სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე 1903-1985წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. სოფ. ყელა, ლანჩხუთი. გურია. ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე 1903-1985წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. სოფ. ყელა, ლანჩხუთი. გურია. ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე 1903-1985წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. სოფ. ყელა, ლანჩხუთი. გურია. ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე 1903-1985წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. სოფ. ყელა, ლანჩხუთი. გურია. ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე 1903-1985წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. სოფ. ყელა, ლანჩხუთი. გურია. ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე 1903-1985წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. სოფ. ყელა, ლანჩხუთი. გურია.

1903-1985 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი კუპრაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

378       ბეჭდვა

ვიქტორ დიმიტრის ძე კუპრაძე 1903-1985წწ. მათემატიკოსი, ფიზიკოსი, აკადემიკოსი. სოფ. ყელა, ლანჩხუთი. გურია.

დაიბადა 1903 წლის 2 ნოემბერს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ყელაში, რკინიგზელის ოჯახში. 1922 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვიქტორ კუპრაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1927 წელს ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლის ანდრია რაზმაძისა და ნიკო მუსხელიშვილის წარდგინებით იგი დატოვეს უნივერსიტეტში სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე. 1929 წელს ვიქტორ კუპრაძემ გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი.


1930 წ. ვიქტორ კუპრაძე ჩაირიცხა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც 1931 წელს წარმატებით დაამთავრა. 1933-1935 წწ. ვ. კუპრაძე მუშაობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში სწავლული მდივნისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 1935 წელს მან იქვე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1936 წელს ვიქტორ კუპრაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1936-1941 წწ. იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ხელმძღვანელობდა კათედრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში1943 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1944-1953 წწ. ვიქტორ კუპრაძე იყო საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო 1954-1958 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1958-1962 წლებში ვიქტორ კუპრაძე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

1963 წელს იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებული მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკდემიკოს-მდივნად აირჩიეს, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ამავე დროს განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა კათედრას.


სამეცნიერო მოღვაწეობა

ვიქტორ კუპრაძემ დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკური მეცნიერების მთელი რიგი დარგების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში. იგი ავტორია მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევისა მათემატიკურ ფიზიკასა და მექანიკაში, რომლებიც თავმოყრილია მის მრავალრიცხოვან მონოგრაფიებში. კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის, სტაციონარული რხევების, სტატიკისა და დინამიკური ძირითადი და საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანები. კუპრაძემ გადაწყვიტა ამ ამოცანათა კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. შექმნა ამოხსნების მიახლოებითი აგების მეთოდები და ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე მათი რიცხვითი რეალიზაციის ალგორითმები.

კუპრაძის ნაშრომებში გამოკვლეულია აგრეთვე დრეკადი, სეისმური, ელექტრომაგნიტური და სხვა ტალღების გავრცელებისა და დიფრაქციის საკითხები, შესწავლილია სინგულარულ-ინტეგრალურ და ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიის საკითხები. ვიქტორ კუპრაძე 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა ფუნდამენტური მონოგრაფიები. მისი არაერთი ნაშრომი თარგმნილი და გამოცემულია უცხო ენებზე.

ჯილდოები

1971 წელს აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. იგი დაჯილდოებული იყო ასევე 2 ლენინის ორდენითშრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და სხვ.'


წყარო-www.wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0