს მინდვრებზე. ამის შემდეგ, აღბულახის ტყეებიდან გეზი აიღეს თეთრიწყაროსკენ. შემდეგ თრიალეთის მიმართულებით გაეშურნენ. შეფიცულები თურქეთისკენ მიემართებოდნენ.

კარწაულთა — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში. მდებარეობს მდინარე ლიქოკის ხეობაში (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი). ზღვის დონიდან 1755 მ. დუშეთიდან 70 კმ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.10.2020
ბოლო რედაქტირება 21.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0