სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ლადო აღნიაშვილი 1860-1904 პედაგოგი საზ. მოღვაწე სოფ. შილდა ყვარელი ლადო აღნიაშვილი 1860-1904 პედაგოგი საზ. მოღვაწე სოფ. შილდა ყვარელი ლადო აღნიაშვილი 1860-1904 პედაგოგი საზ. მოღვაწე სოფ. შილდა ყვარელი

1860-1904 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი აღნიაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

346       ბეჭდვა

ლადო აღნიაშვილი 1860-1904 პედაგოგი საზ. მოღვაწე სოფ. შილდა ყვარელი

ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი კახელი იყო, სასულიერო წოდებისა. დაიბადა 1860 წ. 7 თებერვალს გარდაცვალა სნეულებით 24 აპრილს (ძვ.სტ 10) 1904 წელს


სოფ. შილდას, თელავის მაზრაში, მღვდლის ოჯახში.

პირველდაწყებითი სწავლა ლადომ მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში და, რადგან მღვდლობა არ ინდომა, გორის სამასწავლებლო სემინარიაში შევიდა, სადაც საუკეთესოდ დაამთავრა სწავლის კურსი (1881 წ.). კურსის დამთავრებისათანავე, ალ. მირიანაშვილთან ერთად, ტფილისის სათავად-აზნაურო სასწავლებელში შევიდა მასწავლებლად, – ის იყო ამ სასწავლებლის ქართული ენის პირველი მასწავლებელი.


ორი წლის შემდეგ ტფილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში გადავიდა მასწავლებლადვე. აქ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა სკოლის ზედამხედველ-გამგეთა და მოწაფეთა. ლადომ, როგორც ნიჭიერმა პედაგოგმა, ისე გაიტაცა მოწაფენი, რომ ისინი ხარბად დაეწაფნენ გათვითცნობიერებას. თვით ლადო დიდი შრომის მოყვარე იყო, ბეჯითი, მუყაითი; თითქმის მუდამ წიგნების კითხვაში გართული, ასეთსავე შრომისმოყვარეობის უნარს უნერგავდა იგი ყველას – როგორც მოწაფეებს, ისე სხვებს, ვინც ერთხელ მაინც ნახავდა მას.


ლადო აღნიშვილის ერთი საინტერესო ისტორია:

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ გამოჩენილმა ქართველმა პედაგოგმა, საზოგადო მოღვაწემ, ლინგვოდიდაქტიკოსმა, ლექსიკოგრაფმა, ეთნოგრაფმა, ფოლკროლისტმა და პუბლიცისტმა ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილმა გადაწყვიტა და მოახერხა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე და 1894 წელს გაემგზავრა სპარსეთში, რათა გაცნობოდა შაჰ–აბაზის დროს ისპაჰანში გადასახლებულ ქართველთა ცხოვრებას.

ვლადიმერ აღნიაშვილი დასთან ნინოსთან ერთად

იმ დროს ირანის ქალაქებს შორის კავშირი ქარავნებით ხორციელდებოდა. ლადო აღნიაშვილიც ქარავანთან ერთად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და დიდ სიძნელეებს, მაგრამ ბევრ საინტერესოს ხვდებოდა ამ მოგზაურობის დროს. ერთი სიტყვით, დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს (თორელი) უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია.

ლადომ წელიწადნახევარი დაჰყო ფერეიდანში. დაათვალიერა, შეისწავლა და აღწერა თითქმის ყველა სოფელი. ფერეიდნელებმა იგი დიდი სიყვარულითა და მეგობრობით მიიღეს, როგორც "დიდი საქართველოდან" (გურჯისტანიდან) წამოსული ქართველი. ლადოს განსაკუთრებულად დაუმეგობრდნენ სეიფოლა იოსელიანი, ყოლა–მირზა ხუციშვილი, ჰუსეინ ონიკაშვილი, აღაჯან–ბეგ ხუციშვილი, მადუსენა ყალაბეგიშვილი და სხვები, რომელთაც მას დახმარება სთხოვეს ქართული სკოლის გახსნაში.

"ქართული ენა მეტნაკლებად ყველა სოფელშია დაცული, როგორც შინაური სალაპარაკო ენა“. თავის წიგნში ლადოს ჩაწერილი აქვს ასეთი მოხდენილი ეპიზოდი... როცა მან სოფელ დომბექამარში (თორელში), ფერეიდნელებისთვის ჯერ კიდევ უცნობმა, ყანის პირად მიმავალმა ყური მოჰკრა მშვენიერ ქართულს, გლეხური კილოთი ლაპარაკს, გული აუჩქარდა, თავი ვეღარ შეიკავა, ცხენი შეაჩერა და ყური მიუგდო:

„- ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.

- შენ რაით გინდა? შინ არი - უპასუხია მეორეს.

- როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.

- ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.

ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:

- ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?

- ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?

- მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.

- იიი, გურჯი კი არა!

- ჰო, მართლა გეუბნები - მიუგო ლადომ.

- მაშ გურჯი ხარ? - თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს

ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო.

გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:

- იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.

- იი, გურჯი კი არა? - უპასუხა ბარიანმა.

მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: - ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო.

სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე.

შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში (ფერეიდუნ-შაჰრი) მისვლის ამბავს: "მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა - ეს "საჰაბიაო" (ბატონი). მეორემ უთხრა, - "არა ეს ჩვენია, გურჯიაო". - "არა, საჰაბიაო, ფარანგიაო" (უცხოელი). - არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო". და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: "ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო!"

"სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა - აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? - "სალამ!" - "ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს": მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი".

ამგვარად, ლადო აღნიაშვილმა შემოიარა მთელი ფერეიდანი, სადაც კი ქართველები სახლობდნენ, გადაიღო მრავალი ფოტოსურათი, შეისწავლა სპარსული ენა, საქართველოში დაბრუნდა და 200 წლის შემდეგ საქართველოში ამბავი ჩამოიტანა: შაჰ-აბასის მიერ გარეკილი ჩვენი ძმები ცოცხლები არიან, არსებობენ და ყველაფერს ქართულს თვალისჩინივით უფრთხილდებიანო!

 შეხედულებით, როგორც ზევით ვთქვით, იყო მშვენიერი, წარმოსადეგი ვაჟკაცი, შავი წვერ-ულვაშით, ცოცხალი გამომეტყველების, თავაზიანი, ზრდილობიანი, საამო ბოხი ხმიანი, როგორც იტყვიან – დათაფლული მოსაუბრე.

 მის დროს ქართველი ინტელიგენციის უმეტესი ნაწილის ოჯახები გადაგვარების სენით იყვნენ დაავადებულნი.

ამ დროს საქმე ბევრი იყო გასაკეთებელი, გამკეთებელი

კი ძლიერ ცოტა: ეს იყო პატარა წრე გატაცებულ საზოგადო მოღვაწეთა.

 ძნელი იყო საზოგადო საქმეში არა თუ თანამონაწილეთა გამოძებნა, არამედ უბრალო თანამგრძნობის მოპოებაც კი.

 ასეთ ხანაში დაიწყო ლადო აღნიაშვილმა საზოგადო მოღვაწეობა.

პედაგოგი (1881-1893)

 ჩვენი მწიგნობრობისა და, საზოგადოდ, კულტურული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზია მოსახლეობის საერთო ჩამორჩენილობა. რევოლუციამდე მაღალი, უფლება-მოსილი საზოგადოება თუ ახერხებდა სწავლა-განათლების მიღებას, თორემ ფართე მშრომელი მასებისათვის დახშული იყო გონებრივი განვითარების გზა. ამას თან ერთვოდა ის სიძნელეც, რომ ქართულ ენაზე არ იყო სახელმძღვანელოები. რუსული ენის შეთვისება ეძნელებოდა ბავშებს

ლადო აღნიაშვილმა ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება და ქართული დაწყებითი სკოლებისთვის შეადგინა რუსული ენის შესასწავლი სახელმძღვანელო „პირველი ნაბიჯი“.*) ეს წიგნი დაუპირისპირა იმ დროის სკოლებში სახელმძღვანელოდ შემოღებულ წიგნებს (უშინსკის, ვოდოვოზოვის და სხ.), რომლებიც, მისი აზრით, „სრულებითაც არ აკმაყოფილებს თავისი დანიშნულების შესაფერმოთხოვნილებათა... ამგვარი სახელმძღვანელოებით ენის შესწავლაში ძლიერ დიდი და ამასთანავე შეუსაბამო შრომა მიუძღვის პაწაწა ბავშს და თუ ძლიერ დახელოვნებული და ნამდვილი მასწავლებელი არ შეხვდა, შეიძლება სარგებლობის მაგიერ, დააზარალოს თავისი მოსწავლეები. აი, ამის გამო განვიზრახე და შევადგინე სახელმძღვანელო წიგნი ჩვენ სკოლებში სახმარებლად „პირველი ნაბიჯი“ რუსული ენის შესწავლაში“, სწერდა ლადო აღნიაშვილი 1883 წ. 9 მარტს ამ სახელმძღვანელოს ბოლოს – რამდენიმე სიტყვა“-ში და შემდეგ მოკრძალებით ამბობდა: „ამითი ის კი არ მინდა ვსთქვა, რომ ეს წიგნი დააკმაყოფილებს თავისი დანიშნულების ყოველგვარ მოთხოვნილებას და ან ეს ნამდვილი „ვარდი-სახარია“-მეთქი. სრულებითაც არა! მ ე მ ხ ო ლ ო დ ვ ც დ ი ლ ო ბ დ ი , რომ ცოტად თუ მეტად შ ე მ ე მ ც ი რ ე ბ ი ნ ა ბ ა ვ შ ე ბ თ ა თ ვ ი ს „ ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი “ და, მაშასადამე, შეძლებისა დაკვალად დ ა მ ე კ მ ა ყ ო ფ ი ლ ე ბ ი ნ ა უ უ პ ი რ ა ტ ე ს ი პ ე დ ა გ ო გ ი უ რ ი მ ო თ ხ ო ვ ნ ი ლ ე ბ ა ნ ი . **) მე თავიდანვე ვ გ რ ძ ნ ო ბ , რომ ამ წიგნს ბ ე ვ რ ი ნ ა კ ლ უ ლ ე ვ ა ნ ე ბ ა აქვს ჯერჯერობით“-ო და სხ.

_________________

 *) „Первый шаг в изучения русского языка для начальных грузинских школ. Составил Агниашвили. Изд. центр. книжн.

торг., Тифлис, 1883 г. 92 стр., ц. 40 коп.

 **) ხაზგასმული აქ და შემდეგაც ჩემია. ავტ.

 ასეთი სიფრთხილით ეპყრობოდა სწავლის საქმეს ლადო აღნიაშვილი.  ეს წიგნი შეიცავს ხუთ ნაწილს: I – ლექსიური გაკვეთილები, II – ანბანი, III, IV და V – ცალკე სიტყვები, ყოველნაირი სავარჯიშოები, მოთხრობები, მცირე ლექსიკონი, რუსული წერის დედანი და სურათები. იგი რუსეთის სახალხო განათლების სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის მიერ ქართულ სკოლებში სახმარებლად დაშვებული იყო.  მაგრამ ლადო აღნიაშვილი მარტო ამ სასკოლო სახელმძღვანელოს შედგენით არ დაკმაყოფილდა, – მას არანაკლებ აინტერესებდა სკოლის გარეშე განათლება. ამ მიზნით, ლ. აღნიაშვილმა, ათიოდე წლის მუშაობის შემდეგ, გამოსცა „ახალი ანბანი”. მართალია, ამ დროს არსებობდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა”, მაგრამ იგი უფრო სკოლებისათვის იყო დანიშნული. ლადო აღნიაშვილმა აქაც თავისებურება გამოიჩინა: „ახალი ანბანი“ სრულიად ახალი გეგმით და შინაარსით იყო აგებული, ყოველ ასოზე თითო წიგნაკი, სათანადო მასალით შედგენილი, საუცხოო სურათებით შემკული და კოპწიად გამოცემული, მაგ., ა ნ – წერა-კითხვა. ბ ა ნ – წვრილი ხალხური ლექსები, გ ა ნ – წვრილი ხალხური ამბები, დ ო ნ –

წვრილი ხალხური ამბებივე, ე ნ – გასართობი, ვ ი ნ – პაწაწა ბოტანიკა, თ ა ნ – პაწაწა ზოოლოგია და სხ. სულ გამოვიდა, ვგონებ, კ ა ნ-ამდე. თვითოეული წიგნაკი შეიცავდა 32-64 გვ. ყოველ წიგნაკს ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა აკაკის მკვირცხლი ლექსი, ამა თუ იმ ასოს და საგნის შესაფერი, აღმზრდელობითი მნიშველობისა,

მაგალითად:

 პ ა წ ა წ ა მ ი ნ ე რ ა ლ ო გ ი ა (სამეფო მადნეულთა) 

თავგანწირულსა მუშასა

 ვერ შეაშინებს ვერავინ:

 ვერც ცეცხლი, წყალი, ვერც ტყვია,

 მაგრამ ისწავლე ჯერ ეს „ვ“.

 ამ ანბანის ხუთი წიგნაკის გამოცემას მოაყოლა პატარა წერილი „წინასიტყვაობის მაგიერი“, რომელშიაც,

სხვათა შორის, სწერდა:

 „დღეს ჩვენში დიდ საჭიროებას შეადგენს საზო-

 გადოდ რ ი გ ი ა ნ ი ს ა ყ მ ა წ ვ ი ლ ო წ ი გ ნ ე ბ ი

 დ ა კ ე რ ძ ო დ ლ ა ზ ა თ ი ა ნ ი რ ა მ ს ა შ ი ნ ა ო

 ა ნ ბ ა ნ ი . ჩვენ ამ განზრახვით დავიწყეთ „ახალი

 ანბანის“ გამოცემა და თუ რომ ეს ჩვენი განზრახვა

 ცოტად მაინც განახორციელებს იმ ჩვენ იმედებს

 და, მ ც ი რ ე დ ი ც ა რ ი ს , შ ე ა ვ ს ე ბ ს ზ ე მ ო ხ ს ე -

 ნ ე ბ უ ლ ნ ა კ ლ ს , მაშინ ჩვენც გულით და სულით

 კმაყოფილი ვიქმნებით ამ საქმისა“.

 მართლაც, წიგნაკები გამოცემული იყო ლაზათიანად, მანამდე არ არსებული სიმშვენიერით, იაფად (თითო

10-20 კ.), წმინდა ხალხური ენით, დახვეწილი მასალით.

 ეს გარემოებაც კი საკმაოდ ნათელჰყოფს, თუ რა

უანგარო, ხალხის განათლების მონატრული უნდა ყოფილიყო ლადო აღნიაშვილი!.. ვისაც რითი შეეძლო, ხელი

უნდა შეეწყო ამ გამოცემის გავრცელებისათვის და შემდგენი ყოველნაირად წაეხალისებინა. მაგრამ ეს ასე

არ მოხდა: პირადი შურით, უვიცობით თუ სხვა განზრახვით მის წინააღმდეგ გაილაშქრეს და, სხვათა შორის, იმ დროის ცნობილმა მწიგნობარმა პაატამ (ფსევდონიმია ერთი პედაგოგისა და მწერლის) გაზ. „ივერია“-

ში (1893 წ. № 20) აუგით მოიხსენია „ახალი ანბანი“, და

საზოგადოებას მოუწოდა: „ნურავინ შესცდებით მისის

სიიაფით“-ო, ე. ი. ნუ იყიდითო. ამას უკვე რაღაც ქიშპობისა და გულღვარძლიანობის ელფერი ედო. ამის გამო

ლადომ გაზ. „ივერია“-ს დასაბუთებული წერილი წარუდგინა, მაგრამ რედაქციამ ეს წერილი არ დაბეჭდა. ლადო

იძულებული შეიქმნა იგი ცალკე წიგნაკად გამოეცა სათაურით: „პასუხად ქაჩალ კრიტიკოსს, პაატას და ორი

შეკითხვა „ივერიის“ რედაქციისადმი“ (ტფ. 1893 წ.)

 ამ საპასუხო წერილმა გამოაშკარავა ლადოს საპოლემიკო ნიჭთან ერთად, მისი საფუძვლიანი მომზადება

პედაგოგიკაში და საერთო განვითარება.

 მას, როგორც პედაგოგს, თავიდანვე საკუთარი გეზი

ჰქონდა აღებული. მისი მთავარი მცნება იყო ს ა ხ ა ლ ხ ო

გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა . აი, როგორ უყურებდა ამ საგანს ლადო

აღნიაშვილი:

 ...„არც ერთი შეგნებული ხალხი არ იშურვებს

 არავითარ ხარჯს და შრომას, ოღონდაც-კი წესიერ

 გზაზე დავაყენოთ ჩვენში აღზრდა შთამომავლობი-

 საო! ერთი რომ უმაღლეს სასწავლებლებს ამრავ-

 ლებს, მეორე ორივე ხელით დაჰბღაუჭებია მხო-

 ლოთ სახალხო განათლებას, მესამე მთელ თავის

 ყურადღებას აპყრობს პროფესიონალურ სწავლას.

 იქ, იმ შეგნებულ ხალხში დღითიდღე წარმატება-

 შია საქმე აღზრდისა და სწავლისა; აქვთ აგრეთვე

 მდიდარი საყმაწვილო ლიტერატურა; იმართება და

 იმართება საყმაწვილო „პრიუტები", საყმაწვილო

 ბაღები; დაარსდა ლიგა ხალხთა შორის განათ-

 ლებისა.

 „ჩვენ? ჩვენ, შენი ჭირიმე, თქვენი კეთილი თვა-

 ლიცა ჰხედავს, რომ ა რ ა გ ვ ა ქ ვ ს ა რ ც ს ა კ უ -

 თ ა რ ი ს კ ო ლ ე ბ ი საზოგადოდ, ა რ ც ს ა ხ ა ლ ხ ო

 ს კ ო ლ ე ბ ი კერძოდ, არც პ ი რ ვ ე ლ დ ა წ ყ ე ბ ი -

 თ ი ს ა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ო ს წ ა ვ ლ ა , ა რ ც ს ა ყ მ ა -

 წ ვ ი ლ ო „ პ რ ი უ ტ ე ბ ი " , ა რ ც ს ა ყ მ ა წ ვ ი ლ ო

 ბ ა ღ ე ბ ი , ა რ ც ს ა ყ მ ა წ ვ ი ლ ო ლ ი ტ ე რ ა ტ უ -

 რ ა და არა თუ ესენი, – ა რ ა გ ვ ა ქ ვ ს ს უ რ ვ ი -

 ლ ი მ ი ს ი შ ე ქ მ ნ ი ს ა , ა რ ა გ ვ ა ქ ვ ს ს ი ყ ვ ა -

 რ უ ლ ი კ ი თ ხ ვ ი ს ა, ერთის სიტყვით, არა გვაქვს

 ხშირად უბრალო ცნობისმოყვარულობაც-კი. მერე,

 რა და ვართ ესე? – ე, – ხო, მადლი ათასი უფალსა,

 ინტელიგენცია გამრავლდა, პედაგოგებიც ბლომადა

 გვყვანან და არც ჩვენა ვართ შეუგნებელი ხალხიო.

 შ ე უ გ ნ ე ბ ე ლ ი რ ა დ ვ ი ქ მ ნ ე ბ ი თ , რ ო შ ე მ -

 გ ო ნ ე ბ ე ლ ი ც გ ვ ყ ვ ა ნ დ ე ს . მაგრამ აი სწორედ

 ეს არის უბედურება, რომ ი ნ ტ ე ლ ი გ ე ნ ც ი ა

 ა რ ა ჰ ყ ა ვ ს ჩ ვ ე ნ ს ხ ა ლ ხ ს შ ე ს ა ფ ე რ ი . პედა-

 გოგებისა ხო რაღა მოგახსენოთ! თქვენ იქნება

 ყველა მასწავლებელი პედაგოგი გგონიათ? ეს დიდი

 შეცდომა იქმნებოდა: კუსაც-კი აქვს ოთხი ფეხი,

 მაგრამ ნახირში არავის გაურევია“.

 ასეთი სიფხიზლით ახასიათებს ლადო აღნიაშვილი

იმდროინდელ სწავლა-განათლების მდგომარეობას და ინტელიგენციას, – შემდეგ რიგ-რიგად ჰყოფს-რა მასწავლებელთ, განაგრძობს:

 „ამათ მოსდევენ... მანქანა მასწავლებელნი.

 ე ს ე ნ ი ა რ ა ფ ე რ ს ა ს წ ა ვ ლ ი ა ნ გ ა რ დ ა ც ა -

 რ ი ე ლ ი ს ი ტ ყ ვ ე ბ ი ს ა ... ეს ის ჯურა გახ-

 ლავთ მასწავლებლებისა, რომელნიც დღეს ჩვენში

 კარგა საკმარისად გამრავლდნენ“...

 აქ ლ. აღნიაშვილს მოყავს მაგალითი ლოთი და

უზნეო მასწავლებლისა და ამბობს:

 „სამწუხაროა ჭეშმარიტად, როდესაც ესეთი

 წმიდათა წმიდა მოვალეობა, როგორიც არის

 აღზრდა ახალთაობისა, წაიმწიკვლების ამგვარ

 უღირს აღმსრულებელთაგან... რაღა გვიჭირდა, ჩვენ

 რომ მასწავლებლები კაი მომზადებული ხალხი

 გვყოლოდა: ჩვენს ბედს, როგორც იტყვიან, ძაღლიც

 ვერ დაჰყეფდა!“

 აი, როგორ ახასიათებდა ლ. აღნიაშვილი მასწავლებელს ორმოცი წლის წინად და ეს დახასიათება ხომ

დღესაც ბევრ შემთხვევაში ზედგამოჭრილია. მასწავლებელთა დახასიათების შემდეგ ის კითხულობს:

 „გვაქვს თუ არა ჩვენ სკოლები?“ და აქვე უპასუხებს

 „როგორ არა: აქამდისინ იყო საერო განათლე-

 ბის სკოლები იხსნებოდა ყველა სოფელში, ეხლაა –

 და ამას მიემატა – სასულიერო წოდების სკოლე-

 ბიც... მ ა გ რ ა მ გ ა ნ ა ა მ ა ს ჰ ქ ვ ი ა ნ ს ა ხ ა ლ ხ ო

 გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა ?“

 კრიტიკის დარჯაკში ატარებს-რა ამ სკოლებს,

რომელთაც ხალხს ახვევდნენ თავზე, ის ამბობს:

 „სწავლა ნამდვილი ბუნებითი მოთხოვნილებაა

 ყოველი ადამიანისა და ისევე ვერ გასძლებს ხალხი

 უსწავლელად, როგორც ვერ გასძლებს იგი უჰაე-

 როდ... რას აკეთებს ამ დროს ამ ხალხის ინტელი-

 გენცია და ანუ რა გაუკეთებია ხალხისათვის? – გა-

 დაავლეთ თვალი დღევანდელ ჩვენ საყმაწვილო

 წიგნებს – სასწავლო გამოცემა იყოს იგი თუ სალი-

 ტერატურო, სულ ერთია...

 ეს ახპატელოვისა, ეს მდივანოვისა, ესეც ბ. მიხეილ

ნასიძისა; ახალ-ახალ გამოცემა „ყარამანიანისა“, ესეც

„ქუჩუკ ყარამანიანისა“ და სხვ... ამათ უნდა შეაყვარონ

ყმაწვილსს კითხვა, უ ნ დ ა შ ე ა ყ ვ ა რ ო ნ მ ე ც ნ ი ე რ ე -

ბ ა , უ ნ დ ა შ ე ა ყ ვ ა რ ო ნ ს ა მ შ ო ბ ლ ო ი ს ტ ო რ ი ა ,

ს ა მ შ ო ბ ლ ო მ ხ ა რ ე , ს ა მ შ ო ბ ლ ო ენა , ს ა მ შ ო ბ -

ლ ო ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა ; ა მ ა თ უ ნ დ ა ა ღ უ ზ ა რ დ ო ნ

მ ა ს ზ ნ ე დ ა ხ ა ს ი ა თ ი , ამათ უ ნ დ ა ა ღ უ ზ ა რ -

დ ო ნ მას გული“.

 ლ. აღნიაშვილს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი წიგნის უვარგისობისა ერთ-ერთ სახელმძღვანელოდან და

ასკვნის:

 „უნდა ვიცოდეთ, თუ არა, რა წიგნები აქვთ

 ჩვენ ბავშვებს ხელთ“, რომ ჩვენი „ახალი ანბანი“-ს

 შედგენა-გამოცემის საჭიროებაც ნათელი გახდესო“...

 ზემორე ხაზგასმული ადგილები გვიჩვენებენ, ლადოს როგორი სწავლა-აღზრდა სურდა, სკოლის და წიგნებისაგან რას მოითხოვდა, თვით რა შინაარსის წიგნებსაც გამოსცემდა. და მართლაც მისი „ახალი ანბანი“ ამ

გეგმით იყო დაწყებული.

 „ახალი ანბანი“ უნდა გამოსულიყო 33 პატარ-პატარა წიგნაკად. თვითეული მათგანი შეიცავდა, როგორც

უკვე გაკვრით აღვნიშნეთ, წერა-კითხვის შესწავლის

დაწყებიდან ყოველგვარ მასალას – სახალხოს, სამწერლოს, მეცნიერების ყოველ დარგს, – ლადო აღნიაშვილის სიტყვითვე რომ ვსთქვათ, ეს წიგნაკები შეიცავდა ყოველგვარ პირველდაწყებითი ცოდნას ანუ პირველდაწყებითი ცნობებს მეცნიერების ყოველგვარი დარგი-

სას, ე. ი. ეს იყო ერთ და იმავე დროს ანბანი ცოდნისა,

ანბანი წერა-კითხვისა და მეცნიერებისა. ყოველი ნაწილი ამ ანბანისა ცალკე დამთავრებული წიგნი (კარი) იყო,

ერთად-კი – ა ნ ბ ა ნ ი ყ ო ვ ე ლ გ ვ ა რ ი ც ო დ ნ ი ს ა ...

 „პედაგოგიისა ერთი წაკითხვა როდი კმარა, –

 განაგრძობს თავის პასუხში პაატასადმი ლ. აღნია-

 შვილი: უნდა ერთი ათჯერ წაიკითხო, სხვათა ავ-

 ტორებს შეუდარო, შემდეგ შენი ტვინის საქაჯავში

 გაატარო, მერე საქმით გამოსცადო და მხოლოდ

 მაშინ შეგიძლიან მაგრე ყოყლოჩინობაო“...

 დაუწუნა-რა სიძველის მომხრეობა, დაუმტკიცა-რა,

რომ ძველად არსებულ მეთოდიკას ვერ გასცილებია, აღნიაშვილმა საკუთარი მეთოდი წარუდგინა:

 ჩვენს წიგნებში „შ ე ტ ა ნ ი ლ ი ა ისეთი რამ, რ ა ც

გ ა მ ო ი წ ვ ე ვ ს ყ მ ა წ ვ ი ლ ი ს მ ი ე რ დ ა კ ვ ი რ ვ ე ბ ა ს ,

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ს , მ ო ს ა ზ რ ე ბ ა ს , მ ს ჯ ე ლ ო ბ ა ს ა დ ა

თ ვ ი თ მ ო ქ მ ე დ ე ბ ა ს ... არ ვინდომე თქვენი ამოწერილი

ადგილები მეთოდიკებისა, რადგან ი გ ი ნ ი ს კ ო ლ ი ს

ი ქ ი თ არ სცილდებიან და ჩვენ კი... სკოლას გვერდი

ავუარეთ“, რადგან ახლანდელი სკოლა ჩვენს ხ ა ლ ხ ს

შ ე ს ა ფ ე რ ი ს ც ო დ ნ ა ს ა რ ა ძ ლ ე ვ ს ო .

 პაატამ აღნიაშვილს ხალხურ ნაწარმოების შესახებაც უსაუყვედურა. ლადომ აქაც მტკიცე რწმენით ჩასჭრა იგი:

 „ჩვენ ძალიან დიდს და ათასჯერ კიდევაც დ ი დ ს

 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ს ვ ა ქ ც ე ვ თ ჩ ვ ე ნ ი ს ხ ა ლ ხ ი ს

 ნ ა წ ა რ მ ო ე ბ ს და პ ი რ ვ ე ლ ა დ ჩვენ ვაღირსეთ

 მზის სხივები ჩვენს წიგნებში მოქცეულ ხალხურ ნა-

 წარმოებთ“-ო.

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლადო აღნიაშვილმა იმ

დროის კვალობაზე წიგნის გამოცემის საქმეში დიდი

ცოდნა და გემოვნება გამოიჩინა. ამავე წერილში, სწორედ ამ საგნის შესახებქ, ლადო პაატას უმტკიცებს:

 „გაიგე და შეიტყე, რომ წიგნმა, რომელიც პირ-

 ველად ჩაუვარდება ხელში ყმაწვილს, ყოველმხრივ

 უნდა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს და ღრმა

 ნაკვალევი დასტოვოს მის გონებაში“ *).

 და ამ გემოვნებას ლადო, წიგნების გამოცემაში, ყოველთვის მტკიცედ იცავდა.

 დასასრულ, ლადო პაატას წერილებს „ივერიის“

რედაქციის „ნამდვილი კორექტურული შეცდომა“-ს უწო-

დებს.

 ლადოს ეს პასუხი ყოველმხრივ საბუთიანი იყო,

მაგრამ პაატას წერილმა მაინც დათვური სამსახური გაუწია ჩვენს მოზარდ თაობას: ლადომ ამ წიგნების გამოცემა

ვერ დაასრულა, – და ამის მიზეზი იყო არა მარტო პაატას გამოლაშქრება, არამედ ზოგიერთების თავმოყვარეობის გაღიზიანებაც: უჩემოდ ვინ ბედავს საზოგადო

საქმის სამსახურს, საბავშო წიგნებისა და ანბანების გამოცემასო!..

 რა თქმა უნდა, ლადომ ამ წიგნაკების გამოცემის

საქმეში ნივთიერად ძლიერ ბევრი იზარალა, მის რაინდულ ხალხურ გატაცებას ნივთიერად არავინ შეუწყო

ხელი. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ამ წიგნაკებმა

მაინც საფუძველი დაუდო სახალხო-საბავშო სამეცნიეროპედაგოგიურ წიგნაკების გამომცემლობას.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლ. აღნიაშვილი თანამშრომლობდა საბავშო ჟურნალ „ჯეჯილში“ და სხვ.

 როგორც მასწავლებელი და აღმზრდელი, ლადო ყოველ მოსწავლისთვის მოსაზიდი იყო, მოწაფის სულიერი ვითარების მცნობი და საგნის უმარტივესად გადამცე-

_______________

 *) ლადო აღნიაშვილი. „პასუხად ქაჩალ კრიტიკოსს, პაატას

და ორი კათხვა „ივერიის“ რედაქციისადმი, ტფ. 1893 წ.

მი, თითქმის თვითეულ მოწაფეს სულში უძვრებაო... საპროგრამო საგნების გარდა, მოწაფეებს უნერგავდა ბუნებისა და მეცნიერების შესწავლისადმი ლტოლვას გათვითცნობიერებისა და თვითგანვითარების წყურვილს.

გ უ ნ დ ი (1885-1889)

 ლადო აღნიაშვილმა საზოგადო ასპარეზზე გამოსვლისათანავე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ხალხის სულიერ საგანძურს, რომელსაც თითქმის არავინ

არაფრად აგდებდა: ეს იყო ეროვნულ-ხალხური სიმღერები.

 ამას დიდი თანხა უნდოდა, მკვიდრი ორგანიზაცია

და მუსიკის ცოდნა, მაგრამ ლადო ამას არ შეუშინდა:

მცირე ჯამაგირის პატრონმა, 1885 წ. განიზრახა ამ საქმის შესრულება... თვით ლადომ მუსიკისა არა იცოდა-რა,

თუმცა დაფასება შეეძლო; ხალხური სიმღერები არ იყო

თავმოყრილი და ნოტებზე გადაღებული, არ იყო გუნდი,

(თუ მხედველობაში არ მივიღებთ სასულიერო სემინარიაში არსებულ რუსულ-ქართულ მგალობელთა გუნდს, რომელიც სემინარიის კედლებს ვერ გასცილებოდა).

 ლადო აღნიაშვილი ვერც ერთმა ამ დაბრკოლებამ

ვერ შეაფერხა. მან იცოდა, რა უდიდესი მნიშვნელობა

აქვს მუსიკას ადამიანის გრძნობათა აღზრდისათვის.

 საჭირო იყო ქართველ ხალხში ჯერ კიდევ დარჩენილ სიმღერა-კილოების, ხალხის სულის ამ უმაღლესი

შემოქმედების, შეკრება-აღდგენა, მათი ნოტებზე გადაღება

და მერე ერში გავრცელება.

 ამ მიზნის განხორციელებისათვის ლადომ მიმართა

ზოგიერთ ახალგაზრდას, მაგრამ მათგან მწარე დაცინვის

მეტი არაფერი მიიღო. მაშინ საკუთრივ შეუდგა საქმეს:

მოიწვია გუნდში მონაწილეთა მსურველნი. მის მოწოდებას 70-მდე ყმაწვილი კაცი გამოეხმაურა, რომელთაგან

მხოლოდ 25 აირჩია, როგორც საუკეთესო ხმებიანი. საჭირო იყო სიმღერის მასწავლებელი. პირველად მიმართა

ერთ პოლონელს, ამ საქმის მცოდნეს, ვინმე ფელიქს ქსავერის ძე პ ე ტ ე ლ ჩ ი ც ს , რომელმაც ჯერ თანხმობა გამოუცხადა, შემდეგ-კი ისეთი ჯამაგირი მოითხოვა, რომ

ლადო იძულებული იყო სხვა ეძებნა, და, აი, მართლაც

მიაგნო ჩეხს – იოსებ ივანეს-ძე რ ა ტ ი ლ ს , რომელმაც

გუნდის მონაწილე თითო კაცზე თვეში თითო მანათი

მოითხოვა (თუ გუნდში 25 კაცზე ნაკლები არ იქნებოდა),

ნოტებზე გადასაღები საფასური ცალკე უნდა მიეღო და

აგრეთვე კონცერტის შემოსავალის მეოთხედი.

 ლადო ყველა ამ მოთხოვნას დასთანხმდა იმ პირობით-კი, რომ იმავე 1885 წ. შემოდგომაზე გამართულიყო

პირველი კონცერტი; საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

გამოიწვია ხალხურ სიმღერების საუკეთესო მცოდნე გლეხები და მათი ნამღერები ნოტებზე გადააღებინა.

 აი, სხვათა შორის, რა მოგვითხრო ამ პირველი

კონცერტის სამზადისისა და ლადოს მიერ სიმღერების

შეკრების შესახებ ხალხურმა მწერალმა, ვასილ ძირმა

ლიძემ:

 „1885 წ. შემოდგომას, ვარ. ბაქრაძემ მთხოვა შემეკრიბა კარგი რაჭველი მომღერლები და დანიშნულ დროზე მიმეყვანა აღნიაშვილთან, სადაც ისიც მოვიდოდა... მე

შევაგროვე რვა კაცი: თ. და ალ. არჩვაძენი, ნ. გძელიშვილი, თ. კერესელიძე, მე და სხ. დანიშნულ დროზე მი-

ვედით ლ. აღნიაშვილთან (ანჩისხატის ქ. ფირუმოვის სახლი, ზემო სართულში). აღნიაშვილმა თავაზიანად მიგვიღო.

მასთან ამ დროს სხვებიც იყვნენ. ჯგუფს მე ვმეთაურობდი. სალამისა და გაცნობის შემდეგ, ჩაი მოგვიტანეს,

რამდენიმე სიმღერა ვსთქვით, მარა ძლიერ ვმორცხობდით.

ეს შეგვნიშნა ლადომ და მეორე ოთახში მიაძახა დიასახლისს:

 – რაჭველებს ასე არ უყვართ; ესენი პურადი ხალხია და შენ იცი, თუ გაგვიმასპინძლდებიო.

 რამდენიმე წუთში სასადილო მაგიდა გაგვიშალეს.

ჩემმა მომღერლებმა რამდენიმე ჭიქა გადახუხეს. და მართლაც გაბედულად შემოსძახეს, გაიმართა კარგი ლხინი.

წამოსვლისას ლადომ მთხოვა, რომ ჩემი მომღერლებით

ჩუღურეთში მივსულიყავი რატილის ბინაზე. დანიშნულ

დროზე მივედით რატილთან. დაგვხვდა რამდენიმე კაცი.

ჩვენ გვამღერა რატილმა. ხმები და სიმღერები მოეწონა.

მან გვითხრა: ორი კვირა უნდა იაროთ, რომ დავამუშაო

თქვენი სიმღერებიო. ჩვენც დავდიოდით. რატილი გულმოდგინებით და დაუზარელობით მუშაობდა. მართალია,

ქართული არ ესმოდა, მაგრამ დაწყებას, მოძახილს და

ბანს კარგად ახერხებდა. რატილმა ჩვენგან ნოტებზე გადიღო შემდეგი სიმღერები: 1) „ოს იმძრა" (ისტორიული),

2) „მაღლა მთას მოდგა“ (ისტ.), 3) „ქალსა ვისმე ერქვა

შროშანა“, 4) „მიყვარს ამფერად სუფრა გაშლილი“,

5) „შავო ყურშაო!“, 6) „ოი, ქრისტე აღსდგა!“, 7) „ქვედრულა“ და სხ. ყველა ეს იმ დროს ძლიერ მოწონებული

სიმღერები იყო. ლადო ყოველთვის დადიოდა რატილთან.

ძლიერ უხაროდა და მოსწონდა რატილის შრომა. აღნიაშვილმა გვითხრა: მალე კონცერტს გავმართავ და თქვენც

მოგიწვევთო“.

 ერთ რუსულ ხელნაწერ „გუნდის მატიანე“-ში *) ჩამოთვლილია შემდეგი „ახალი ქართული სიმღერები“: 1) წევური „ოდილა“, ნადური, კ. მაღრაძისა; 2) „ჭონა“, იმერული, მისივე; 3) „ნანინა“, იმერული, მისივე; 4) „წითელო ვაშლო“, კახური, კ. რჩეულიშვილისგან შესწავლილი;

5) „ოდელა და დელია-დელა“, კახური, მისგანვე; 6) „პა

ტარა საყვარელო“, ქორიძისა; 7) „გალიაში რომ გაგზარდე“, მისივე; 8) „ზამთარიო“, ბ. სარაჯევის; 9) „სიდო

ბურდიანელა“, მისივე, – ამისივეა შემდეგი ექვსი (10-15)

სიმღერა: 10) „მშვიდობით, ძმაო!“, 11) „ფერსა ბნელს“...

12) მამითადი, 13) გვიბრძანე, 14) „გახსოვს ტურფავ“...

15) „მუშა ბოქულაძე“; 16) „ნუ სტირ“... დემონიდგან

რუბინშტეინისა; 17) „ვაიმე, დედავ“... მაღრაძისა.

 ამგვარად პირველ კონცერტისათვის 100-მდე სიმღერა შეკრიბა, შეადგინა პირველი ქართული გუნდი, მაგრამ რატილმა კონცერტის გამართვა 1885-ისთვის ვერ

მოასწრო: გუნდი ჯერ კიდევ მოუმზადებელია, ასეთ პირობებში საზოგადოების წინ ვერ გამოვიყვანო და მხოლოდ წლის თავზე, ე. ი. 1886 გიორგობისთვის 15-ისათვის გადასწყდა პირველი კონცერტის გამართვა.

 აი, რას სწერდა ამ პირველი კონცერტის გამართვამდე გაზ. „ივერია“ (1886 ნოემბრის 13, № 246):

 „შაბათს, 15 ნოემბერს არწრუნისეულ თეატრში

 ქართული კონცერტი იქნება გამართული. ქართული

 ხორო, რომელიც იმღერებს ამ კონცერტზე სხვადა-

 სხვა ქართულს ხმებს, შეუდგენია თავის მეცადი-

_______________

 *) „Летопись Грузинского хора Агниашвили“. – ამავე ხელნაწერშია მოთავსებული გუნდის ხარჯი „Расход“. ალ. მირიანაშვილის წერილობითი მოწმობით, ეს „Летопись“ ლ. აღნიაშვილს გადუწერინებია ერთ-ერთ შეგირდისათვის, ხოლო ანგარიში თვით ლ. აღნიაშვილის ხელით არის დაწერილი. ავტ.

 ნეობითა და მხნეობით ბ-ნს ვლ. აღნიაშვილს. ბ-ნი

 აღნიაშვილი მასწავლებელია ტფილისის კათოლიკე-

 თა სკოლისა. ამ აღნიაშვილს შეუკრებია ყმაწვილნი

 კაცნი და ერთის მუსიკის მცოდნესათვის, სახელ-

 დობრ, ბ-ნის რატილისათვის უთხოვნია, ხელმძღვა-

 ნელობა გაუწიეო, ასწავლე ქართული ხმები, რომე-

 ლიც უკვე ნოტებზეა გადაღებულიო და რა ხმაც არ

 არის ნოტებზე, ათქმევინე მცოდნეთა და თვით

 თქვენ გადიღეთ მერე ნოტებზე და დაასწავლეთ ის

 ხმებიცაო. ხოროს დაუწყვია სიარული რატილთან

 და სწავლა ქართულის ხმებისა. ამბობენ, რომ უკვე

 წელიწადზე მეტია, რაც ეს საქმე იქმნა დაწყობი-

 ლიო. ხოროს თურმე კარგად აქვს შესწავლილი ზო-

 გიერთი მეტად სასიამოვნო და ძნელად სათქმელი

 ქართული სიმღერები, როგორც მაგალითად, გურუ-

 ლი „ოდელია“, „კუჩხა ბედნიერა“ და სხ. ხორო

 იტყვის თურმე აგრედვე ერთს ძველს სიმღერას:

 „წაიყვანეს თამარ ქალი“ და თითო-ოროლა ევრო-

 პიულს ხმებსაცაო.

 ვისურვებთ, რომ ქართული საზოგადოება ბლო-

 მად დასწრებოდეს ამ კონცერტს და ამით გაემხნე-

 ვებინოს ამ მეტად სასარგებლო საქმის დამწყებნი

 და მოთავენი“.

 კონცერტის განცხადება ასეთი იყო: *)

____________

 *) „ივერია“ 1886 წ. № 248, ნოემბრის 15, შაბათი.

 ქართული თეატრი

 დღეს, 15 გიორგობისთვეს

 ქართული ხორო

 აღნიაშვილისა გამართავს პირველად

 კონცერტს

 არტისტი ი. ი. რატილის ლოტბარობით

ყველა სიმღერები ხოროს ნოტებითა აქვს შესწავლილი

 დასაწყისი 7

1

/2 საათზე.

 დანიშნულ დღეს კონცერტი გაიმართა. აი, როგორ

აღგიწერს გაზეთი „ივერია“ მსმენელების მიერ კონცერტზე მიღებულ შთაბეჭდილებებს:

 „დამსწრე საზოგადოების აღტაცებას საზღვარი

 არა ჰქონდა. ვაშას ძახილით და ტაშისკვრით ყურთა

 სმენა აღარ იყო. საზოგადოება დაბრუნდა სახლში

 სრულიად კმაყოფილი და დაიმედებული, რომ მკვდრე-

 თით აღადგინეს ის დამარხული კილო-სიმღერები,

 რომელიც სამუდამოდ უნდა შთაენთქა ჟამთა ვითა-

 რებას“.*)

 „ივერია“-მ ამ კონცერტს ორი დიდი აღფრთოვანებული შინაარსის მეთაური უძღვნა. აი, რას სწერს ამ კონცერტის შესახებ:

 „ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელნიც დღეს

 მიუზიდნია ქართულის სიმღერების სიკეთეს და სი-

 ტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ დ ბევრსაც

_____________

 *) „ივერია“, 1904 წ. № 90.

 მეცადინეობენ გადიღონ ნოტებზედ საყოველთაო

 საცნობელად. ამ მხრით, თვითონ ჩვენი ყმაწვილი

 კაცებიც ჰშრომობენ და აი ამ შრომის ნაყოფი დი-

 დის სიამოვნებით გავიგონეთ ჩვენის ყურით შაბათს

 15-ს ნოემბერს. ქართულმა ხორომ, – თუ არა ვცდე-

 ბით ოცი, ოცდაათი კაცი იქნებოდა – ბ-ნ რატილის

 ლოტბარობით იგალობა თეატრში თერთმეტამდე

 სხვათა შორის ქართული საერო სიმღერები, ნოტებ-

 ზედ გადაღებული. ხალხი საკმაოდ ბლომად დაეს-

 წრო და სიამოვნებით კი არა, აღტაცებით დაჰხვდა

 და მიეგება ამ ახალს და სასიამოვნო ამბავს. თუმცა

 ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქართული ხმები კარგად

 იყო გადაღებული, მაგრამ მაინც კიდევ ჩვენ მიერ

 ქება და დიდება ეკუთვნით ამ საქმის დამწყობთა.

 იგი ნაკლულოვანება, რომელიც ყოველს ახალ საქმეს

 აუცილებლად მოსდევს ხოლმე, და რომელიც აქ

 ვახსენეთ, უკეთესის სურვილით მოგვივიდა და არა

 წუნის დასადებად. ამისთანა საქმეში თვითონ წუ-

 ნიც-კი უნდა ჰმდუმარებდეს, იმიტომ რომ თვითონ

 საქმე ქველმოქმედებაა თავით თვისით. სწორედ ამ

 გრძნობითაც დაჰხვდა ჩვენი საზოგადოება ამ მშვე-

 ნიერ საქმეს და ამ გრძნობითვე გამოვიდა თეატ-

 რიდამ. დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა გ ვ მ ა რ თ ე ბ ს ბ-ნ

 ა ღ ნ ი ა შ ვ ი ლ ი ს ა , რომელმაც ეს მართლა ს ა ხ ე -

 ლ ო ვ ა ნ ი ს ა ქ მ ე ი კ ი ს რ ა ... არა ნაკლებ მადლო-

 ბის ღირსია ბ-ნი რატილი, ეგ უცხო კაცი, რომელ-

 მაც მოამზადა და გასწურთნა იგი ხორო. მადლო-

 ბელმა საზოგადოებამ იქავ თეატრში მოაგროვა

 ფული და საჩუქარი მიართვა ბ-ნ რატილს. ძახილს

 და ტაშისცემას ბოლო არა ჰქონდა. სასურველია,

 რომ ამ დიდად სასიამოვნო საქმემ ხშირად გვასია-

 მოვნოს ხოლმე ისე, როგორც შაბათს საღამოს გვა-

 სიამოვნა.

 ნუ თუ კარგი არ იქმნებოდა, რომ ჩვენმა დრამა-

 ტიულმა დასმა ეს ახალი საქმე, ხოროთი გალობა

 ქართულის ხმებისა, ზედ გადააბას წარმოდგენებსა!

 ეს აზრი და სურვილი ბევრმა გამოსთქვა თვით

 თეატრშივე და ჩვენც სხვასთან ერთად გვგონია,

 რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს უშველის ამრავალ-

 ფეროს სიამოვნება და მაშასადამე, თეატრში მოსია-

 რულე საზოგადოებაც ამრავლოს და ბლომად მოი-

 წვიოს. ეს გაერთება ორის ერთგვარად სასურველ

 და სანატრელ სიამოვნებისა ერთსაც ახეირებს და

 მეორესაც, როცა ორივე და-ძმურად ერთად მო-

 წვეულ იქმნებიან ჩვენდა გასართობად*)“.

 იმავე 1886 26 დეკემბერს გაიმართა მეორე

კონცერტი. ამ კონცერტსაც იგივე „ივერია“ (1886 წ.)

№ 281) საუკეთესოდ იხსენებს.

 გუნდის რეპეტიციები იმართებოდა ლადო აღნიაშვილის ბინაზე.

 ვისგან შესდგებოდა გუნდი? –

 პ ი რ ვ ე ლ ი ტ ე ნ ო რ ე ბ ი : ლეო ცისკარიშვილი,

ტატო ფეიქრიშვილი, გიორგი ჩაგუნავა, კორნელი მაღრაძე, ნიკოლოზ ჩახნაევი, იოსებ (ია) კარგარეთელი, ვასო

ბაგრატიონი, კოტე დვალი;

 მ ე ო რ ე ტ ე ნ ო რ ე ბ ი : სერგო მამალაძე, სიკო

(სიმონ) აღნიაშვილი, გრიგოლ ჭკუასელი, კოტე კუხიანიძე,

ალექსი მათურელი, როსტომ ჩიკვაიძე, ბოლოტოვი.

_________________

 *) „ივერია“ 1886 წ. № 250 და 251

პ ი რ ვ ე ლ ი ბ ა ს ე ბ ი : სანდრო გოცირიძე, საშა

ბერიძე, ბასილაშვილი, მათე იანქოშვილი, მიხეილ ავალიანი,

მოსე კაპანაძე, სოსო ჩიჯავაძე, ექვთიმე ბურჯანაძე.

 მ ე ო რ ე ბ ა ს ე ბ ი : ნიკოლოზ წინამძღვრიშვილი,

წიკლაური, ევსევი ბაბილუა, ჩიჩუა, კლიმენტი ჭანტურია,

იოსებ ჩირაკაძე, აპოლონ გოდერძიშვილი, ლავრენტი მათიკაშვილი, დავით გაგუნოვი *).

 როგორც უკვე ითქვა, საზოგადოება დიდის აღტაცებით შეხვდა ამ პირველ ქართულ გუნდს, მაგრამ მას,

(გუნდს) იმოდენა შემოსავალი მაინც არ ჰქონდა, რომ

აუცილებელი ხარჯები დაეფარა, რის გამოც ვალი ვალზე

ედებოდა. გუნდმა გამოსცა ი. ი. რატილის მიერ ნოტებზე გადაღებული „ალილო“ (შიგნით კახეთის კილო),

რომლის მხოლოდ 5 თუ 7 ცალი გაიყიდა (სულ დაიბეჭდა 240), დანარჩენი აღნიაშვილის ბინაზე გაჩენილმა

ცეცხლმა შთანქა და მით გადარჩა ლპობას; ასე, რომ

გამოცემებით გუნდი წელს ვერ გაიმართავდა. გუნდს არც

იმდენი საშუალება ჰქონდა, რომ, ჩვეულებრივ, სხვა და

სხვა კუთხიდან ძველი მომღერლები გამოეწვივნა, რეპერტუარი ახალ-ახალი სიმღერებით გაემდიდრებინა.

მეორე მხრივ-კი რატილს, კერძო გაკვეთილები მოემატა და გუნდის მზადებას შესაფერ ყურადღებას ვეღარ

აქცევდა. ამას დაერთო გუნდის მონაწილეთა შორის შუღლიც. მაგრამ ლადომ ეს შუღულიანობა შეანელა, ლოტ-

__________________

 *) ვსარგებლობ გუნდის მატიანეთი (Летопись груз. хора

Aгниашвили), რომელიც მოთავსებულია ხელნაწერ რვეულში „ლადო

აღნიაშვილის ქართველ მომღერალთა პირველი გუნდი და მისი ისტორია 1855-1889 წ.“ ეს ხელნაწერი გადმომცა მასწავლებელ-მწე

რალმა ალ. მირიანაშვილმა 1914 წ., (როდესაც განვიზრახე ქართული

სათეატრო მუზეუმის დაარსება და საამისო მასალების შეკრებას შევუდექი). ავტ.

ბარად მოიწვია (1887-88 წ.წ.) მელიტონ ბალანჩივაძე,

რომელმაც გუნდის დავალებით რამდენიმე სიმღერა გადიღო ნოტებზე (დიღმელ მომღერალ გლეხებისაგან), გრ.

ორბელიანის „სადღეგრძელო“ მოამზადა ცხოველი სურათებით და, ი. რატილთან ერთად, კონცერტი გამართა.

შემოსავალი იყო, მაგრამ ის ჩვეულებრივ ხარჯებს ვერ

ფარავდა. გუნდი ისევ უკაპეიკოდ დარჩა. გუნდის ნივთიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ლადომ ქართული

ფეერიები შექმნა („ყარამანი“ და „ტარიელი“), – ვერც

ამით ეშველა საქმეს: პირველი ფეერის („ყარამანი“-ს)

წარმოდგენის მსვლელობის დროს სინათლე ჩაქრა, გაჭედილი თეატრი დაფრთხა (გამიგონია, ვითომც ეს ვიღაც

მეშურნეს ჩაედინოს), თითქმის ყველამ ფული უკან მოითხოვა; მეორედ უხეიროდ იყო დადგმული, მესამედ ხალხი

ვეღარ მიიზიდა. დავალიანებამ ლოტბართ გული გაუტეხა

და საქმეც თითქოს ჩაიშალა, რომ სწორედ ამ ხანებში

(1887 წ.) სტავროპოლში ვერაგულად მოჰკლეს ცნობილი

მოღვაწე – დიმიტრი ყიფიანი, რომლის ცხედარიც ტფილისს ჩამოასვენეს. დ. ყიფიანის დაკრძალვისათვის საგალობლად გუნდი საუცხოოდ მოემზადა სემინარიის მასწავლებლის კონტრიძის ხელმძღვანელობით და გაუძღვა მიცვალებულს გალობით. ამის შემდეგ გუნდი მიიწვიეს მთავარმმართებელის შერემეტიევის მეუღლის მიერ გამართულ

საღამოზე. ამ ხანად გუნდში ზოგიერთ ზემოხსენებულთა

გარდა მონაწილეობდენ: ირ. ბაქრაძე, ზაქ. ფალიაშვილი,

გრიგორიევი, ბეგიზაშვილი, სოლ. ანდრეევი, ჭკუასელი,

ლაზარიშვილი, გედევანიშვილი, ცხომელიძე და მ. კაპანაძე.

 გუნდს ჰქონდა შემთხვევა თავისი მიღწევები ეჩვენებინა სხვა უფლებამოსილ პირთათვისაც და დაეტკბო მათი

სმენა. ასე, მაგალითად, გუნდი გამოვიდა თავისი სიმღერებით რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მე-III წინაშე,

რომელიც იმ ხანებში საქართველოში ჩამოვიდა.

 ამ გზას იმიტომ მიმართა ლ. აღნიაშვილმა, რომ

უნდოდა გუნდისათვის სახელი შეექმნა და თანაც მატერიალურად გაეუმჯობესებინა გუნდის მდგომარეობა. მაგრამ არც ამ ცდამ უშველა საქმეს.

 მეტად დამახასიათებელია, თუ როგორ «დააფასა»

გუნდი იმპერატორმა. ალექსანდრე მე-III მუსიკალური გემოვნება და საერთო გონებრივი ავლა-დიდება საუკეთესოდ გამოსჭვივის ზემოხსენებულ «ქართული გუნდის მატიანე»-ში აღწერილ შემდეგი ფაქტიდან. იმპერატორმა

გუნდი, პირველ ყოვლისა, იმით დააფასა, რომ უბრძანა

მას, შენი სიმღერით ჩამიხშე ორკესტრის ხმოვანებაო.

«Здесь (в Caбадypи), ნათქვამია დოკუმენტში, хоpy

пpишлось петь от 91

/2 часов утра вплоть до 4 часов

пополудни, и настолька заслужили внимание их императорских величеств, что государь император велел хору через кн. Дондуков-Корсакова петь безпрерывно и пением своим предупреждать каждое начинание музыки и оркестра, при чем под конец обеда

их императорское величество соизволило припевать

басса, когда хор пел мравалжамиэр, который так

очаровал всех высокопоставленных гостей».*)

_______________

 *) ორიგინალის დასაცავადб სტილი არ შეგვიცვლია. აი, თარგმანი :

 აქ (საბადურში) გუნდს შეუხვდა მღერა დილის 9

1

/2 საათიდან

შუადღის 4 საათამდე. მომღერლებმა იმდენად მიიპყრეს მათი იმპერატორობითი უდიდებულესობათა ყურადღება, რომ მეფემ თვად

დონდუკოვ-კორსაკოვის პირით გასცა განკარგულება, გუნდს განუწყვეტლივ ემღერა და თავის სიმღერით მუსიკისა და ორკესტრისათვის არ მიეცა დაკვრის საშუალება. ამასთანავე, ბოლოს მისმა იმპერატორობითი უდიდებულესობამ კეთილ ინება ბანი ეთქვა, როცა

ხორო მღეროდა მრავალჟამიერს, რომელმაც ასე მოხიბლა ყველა

წარჩინებული სტუმარნი“.

 ი. რატილი მალე საბოლოოდ ჩამოშორდა გუნდს.

ის ნაწყენი იყო იმით, რომ ქართველმა თავად-აზნაურობამ

არ დაუშვა გუნდის ლოტბარად როგორც არაქართველი.

რატილი ყოველნაირად უშლიდა ხელს გუნდს (შექმნა საკუთარი გუნდი და სხვ.). გუნდის ხელმძღვანელად მოწვეულ იქნა ალ. ბერიძე, რომელმაც სრულიად უფასოდ იკისრა გუნდის ხელმძღვანელობა. იყო აგრეთვე ქალთა გუნდის შედგენის ცდა. ასეთი გუნდი კიდევაც შესდგა, მან

ერთი კონცერტიც გამართა, მაგრამ მხოლოდ ამით ამოიწურა მთელი მისი საქმიანობა: შუღლისა და ინტრიგების წყალობით ქალთა გუნდი დაიშალა.

 მამაკაცთა გუნდს კი ემატებოდა ახალი ძალები. ზემოხსენებულთა გარდა გუნდში შევიდენ: ვანო კვალიაშვილი, დავით გამყრელიძე, კ. კუხიანიძე, სოსო ფალავანდიშვილი, იოსებ ბაქრაძე, ალექსოპოლსკი, მოლჩანოვი, ედ.

ყარაშვილი, მ. ნათაძე და ახვლედიანი.

 თუ რამდენად ფაქიზად ეპყრობოდენ თავიანთ საქმეს გუნდის მონაწილენი, ნათლად სჩანს ქვემოდმოყვანილი ხელშეკრულების ტექსტიდან. მომყავს ნაწყვეტი:

 ქართული გუნდის პირობა *).

 საქმის სიმტკიცისა და უჯერმაჯერო უკმაყოფი-

 ლების თავიდან აცილებისათვის გუნდმა დასდო ურ-

 თიერთ შორის ესე პირობითი წერილი:

 1889 ენკენისთვის 4-ს, ჩვენ ქვემორე ხელის

 მომწერთ გადავსწყვიტეთ, საერთო ძალღონით გა-

____________

 *) დაწერილია რუსულად და ეწოდება: „Условие Грузинского хора“. როგორც ეს, ისე სხვა ხელნაწერები, მასალები, აღნიაშვილის მიერ სპარსეთში გადაღებული სურათები და სხვ. მუნეუმს გადაეცა. ავტ.

 ვუძღვეთ აღნიაშვილის ქართულ გუნდს შემდეგ დე-

 ბულებათა საფუძვლებზე:

 1) გუნდმა უნდა იარსებოს აღნიაშვილის ფირ-

 მით როგორც დაარსებიდანვე იყო;

 2) ამ ვალდებულებებზე ხელის მომწერთა გარდა

 გუნდში ბავშვებიც უნდა მონაწილეობდენ, ე. ი.

 გუნდს საბავშო ხმებიც უნდა ჰქონდეს;

 3) ყოველი ჩვენგანი მოვალეა, კვირაში ორი სა-

 ათი შესწიროს ამ საქმეს საკონცერტო კვირეულის

 გარდა, როცა რეპეტიციებისათვის საჭირო დრო

 შეიძლება უმაღლესად გაიზარდოს;

 4) ყველა რეპეტიციას თვითეული ჩვენგანი გა-

 მოუკლებლივ უნდა დაესწროს ხოლმე;

 5) ყ ვ ე ლ ა ჩ ვ ე ნ გ ა ნ ი ვ მ უ შ ა ო ბ თ ს ა ქ მ ი ს

 ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ა თ ვ ი ს , პ რ ი ნ ც ი პ ი ს თ ვ ი ს , და

 ა მ ი ს ა თ ვ ი ს აღნიაშვილისაგან ა რ ა ვ ი თ ა რ ნ ი ვ -

 თ ი ე რ ჯ ი ლ დ ო ს ა რ მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ ;

 6) გუნდში ვისიმე მიღება ანუ დათხოვნა. გუნდის

 საქმეა;

 7) გუნდის ახალი წევრი ამ დებულებას უნდა დაე-

 მორჩილოს.

 8) გუნდი ნიშნავს სამეცადინო დღესა და საათს;

 9) ყველა ჩვენგანი ერთნაირად ზრუნავს რეპერ-

 ტუარის გასამდიდრებლად, ხოლო თუ გუნდი ახალ

 კილოებს ვერ მოიძიებს, ა ღ ნ ი ა შ ვ ი ლ ი მ ო ვ ა -

 ლ ე ა ს ი მ ღ ე რ ა - გ ა ლ ო ბ ი ს მ ც ო დ ნ ე ნ ი გ ა მ ო -

 ი წ ვ ი ო ს ა ნ უ ს ხ ვ ა რ ა ი მ ე გ ზ ი თ მ ო ი ძ ი ო ს

 გუნდისათვის საჭირო ახალი კილო-სიმ-

 ღ ე რ ე ბ ი , ამასთანავე ყველა ეს ახალი და ძველი

 სიმღერები ნ ო ტ ე ბ ზ ე უ ნ დ ა ი ქ მ ნ ე ს გ ა დ ა ღ ე -

 ბ უ ლი ;

 10) გუნდის რეპერტუარში, აგრეთვე საკონცერ-

 ტო ნომრებში შეტანილი უნდა იქნეს ყველა ქარ-

 თული კილო – იმერული, ქართლური ანუ საქართ-

 ველოს სხვა მხრის, კუთხობრიობის განურჩევლად,

 საჭიროა აგრეთვე ევროპიული სიმღერები;

 11) აღნიაშვილის მოვალეობაა გუნდს ტანისა-

 მოსი უშოვოს ხოლმე საკონცერტოთ და საერთოდ

 ნივთიერი საშუალებანი აღმოუჩინოს;

 12) საკონცერტო დღეს აღნიაშვილი ნიშნავს. ამ

 დღისათვის დამხმარედ ეძლევა გუნდიდან ორი მო-

 წინავე;

 13) ყოველ წვრიმალ ხარჯებს აღნიაშვილი თა-

 ვის შეხედულებისამებრ ეწევა, სხვილს – გუნდის და-

 კითხვით;

 14) შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი ხ მ ა რ დ ე ბ ა გ უ ნ დ ი ს ს ა -

 ზ ო გ ა დ ო ს ა ჭ ი რ ო ე ბ ა ს , შ ე ნ ა ხ უ ლ ი უ ნ დ ა ი ქ -

 ნ ე ს ს ხ ვ ა წ ა მ ო წ ყ ე ბ ა თ ა თ ვ ი ს ანუ ამხანაგთა

 შორის იყოფა. ყოველივე ეს გუნდის შეხედულებისა-

 გან არის დამოკიდებული;

 15) გუნდის ლოტბარად მოწვეულია ალ. ივ. ბე-

 რიძე, რომელიც გუნდს ემსახურება სრულიად უფა-

 სოდ (როგორც გუნდის სხვა წევრნი), რომელსაც

 ყველა ჩვენგანი ვემორჩილებით რეპეტიციების და

 კონცერტის დროს;

 16) თვითეული ჩვენგანი მოვალეა წმინდათ აღა-

 სრულოს ამა პირობის ყოველი მუხლი;

 17) ამ დებულების ვადა გრძელდება მხოლოდ

 ერთ სამოსწავლო წლამდე (1889 წ. ენკენისთვის

 4-დან 1890 წ. ივნისის 10-დე), მაგრამ საერთო

 სურვილით შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს;

 18) ამა ხელშეკრულების ერთი პირი გუნდს აქვს,

 მეორე – აღნიაშვილს.

შენიშვნა: აღნიაშვილის თაოსნობითვე შექმნილ „ქ ა რ -

 თ უ ლ ი ო რ კ ე ს ტ რ ი ს “ უპირატესობა ამავე

 ამხანაგობას ეკუთვნის“. *)

 რა არის ეს «ქართული ორკესტრი»? – როგორც

ერთი ნაბეჭდი წყაროდან **) სჩანს, ლადო აღნიაშვილმა

1888 წ. დაარსა « ახალი ქ ა რ თ უ ლ ი ნ ა ც ი ო ნ ა ლ უ -

რ ი ო რ კ ე ს ტ რ ი » . ეს ორკესტრი, ამბობს ლ. აღნიაშვილი: „შემდგარია 13 სხვადასხვაგვარი ქართული დასაკრავებიდგან, რომლებსაც დაუკრავს 25 კაცი. დ ა ს ა კ რ ა ვ ი

ი ა რ ა ღ ე ბ ი უ კ ვ ე შ ე ძ ე ნ ი ლ ი ა , მასწავლებლები დაქირავებული და რეპეტიციებიც დაწყებულია“-ო.

 ეს სასახელო საქმე ვერ განხორციელდა უფულობის

გამო. ლადოს კი რამდენად დიდი იდეალები ჰქონდა, იმდენად, შედარებით, ნაკლები ნივთიერი საშუალებანი.

 მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ლ. აღნიაშვილის გუნდმა ისეთი სახელი მოიპოვა, რომ გადასწყვიტა,

________________

 *) ხელს აწერენ: ერ. პარკაძე, ა. ბასილაშვილი, ლ. ცისკარაშვილი, ფალავანდიშვილი, კ. ჭანტურაია, ა. გოცირიძე, ი. კვალიაშვილი, პლ. წვიმაძე, ილ. სუხიშვილი, გ. წიკლაური, კ. მაღრაძე, კ. რჩეულოვი, კ. დვალი, ვ. გაგუნაშვილი, ალ. ბერიძე, ვლ. აღნიაშვილი,

კ. კუხიანიძე, თავ. კ. ბებუთოვი, ს. აღნიაშვილი, დ. ეპიტოვი, კაპანაძე, თავ. ვ. ბაგრატიონ-დავიდოვი, რ. ჩიკვაიძე, ა. ცალქალამანიძე,

ი. მარკოზოვი, ვ. მათურელი, ი. ჯავროვი, გ. პეტრიევი, ეს. ფეიქრიშვილი: – გუნდის წევრები იყვნენ აგრეთვე: მიხ. მაჩაბელი, ნიკ. კახი-

შვილი, ლ. კობახიძე, ლ. წერეთელი, ექ. ბურჯანაძე, მიხ. ნატრაძე, ლ.

ბეჟანოვი, დ. ქურხული, ალ. ჯალიაშვილი.

 **) „ტარიელი“, ტფ. 1888 წ. წინასიტყვაობა – „მკითხველებისადმი“.

რუსეთი და ევროპა შემოევლო. *) ამ მიზნის განხორციელებისათვის საჭირო იყო ნივთიერი შეძლება, რაიც გუნდს

არ მოეპოვებოდა. ლადო აღნიაშვილმა დახმარებისათვის

საზოგადოებას შემდეგი საგანგებო მოწოდებით მიმართა:

 « შ ე მ წ ი რ ვ ე ლ თ ა დ მ ი * * )

 წელს ოთხი წელიწადი შესრულდა მას აქეთ, რაც

პირველი ქართველ მომღერალთ გუნდი დაარსდა

საქართველოში. ამ ოთხი წლის განმავლობაში მან

გამართა 12 კონცერტი, რომელთაგან ხუთი გაიმართა ტფილისს, ოთხი ქუთაისს, ორი გორს და

ერთიც ბათუმს. ამ თორმეტ კონცერტზე მან იმღერა 130 სხვადასხვაგვარი სიმღერა საკუთარი თავისის მეცადინეობით შეძენილი, რომელთა შორის 98

სულ ქართული ხმებია და გარდა ათი სიმღერისა

სულ ნოტებზე გადაღებული და დასაბეჭდათ დამზადებულია. სიმღერები მოკრებილია საქართველოს

ყოველი კუთხიდან: ქართლ-კახეთიდგან, აფხაზეთიდგან, რაჭიდგან და მთიულეთიდგან. ეს ჩვენ

მიერ შეკრებილი სიმღერები, რასაკვირველია, არც

მეოცედ ნაწილს შეადგენს იმ ქართული სიმღერი

სას...

 ამ კონცერტების წყალობით ქართულმა სიმღერამ

მაგრად მოიდგა ფეხი ჩვენ საზოგადოებაში...“

__________________

 *) გუნდი რუსეთსა და უცხოეთში სამოგზაუროდ დიდის ამბით ემზადებოდა. ამ საგნის შესახებ პატ. პეტ. მირიანაშვილმა

გვიამბო: პარიზიდან რომ დავბრუნდი, ამ დროს ლადო აღნიაშვილის

გუნდი შემდგარი იყო და უცხოეთში აპირებდა გამგზავრებას. აღნიაშვილმა მიმიწვია ფრანგული ენის მასწავლებლად... ავტ.

 **) ცალკე დაბეჭდილი შემდეგის სათაურით: „ხელმოსაწერი

ფურცელი სია. № . . . . . აღნიაშვილის ქართველ მომღერალთა

გუნდის სასარგებლოდ 1889 წ. მარტს“.

 შემდეგ მოწოდებაში ნათქვამია, რომ გუნდმა დაისახა

მეტად საპასუხისმგებლო და დიდი ამოცანა: რუსეთსა და

ევროპაში მოგზაურობა ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით – გუნდს არა აქვს საამისო მატერიალური

შესაძლებლობა. ამიტომ მოწოდებაში სთხოვენ ამ საქმის

წარმატებით დაინტერესებულ პირთ: მოგვიწერეთ ხელი.

 „წარმოდგენილ სიაზე, რომლითაც ეგევე შეწი-

 რულება დაუბრუნდებათ ნახევარი წლის შემდეგ ანუ

 თვით შემწირველთავე და ანუ მათის სურვილისამებრ

 გადაეცემის ქართველთა შორის რომელიმე საქველ-

 მოქმედო დაწესებულებას. აღნიაშვილი“.

 ლადო აღნიაშვილის მოწოდების ეს ხმები განიბნა

უშედეგოდ, – იგი დარჩა ხმად მღაღადებელისა»...

 საზოგადოებრივი აზრი და თვითმოქმედება იმდენად მოდუნებული იყო, რომ გუნდის მოწოდებამ მიზანს

ვერ მიაღწია. ამ გარემოებას ისიც უნდა დავუმატოთ,

რომ ქართული გუნდის მესვეურობა სხვებსაც მოსწყურდათ ანგარებით ანუ სხვა ანგარიშით, – თავთავისი გუნდები შეადგინეს, მით უფრო, – გზა უკვე გაკვალული იყო.

ლადო აღნიაშვილმა გული მაინც არ გაიტეხა: მან თავისი მთავარი მიზანი შეასრულა – ხალხური სიმღერების

აღდგენა-დამუშავების საქმეს მტკიცე საძირკველი ჩაუყარა.

 მისი წყალობით ჩვენს ხალხში თითქმის ორასამდე

სიმღერა აღსდგა. ძველი სასიმღერო კილოები მხოლოდ

საქართველოს მიყრუებულ სოფლებში იყო დაცული მოხუც მომღერალთა ხსოვნაში, რომელთა წყალობით, როგორც უკვე ზემორე ვსთქვით, ლადომ ნოტებზე გადააღებინა, გაავრცელა.

თეატრი

 ლადო აღნიაშვილი თეატრის საქმეში უშუალოდ არ

ერეოდა; თუმცა „ივერია“-მ მისი გუნდის პირველი კონცერტის გამართვის შემდეგ სთქვა: კარგი იქნება ქართული

გუნდი და დრამა ერთი მეორეს დაუკავშირდესო, მაგრამ

ეს ასე არ მოხდა: ეს ორი დიდი კულტურული საქმიანობა ცალ-ცალკე სწარმოებდა. მიუხედავად ამისა, ლადომ

მაინც სცადა თეატრში ახალი ელფერის შეტანა. ეს იყო

ქართული ფეერია, ეგრედწოდებული სანახაობის თეატრის

მინაგვარი, რომელსაც მეტადრე დადგმის მხრივ დიდი

ყურადღება მიექცა მხოლოდ დღეს, მეოცე საუკუნის პირ-

ველ მეოთხედში, ლადოს მიერ დაწყებულ საქმიდან 30 წ.

შემდეგ.

 ლადომ დასწერა ორი ქართული ფეერია, ქართულ

თქმულება-ზღაპრებსა და სპარსულიდან გადმოქართულებულ ამბებზე აგებული: „ყარამანი“ და „ტარიელი“, 3 მოქ.

და 8 სურ. ეს უკანასკნელი ლადომ ცალკე წიგნაკად გამოსცა (1888), რომლის წინასიტყვაობაში (მკითხველისადმი) სწერს:

 „რადგან ეს ახალი ფეერია რამდენიმე სრულიად

 სხვადასხვა ზღაპრების სხვადასხვა ამონაგლეჯი ადგი-

 ლებიდგან არის შემდგარი; რადგან ყოველივე ამისი

 სურათი სწარმოებს სრულიად სხვადასხვა ადგილსა;

 რადგან ბევრი მონაწილე ხალხია საჭირო ამის დად-

 გმაში; რადგან ბევრგვარი გარდაქმნა და გარდაქ-

 ცევაა საჭირო ამ ფეერიაში და რადგან ყოველივე

 ეს, ცოტად თუ ბევრად, უფრო ძნელ გასაგებადა

 ჰხდის თვით ფეერიას, ამისათვის ჩვენ განვიზრახეთ

 პროგრამის მაგიერ ამ შემოკლებელი შინაარსის

 დაბეჭდვინება, რომ მით უფრო ადვილი ყოფილიყო

 მისი თავიდან ბოლომდის თვალყურის გადევნება.

 იმედი გვაქვს, ჩვენი მარად პატივცემული საზოგა-

 დოება, რომელიც ყოველივე ჩვენ მიერ დაწყობილ

 საქმეს მხურვალედ ეჭიდება, არც ეხლა, ამ ჯერად

 დაგვტოვებს უყურადღებოდ, მით უმეტეს რო ეს

 წარმოდგენა საქველმოქმედოდ არის დანიშნული:

 სრული მისი ნაღდი შემოსავალი გადადებულია ჩვენ

 მიერ ახლად დაარსებული ნაციონალური ორკესტრის

 სასარგებლოდ“ და სხ.

 ეს ფეერია პირველად დაიდგა 1888 წ. დეკემბრის

20-ს ალ. ბერიძისა და სხვა ახალგაზრდობის დახმარებით,

მაგრამ ამ საღამოს ისეთი ყინვები იყო, რომ წარმოდგენას თითქმის არავინ დასწრებია და ამითი კიდევ უფრო

დავალიანდა გუნდი. როგორც უკვე ვსთქვით, ასევე უშედეგოდ ჩაიარა პირველი ფეერია „ყარამანი“-ს სამჯერ

დადგმამ.

 ამ დასაწყისმაც ფრთა ვერ გაშალა, მით უმეტეს,

რომ ამ საქმეში დახმარების მაგიერ, ლ. აღნიაშვილს უფრო

ხელს უშლიდნენ: თითქო მასში მოქიშპესა ხედავდენ.

ფილოლოგია 

 მთელ მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე ქართული

ენა ოფიციალურ და არაოფიციალურ საშუალებებით იდევნებოდა, – იგი შეფარებული იყო თეატრსა და მშრომელ

მასებში.

 ლადო აღნიაშვილმა დიდი ყურადღება მიაქცია

ქართული ენის მეცნიერულად შესწავლას, რაიც გამოიხატა

მის მიერ შედგენილ „უბის ლექსიკონი“-თ.*) ეს მხოლოდ

______________

 *)1887 წ. ტფ., შეიცავს 47 გვ. დაბეჭდილია ფერად

ნარევ სქელ ქაღალდზე.

შესავალი იყო მისი დიდი სალექსიკონო მუშაობისა. აი,

რას გვეუბნება ავტორი „უბის ლექსიკონის“-ს წინასიტყვაობაში;

 „შიგ ჭრელად ლაპარაკი რა საკადრისია: დაი-

 წყობ რუსულად, ქართულზე გადახვალ, ქართულად

 დაიწყობ, რუსულზე გადაუხვევ. ხუთი წამი არ შე-

 გიძლიან კაცს ლაპარაკში შერჩე და სულ წმინდა

 ქართული ილაპარაკო. ამისი წყალობით დღეს ჩვენი

 ენა გადაკეთდა...

 „აჰა, აი „უბის ლექსიკონი“, რომელიც მხოლოდ

 ამ განზრახვით არის შედგენილი. ეს ნამცეცა ლექ-

 სიკონი, რასაკვირველია, იმოდენა მასალას ვერ

 აღმოგიჩენს, რომ ყოველსავე ამგვარ შემთხვევაში

 დაგეხმაროს“...

 „უბის ლექსიკონში“ შეტანილია უფრო მომე-

 ტებულად ისეთი სიტყვები, რომლებიც შეწყნარე-

 ბულია ჩვენის მწერლობისაგან და ანუ უკვე ცნო-

 ბილია და მიღებული ჩვენის მოლექსიკონეთაგან,

 გარდა ორიოდე სიტყვისა.

 1886 წ. მარტის 14-სა დღესა“.

 დღევანდელის თვალსაზრისით, იქნება ვინმემ ამ პაწაწკინა ლექსიკონს შესაფერისი ყურადღება არ მიაქციოს,

მაგრამ იმ დროს მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

 ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და ჩვენს საზოგადოებაში დაიბადა დიდი ლექსიკონის შედგენის აზრი.

ამ საგანზე, სხვათა შორის, რაფ. ერისთავმა ერთის თუ

ორის წლის შემდეგ გაზ. „ივერიაში“-ში დაბეჭდა წერილი, რომლითაც დასახა გეგმა, თუ როგორის წესით უნდა

შეიკრიბოს სიტყვები, რა წესით შესდგეს სრული ლექ-

სიკონი *).

_________________

 *) იხ. მისი წერილი: „აზრი სრულის რუსულ-ქართულის ლექსიკონის შედგენის თაობაზე“ (ივ. 1888 წ. № 144).

 რამდენიმე დღის შემდეგ იმავე გაზი „ივერია"-ში'

აი სი (ალ. ივ. სარაჯიშვილი) მეთაურ წერილში, გამოეხმაურა-რა რაფი ერისთავის წერილს, სწერდა:

 „ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, ის სასიამოვნო

 ამბავიც, რომ ზოგიერთებს განუზრახავთ ქართულის

 ენის სხვადასხვა შტოების ლექსიკონების შედგენა.

 ამას წინად ჩვენს გაზეთში მოხსენებული იყო, რომ

 ბ-ნს თავისუფალ სვანს, სვანურის ზედმიწევნით

 მცოდნეს, შეუდგენია ქართულ-სვანური ლექსიკო-

 ნიო დღევანდელის ნომრიდან მკითხველი შეიტყობს,

 რომ ბ-ნს მოსე ჯანაშვილს ინგილოური ლექსიკონი

 შეუდგენია... სასურველია, რომ ნაბიჯი თავისუფალის

 სვანისა და მ. ჯანაშვილისა პირველ ნაბიჯად არ

 დარჩეს და სხვებმაც მიჰბაძონ იმათს მაგალითს და

 შეისწავლონ დანარჩენი შტოები ქართულის ენისა“*).

 ლადო ამ გარემოებამ კიდევ უფრო გააფხიანა. მისი

სალექსიკონო მუშაობა მარტო პატარა „უბის ლექსიკონი“-თ არ განსაზღვრულა. ეს მხოლოდ შესავალი იყო მისი

საენათმეცნიერო მუშაობისა. სხვა საქმეთა შორის ამ საგანზეც შეუჩერებლივ მუშაობდა, როგორც შემდეგში გამოირკვა: მასალებს აგროვებდა უფრო დიდი და სრული

ლექსიკონის გამოსაცემად. პ. მირიანაშვილის საპასუხოდ

დაბეჭდილ წერილში ლადო ამბობდა:**).

 „მე ვადგენ უბის ლექსიკონს და ამას მოვუნდი

 სრული ოთხი თვე... ამ საქმისათვის დამჭირდა, რა-

______________

 *) იხ. „ივერია“ 1888 წ. № 152, – მეთაური. – ამავე ნომერშია

(„ახ. ამბები“) ცნობა, რომ მ. ჯანაშვილს შეუდგენია მოკლე ინგილოური ლექსიკონი.

 **) „ივერია“ 1900 წ. № 91 – „პასუხად ბ-ნ პეტრე მირიანაშვილს ხალხური სიტყვების შეკრებაზე“.

 საკვირველია, აწ არსებული ლექსიკონების

 ჩხრეკა-ძიება თავიდან ბოლომდე... დღეს იქნება ჩემ-

 სავით არავინ იცოდეს მათი ავი და კარგი, მათი

 ღირსება და ნაკლულოვანება“-ო.

 ლადოს ასეთი განცხადება იმ დროს ზოგიერთებს

სასაცილოდ მოეჩვენათ; ლადომ მაინც დაიწყო დიდი

ლექსიკონის შედგენა და ერთი ფორმა დაბეჭდა კიდეც

(გრ. ჩარკვიანის სტამბაში). ლადო დღე და ღამ შეუჩერებლივ მუშაობდა, მრავალ წიგნებითა და გამოცემებით

გართული, რომ დაწყებული საქმე წარმატებით დაეგვირგვინებინა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა...

გამომცემლობა

 80-90-იან წლების მიწურულს ჩვენში საგამომცემლო საქმეს თითო-ოროლა კერძო პირი აწარმოებდა, უმთავრესად ზ. ჭიჭინაძე და გრ. ჩარკვიანი, ბოლოს „ქ.

შ. წ. კ. მ. ს.“.

 ეს ის დრო იყო, როცა ქართულ წიგნს ჯერ კიდევ

ბაზარი არ ჰქონდა მოპოვებული, საგამომცემლო საქმეში

ერთი გარკვეული ხაზი, გარკვეული გეგმა არ არსებობდა:

ბეჭდავდენ რაც მოხვდებოდათ და როგორც შეეძლოთ.

 ზაქ. ჭიჭინაძემ და გრ. ჩარკვიანმა დიდი ჭაპანწყვეტით თითქმის 15-20 წელიწადი (90-იან წლებამდე)

აწარმოეს წიგნების საგამომცემლო საქმე. ამ დროს დაიბადა აზრი „ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხ.-ბის“

დაარსებისა, რომლის ერთი მესვეურთაგანი ლადო აღნიაშვილიც იყო.

 საჭიროა აქვე მოვიხსენიოთ, რომ ვიდრე ლადო,

სხვებთან ერთად, ამ საქმეს ჩაუდგებოდა სათავეში, ის

უახლოეს მონაწილეობას იღებდა საყმაწვილო ჟურნალ

„ნობათი“-ს (1883-84 წ.წ.?) გამომცემლობაში: იგი იყო

სარედაქციო კოლეგიის წევრი სამსონ ინასარიძესა და

ალ. მირიანაშვილთან ერთად, – ოფიციალ რედაქტორად

ირიცხებოდა ანდრია სოლ. ღულაძე, რომელსაც უფრო

ენდობოდა მთავრობა. ჟურნალი წრის თაოსნობით გამოდიოდა, ზემოხსენებულ პირთა გარდა ამ წრის წევრები

იყვნენ: ალ. გიორ. ჯაბადარი და ვასილ ილ. რცხილაძე*).

 „ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხ-ბა“-ს საძირკველი ჩაეყარა 1887 წ. მისი პირველი დამაარსებელნი

იყვნენ (ანბანთა რიგზე): ვლად. აღნიაშვილი, დავით გაგლოევი, ნ. ზედგინიძე, სამ. ინასარიძე, რ. ფანცხავა (ხომლელი), გრ. ჩარკვიანი და ალ. ჯაბადარი (თავმჯდომარე

გამგეობისა). თვითეული მათგანი ცალკე იყო პასუხის-

მგებელი ყველა გადასახადისა და ფულიც ყველას თანასწორად უნდა გადაეხადნა. პაი ღირდა 50 მან. ამხანაგობის გასაფართოებლად, ე. ი. წევრების მისაზიდავად საჭირო იყო, რომ ყველა წევრს არ დაკისრებოდა პასუხისმგებლობა, ასეთ წესს ყველა გაურბოდა: ფული დაგედებათ და ჩვენ გვაზღვევინებთო. ამიტომ, საქმის გაფართოებისათვის, გადასწყვიტეს ამხანაგობის ნდობაზე დაყრდნობა და 1894 წლ. მაისის 31 შესდგა „ქართველთა

გამომცემელი ამხანაგობა, ალექსანდრე გიორგის-ძე ჯაბადარი და ამხ.“, რომლის ყოველგვარი პასუხისმგებლობა

დაეკისრა მხოლოდ ფირმის წარმომადგენელ – თავმჯდომარეს ალ. გიორ. ჯაბადარს, პაი იგივე (50 მ.) დარჩა.

______________

 *) ამავე ხანებში სომხებმაც გამოსცეს ასეთივე ჟურნალი „აღბიურ* (წყარო). ორივე გამოცემას სარჩულად ედვა საერთო მიზანი

– ქართველ-სომეხთა ურთიერთობის განმტკიცება, მაგრამ ეს აზრი

ჩაიფუშა.

ამხანაგობის მიზანი იყო წიგნაკების, წიგნაკების, ჟურნალგაზეთების და სხვ. გამოცემა განსაკუთრებით ქართულ ენაზე. ამ საამხანაგო ხელშეკრულების ძალით:

 § 4. „ყოველი წევრი ამხანაგობისა პასუხისმგე-

 ბელია მხოლოდ თავის შეტანილი ფულით.

 § 6. ამხანაგთა საზოგადო ყრილობის ნება დარ-

 თვით პაი შეიძლება გარდაეცეს სხვას კანონიერის

 ზედწარწერით და დამტკიცებით. პაის მფლობელის

 გარდაცვალების შემდეგ ამხანაგად მიიღების კანო-

 ნიერად აღიარებული მემკვიდრე.

 § 22. შ ე ნ ი შ ვ ნ ა : ამხანაგობის წევრთ არა აქვთ

 უფლება მოითხოვონ შეტანილი თანხის დაბრუნება

 საქმეების სრულიად მოსპობამდის“.

 როგორც ზევით აღვნიშნეთ, ამხანაგობამ ქართული

მწიგნობრობის აღორძინებას დიდი სამსახური გაუწია,

საკმაოა მოვიხსენიოთ გაზ. „ცნობის ფურცელი“-ს სურათებიან დამატებითურთ (საქართველოში პირველი) და

ჟურ. „მოამბე“-ს გამოცემა.

 1917 იანვარში, სტამბა ა/კ. რკინისგზის სამმართველოს გადაეცა და „ქართ. წიგნების გამომცემელი

ამხ.“ საგამომცემლო საქმე დროებით შეჩერდა. *)

 ამხანაგობამ ტფილისში გახსნა პატარა წიგნის მაღაზია, რომლის გამგებლადაც პირველ ხანად გრ. ჩარ-

კვიანი იყო მოწვეული, მოაწყო საკუთარი სტამბა (ი.

მანსვეტოვისაგან შეძენილი) და მოკლე ხნის განმავლობაში

იმ დროისათვის არაჩვეულებრივი სახის გამომცემლობა

გააჩაღა: გამოცემის ტექნიკაში ნამდვილი რევოლუცია

მოახდინა, – ისე ლამაზად გამოცემული წიგნი (თუ მხედ-

_______________

 *) ცნობები ამხანაგობის საქმიანობის შესახებ გადმომცა ალ.

გიორ. ჯაბადარმა, რისთვისაც მადლობას ვუძღვნი. ავტ.

ველობაში არ მივიღებთ გ. ქართველიშვილის მიერ გამოცემულ დიდ „ვეფხის ტყაოსანს“), მანამდე იშვიათი იყო,

ამხანაგობამ გამოსცა, სხვათა შორის, იოსებ დავითაშვილის ლექსთა ტომი, ალი ყაზბეგის 4 ტომი, ილია ჭავჭავაძის ხუთი წიგნი, აკაკი წერეთელის ორი ტომი და

მრ. სხვ

ამხანაგობის ერთი სულისჩამდგმელთაგანი იყო ლადო აღნიაშვილი, რომელმაც პირადის მეცადინეობით

ამხანაგობას ხელში ჩაუგდო ალ. ყაზბეგისა და სხ. ჩვენ

გამოჩენილ მწერალთა ნაწერების გამოცემის უფლება,

მოუწყო გამომცემლობის საქმე და სხ. *)

_______________

 *) „ქართ. წიგ. გამ. ამხ.“ გამგე-თავმჯდომარე თავის მოგონებაში „ზოგი რამ ყაზბეგის შესახებ“ მოგვითხრობს: „ალექსანდრე

ყაზბეგთან დაიდო ხელშეკრულება. გამგეობის წევრს ლადო აღნია

შვილს მიენდო მიღება ყაზბეგისაგან ყველა მისი ნაწერებისა დამთავრებულისაც და დაუმთავრებელისაც.

 აღნიაშვილმა, ხელშეკრულების დადებისთანავე, გადმოიტანა

ამხანაგობის ბინაზე ყაზბეგის ნაწერები ერთი მოწითალოთ შეღებილი

ხის სკივრით“. („მნათობი“, 1928 წ. № 2, გვ. 249).

 კერძოდ თვითონ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საგამომცემლო საქმეში იმ ხანად უმაღლესი გემოვნება და

ხელოვნება გამოიჩინა.

 მაგრამ ლადო მარტო ნაწარმოებთა გამომცემლობით

არ დაკმაყოფილდა: იგი ამაზე ადრე გაიტაცა კიდევ

უფრო დიდმა საქმემ.

ზეპირსიტყვაობა

 ეს დიდი საქმე იყო ზეპირსიტყვაობის ანუ ხალხურ

სიტყვიერების შეკრება. ლადომ არა თუ იცოდა, არამედ

ალღოთიც ჰგრძნობდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს

ამა თუ იმ ხალხურ ზეპირშემოქმედებას. ლადომ ამ საქმესაც თავისებური ენერგიით მოჰკიდა ხელი და თვის

მიერ შეკრებილი „ხალხური ზღაპრები“, I წიგნი „ქართ.

წიგნების გამომცემელ ამხ.“ გამოაცემინა (1890 წ.). წიგნში მოთავსებულია 15 ზღაპარი, შეიცავს 142 გვ.

 აი, რას ვკითხულობთ ამ „ხალხური ზღაპრების

„წინასიტყვაობის მაგიერ“-ში:

 „ქართველთა ამხანაგობის“ გამგეობა შეუდგა

 ამითი ხალხურ ნაწარმოებთა ბეჭდვას. დაბეჭდავს

 იგი ჯერ უპირველესად ზღაპრებს და შემდეგ ლექ-

 სებს, ლეგენდებს, ანდაზებს, გამოცანებს, ლოცვებს,

 შელოცვებს, ცრუმორწმუნოებებს – სრულ ხალხურ

 ზეპირსიტყვაობას. გამოცემები იქნება ცალ-ცალკე,

 პატარ-პატარა წიგნებად, ხოლო ვრცელი წინასიტ-

 ყვაობა, შედარება ერთმანეთში სხვადასხვა ვარიან-

 ტებისა, შევსება თვითეული მათგანისა და ყოველ-

 გვარი შენიშვნები მიბეჭდილი იქნება ბოლოში

 ცალ-ცალკე, სათითაო განყოფილების დასასრულ“.

 როგორც აქედან სჩანს, ლადო აღნიაშვილს დიდი

მიზანი ჰქონდა დასახული, მაგრამ გარემოებამ ჩამოაშორა

„ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხ.“ და ასეთი გამოცემების გამოსვლაც შესწყდა, თუმცა, ამ პირველი წიგნითაც სათავე დაედო ხალხური შემოქმედების შეკრების

საქმეს. *)

 საჭიროა აქვე მოვიხსენიოთ, რომ ლადო ხალხურ

ზეპირსიტყვაობის შეკრებასთან ერთად, განსაკუთრებული

სიყვარულით ეპყრობოდა ხალხური, პოპულიარული კილოთი წერას, სწერდა „პატარ-პატარა ამბებს“ ანუ

იგავ-არაკებს, რომელთა ნაწილი დაუბეჭდავი დარჩა.

ეს „პატარ-პატარა ამბები“ მართლაც წვრილ-წვრი-

ლი იგავ-არაკებია, თვითეული სულ ხუთეულ-ათეულოცეულ სტრიქონისგან შემდგარი, მაგრამ ნამდვილი

არაკული, ხალხური სიბრძნით გასულიერებული და პოპულიარული ენით დაწერილი (ხელნაწერი შეიცავს 137 გვ.,

სულ 214 იგავ-არაკი). აი, მისი რამდენიმე ნიმუში (მისი

ნაწარმოებიდან შემთხვევით ამოღებული):

 ო რ ბ ი

 ორბი მაღლა ჰაერში დასრიალებდა. ერთბაშად

საიდგანღაც ისარი მოჰხვდა. გაუკვირდა: როგორ? მე აქ,

ამ სიმაღლეზედ ისარი საიდგან უნდა მომხვედროდაო!

გადაჰხედა მერე ისარს და შიგ თავისი ფრთა-კი დაინახა

გარჭობილი. დაღონდა დიდად და გულამოსკვნით სთქვა:

„ვაი, ჩემს თავს, ჩემგანვე იქმნა სიკვდილი ჩემიო?“ (ხელნაწ. გვ. 5).

________________

 *) შემდეგში თ. რაზიკაშვილმა გამოსცა ქართლ-კახეთში შეკრებილი ზღაპრების ორი ვრცელი კრებული, დრო-გამოშვებით ზოგი რამ ჟურნალ-გაზეთებშიც იბეჭდებოდა. ავტ.

 ბ ე ვ რ ი თ უ ც ო ტ ა

 ერთმა კაცმა ნალი იპოვნა-და, აბა რაღა მაკლიაო?

– სამი ნალი, აბჟანდუკი, ზედსაკუკი, საკბილები და თოხარიკიო. (ხელნაწ. გვ. 15).

 ე ქ ვ ს ი პ უ რ ი

 ერთმა უთხრა მეორეს:

 – რად გინდა, რომ დღეში უსათუოდ ექვს პურსა

ჰყიდულობო?

 იმან უპასუხა:

 – ორს მე ვჭამ, ორს სესხად ვაძლევ და ორითაც

ვალს ვისტუმრებო.

 – არ მესმის, გამაგებინე რამეო, უთხრა ისევ პირველმა.

 – ორ პურს მე და ჩემი ცოლი ვჭამთ, ორს ჩემი

შვილები და ორსაც ჩემი დედ-მამაო, აუხსნა მეორემ

(ხელნაწ. გვ. 29).

 მ კ უ რ ნ ა ლ ი

 მკურნალი ერთი რამდენიც სასაფლაოზედ გავიდოდა, თავ-პირზედ ჩადრს ჩამოიფარებდა. ხალხი ჰკითხავდა,

რა არის მაგის მიზეზიო? მკურნალი ყოველთვის ამ პასუხს

ეუბნებოდა:

 – მრცხვენიან ამ სასაფლაოს მიცვალებულებისა,

იქნება ჩემის წამლებით არიან დახოცილებიო. (ხელნაწ.

გვ. 71).

 ძაღლი და მგელი

 გარბის მგელი, მისდევს ძაღლი. „უჰ, რა ღონე მაქვს,

რა მარდი ფეხები“, თავმოწონებით მილაპარაკობდა თავისთვის ძაღლი, „ამ საწყალ მგელს-კი არა აქვს სრულობით ღონე და იმიტომ გარბის ესეო“. მოტრიალდა მგელი

უკან და უთხრა ძაღლსა: „შენი-კი არ მეშინიან, შე უგედურო, შენ რომ ფეხდაფეხ უკან მოგდევს შენი ბატონი,

მე იმისი მეშინიანო“ (ხელნ. 137 გვ.).

 ამ იგავ-არაკთა შორის მისი საკუთარი 6, ძველი

ხელთნაწერებიდან გამოკრებილი 35, ხალხში გაგონილი

41, რუსულიდან ნათარგმნი ან გადმოკეთებული – 21,

„სწავლულთა კიდობანიდან“ – 2, „ქამაონის“ ინდოეთის

ზღაპრებიდან – 6, სპარსულიდან – 40, ეზოპოსიდან – 60

და სხვა. ზოგისა მხოლოდ თემა აქვს აღებული, დაწერა კი

ვერ მოუსწრია.

 ამავე ხელნაწერში მოთავსებული აქვს „შენიშვნები

ქართული ენის მართლწერის შესახებ“ (სათანადო მაგალითების და სხვადასხვა ფორმის ნიმუშების აღნუსხვით,

64 მუხლისგან შემდგარი), „იდიოტიზმები ენისა“ (153 მაგალითი).

მგზავრობა სპარსეთში (1894-9 წ.)

 1894 წელს ლადო აღნიაშვილი წავიდა სპარსეთს,

ძველთაგანვე იქ გადასახლებულ ქართული სოფლების დასავლელად. ჩავიდა ფერეიდანში, მოიარა აქაური სოფლები

და მათი ყოფა-მდგომარეობა ასწერა („მოამბე“ 1896 წ.).

 ამავე წელს ცალკე გამოსცა წიგნი სათაურით

„სპარსეთი და იქაური ქართველები“ დამატებით: „ზოგიერთი რამ მსგავსება და ურთიერთ შორის დამოკიდებულება სპარსული და ქართული ენისა“ (309-328) და

ფერეიდანის ქართველთა სამოსახლო ადგილმდებარეობის რუკა სოფლების აღნიშვნით.

 წიგნი შეიცავს ექვს თავს და იგი საყურადღებოა არა

მხოლოდ იქ დასახლებულ ქართველთა ყოფა-ცხოვრების

შესწავლისათვის, არამედ, საერთოდ, მეცნიერებისათვისაც: ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნებისათვის და სხვ.

 წიგნის მეხუთე თავი „ფერეიდანი ანუ ქართველთა

მოსახლეობა სპარსეთში“ ქართველებს ეხება. აქ, სხვათა შორის, აღგვიწერს: მანძილსა და მდებარეობას, ქართველთა რიცხვს, საქმიანობას, სახესა და მოყვანილობას,

მეურნეობას, ქონებრივ მდგომარეობას, ადათებს, ქრისტიანულ ჩვეულებას (ძველიდან დარჩენილს), ენას, ზნეს

და სხ. და სხ. იგი ნათელჰყოფს, რომ ამ ქართველებს, 300

წლის გასვლის შემდეგაც – სპარსეთში შეუნარჩუნებიათ

ენა, ბევრი ისეთი სიტყვაც, რომელიც ჩვენში არც კი იხმარება, ადათ-ჩვეულებანი და ხასიათი.

 ამ წიგნში აგრედვე საუცხოოდ აღწერილია სპარსეთი: მისი წარსული და აწინდელი ყოველმხრივი მდგომარეობა, საკუთარის შენიშვნებით, ხალხის ვინაობა, მიწაწყლის რაობა, ყოფა-ცხოვრება, ზნე-ჩვეულება, ჩაცმადახურვა, მიწათმოქმედება, პოლიტიკურ- ეკონომიური

ვითარება, სარწმუნოებრივი მხარე, ცრუმორწმუნოება, ისტორიული ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, ნაგებობანი,

მთავარი ქალაქები და სხ. როგორც ცნობებით, ისევე

მხატვრული აღწერით, წიგნი მდიდარია.

 ეს წერილები თავის დროს საყოველთაო ყურადღების ღირსი შეიქმნა. არც დღესაა იგი მნიშვნელობა-დაკარგული მეცნიერულის თვალსაზრისით.

 ამრიგად, ის, რაც ბევრისთვის მოსაფიქრებლადაც

კი შეუძლებელი იყო, ლადომ საქმეთ აქცია, მიუხედავად

იმისა, რომ ამისათვის არც მატერიალურად იყო უზრუნველყოფილი და არც რაიმე დახმარება ჰქონდა საზოგადოებისაგან.

 აი, სხვათა შორის, ერთ კერძო წერილში რასა

სწერს თავის დისწულს სიკოს (სიმონ პეტრეს ძე აღნიაიშვილს) ისპაჰანიდან 22 აპრილს 1895 წ.

 წერილში მოუთხრობს რა, თუ სპარსეთში რა პირობებში უხდებოდა მოგზაურობა და მუშაობა, სხვათა

შორის, სწერს:

 ...„მინდოდა ერთი ნაწილი ჩემის მოგზაურობისა

 (ისპაჰანში ყოფნა) შენთვის მომეწერა, მაგრამ ქა-

 ღალდი გამომელია და მეორედ ვეღარ შევაწუხე

 ჩემი სახლის პატრონი. რა ქაღალდი, რა სხვა, ყვე-

 ლაფერი გამომელია, ასე წარმოიდგინე, რომ მოთ-

 მინებაც კი გამითავდა. ამისათვის ვამჯობინე მოგ-

 ზაურობა გადამედო და სხვადასხვა რამ მომეწერა".'.

 შემდეგ ეხება რა თავის ნივთიერ გაჭირვებას,

შეხვედრილ ხალხს (ახასიათებს), ურთიერთობას, ცხოვრების ვითარებას, – განაგრძობს:

 „ამ დღეებში მივდივარ ფერიას. იქ დავრჩები

 ერთ კვირამდე და მერე იქიდან პირდაპირ თეირანს

 წავალ, რომ იქიდგან ისევ რეშტზედ წამოვიდე. ამ

 მოგზაურობას მოუნდება ოც დღემდე და ვიდ-

 რე თქვენ ამ წერილს მიიღებდეთ, მე უკვე თე-

 ირანში ვიქმნები... ეხლა იმასა გთხოვთ, რომ თუ

 აქამომდე ფულს ვერას გახდით, ეხლა ნამეტნავ და-

 აშურეთ, თორემ თეირანში არ ვიცი, თუ როგორ

 უნდა ვიყო. ეს კაცი, ძალიან კაი კაცია, ვისთანაც

 ეხლა მე ვარ და თეირანში ესეც სტუმრად იქმნება

 და მე ხომ სტუმრის სტუმარი ვერ გავხდები. ვის

 მივადგე კარზედ. ესეც, რასაკვირველია, მავალებს

 იმ ხარჯს, რაც გზაში გვექმნება, ხოლო რაც შეეხე-

 ბა ამასთან ცხოვრებას (ერთი თვე მეტია ამასთანა

 ვარ) ჯერ ამაზე ხმა არ ამოგვიღია. დიდის სიამოვ-

 ნებით ვიკისრებდი, რომ შეიძლებოდეს ესე ნისიად

 ცხოვრება თეირანშიაც, ვიდრე ფული მომივიდო-

 დეს, აბა როგორ შეიძლება, მე თითონ არ ვიცი.

 თუ მყავს ნაცნობები, უფრო მსხვილი ხალხია და

 აბა იმათ რა ვუთხრა“...

 ბევრის ტანჯვა-წამებითი მოგზაურობისა და გზაგზა კითხვა-კითხვის შემდეგ მიაღწია „აღთქმულ ქვეყანას“

– ფერეიდანს. აი, როგორ აღგვიწერს თვითონ ლადო

ქართველთა პირველ სოფელში შესვლას, ფერეიდანის

მდებარეობას და ხალხის ოდენობასა და შეხვედრას:

 ...გავიარე ერთი ვერსის ოდენა. გზაში ერთი დიდი ყანა

იყო. თავში ერთი გლეხი იდგა და ყანაში წყალს ურუებდა.

გზის პირიდან, ყანის მეორე თავში, საიდანაც ჩვენ მივდიო-

დით, ერთი ახალგაზრდა კოხტა ბიჭი მოვიდა და ძალიან მაღალის ხმით გასძახა იმ პირველს:

 „

1

) ბიჭო, ეიჰ! იადოლლა, იადოლლა!“ იმან დარუვებას

თავი დაანება და ხელი მაღლა აიშვირა, ვითომ მესმის, რა

გინდაო. – „რა უყავ ბიჭო ი ჩვენი ვირიო?“ ჰკითხა ისევ პირველმა. – „შენ რაით გინდა? შინ არი.“ – „როგორ არ მინდა,

პური უნდა წავიღო წისქვილში“. – „ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე“-ო.

 „მე ამ მინდორში, ამ შიგ შუა სპარსეთის გულში ამისთანა ქართული ლაპარაკის გაგონებამ ერთბაშად რაღაც თავბრუ დამხვია; შევაყეწე ცხენი და ისე გაშტერებული ვიდექ,

მე თვითონ არ ვიცოდი, რასა ვფიქრობდი იმ დროს. დარწმუნებული ვიყავ წინადვე, რომ ამათ ქართული ლაპარაკი უნდა

_________________

 1) სადაც სიტყვებს ბრჭყალები უსხედს. ის ნამდვილი იქაური

ლაპარაკია, სიტყვა-სიტყვად მოყვანილი და სადაც უბრჭყალებოდ

არის, იქ მხოლოდ აზრია გადმოღებული ჩვენი სიტყვებით (შენიშვ.

ლადო აღნიაშვილისა, „სპ და იქ. ქართ.“ 1896 წ. გვ. 180).

სცოდნოდათ, რადგან ბევრნი მიდიოდ-მოდიოდნენ ჩემთან ისპაჰანში, მაგრამ სრულებით ვერ წარმოვიდგენდი, თუ ესე მინდორ-ტყეში, მთებსა და სოფლებში წმინდა ჩვენებური, გლეხური კილოთი ლაპარაკს გავიგონებდი. დიდი ხანი აღარ დავაცადე მე იმათ ლაპარაკი და დავუძახე გზის პირში მდგომ

ბიჭს: „ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ-მეთქი“ იმან მოიხედა და კაი ხანი მიცქეროდა გაკვირვებული, მერე მითხრა:

„ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად

იციო? – მეც გურჯი ვარ. გურჯისტანიდან*) მოველ თქვენს

სანახავად-მეთქი. – „იიი, გურჯი-კი არა“ – ჰო, მართლა გეუბნები. – „მაშ გურჯი ხარ! – მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა. დამიწყო რაღაც-რაღაცა ლაპარაკი და მერე ჩუმ-ჩუმად თავის

ამხანაგს ხელი დაუქნია. გაიდო იმანაც ბარი მხარზედ და

გამოიქცა ჩვენსკენ. მე ნელ-ნელა მიმყავდა ცხენი, ამას უზანგზედ ევლო ხელი და ლაპარაკით მოგვდევდა. როცა მეორეც

მოგვიახლოვდა. პირველმა უთხრა: „იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი“ – „იი, გურჯი კი არა?!“ თქვა იმანაც და,

როცა მე ქართულად დაველაპარაკე, გაუხარდა, მოვიდა ესეც

ახლო, ჩაჰკიდა ხელი ცხენს ფაფარში და აგვედევნა. მე ვკითხავდი: შენ რომელ სოფლიდან ხარ, შენ რომლიდან? შორს

არი ეგ სოფელი? ბევრნი ხართ იმ სოფელში თუ ცოტა-მეთქი?

ისინიც სულ კბილების ღრეჭით და სიცილით მაძლევდნენ

პასუხს. ამ დროს მოდიოდა გზად ახლა სხვა კაცი. დაინახეს

იმათ, იცნეს და უთხრეს: „ბიჭო, ეს ჩვენი ძველიაო“ და ახლა

ის აგვედევნა. ამათ მოემატათ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ასე

რომ ნახევარი გზა ტაშკესანამდე, ათი თორმეტი კაცი მყავდა

გზაში აკიდებული: ზოგს ცხენის ჯილაბში ჰქონდა ხელი ჩავლებული, ზოგს უზანგში, ზოგს ძუაში და ესე ყიჟინითა და

ხარხარით მიმაცილებდნენ. ბოლოს თითო-თითოდ ჩამომრჩნენ

უკან და მარტო შეველ სოფელ ტაშკესანაში...

 ...ამ ლაპარაკის შემდეგ შიგ სოფელში დგომა აღარ მოვინდომე. გამოველ იქვე, განაპირას და ვუთხარი ბიჭს, აქ

გამიმართე ლოგინი, აქ დავბინავდეთ... ამ შეცილებაში

რომ ვიყავით, შევხედო თავს წამომდგომია ერთი კაცი

_________________

 *) გურჯი - ქართველი, გურჯისტანი – საქართველო.

და ერთი დედაკაცი, გაუგიათ ჩვენი ლაპარაკი და ჩამოერივნენ. – როგორ იქმნება აქ დგომა, განა სოფელი გაწყვეტილაო... მითხრეს იმათ ორივემ ერთად და ჩამკიდა დე.

დაკაცმა ხელი კალთაში, – თუ სახლი არ მაქვს შესაფერი, ეზო

კარგი მაქვს, იქ დაბანაკდიო... არ მომეშვნენ და წამიყვანეს...

 მუშაობიდან მოდენილიყვნენ. ქალს ორი სათიბელი ჰქონდა

მხარზედ გადებული და კაცს პატა კონა მწვანე ბალახი და

კიდევ რაღაც-რაღაცები...

 მიმიყვანეს სახლში. ცოლი იმ წამს ჯარასავით დატრიალდა. მორწყო, დაგავა, დაასუფთავა ეზო და გამიშალა საფენი... წამოვწექ. მომისხდენ აქეთ-იქიდან ცოლი და ქმარი და

დამიწყეს ლაპარაკი... ხუთი წამის შემდეგ სულ გაიჭედა ხალხით ეზო, გზები და ბანები...

 ვინც მოდიოდა, მეტყოდა: „აქ რად დაჰგდებულხარ“ ვითომ აქ რად ჩამომხდარხარო? ყველას უნდოდა თავის სახლში

წავეყვანე, – აქ როგორ შეიძლება, ცისქვეშ როგორ დაგტოვებთ! „ადე, წამო ჩემ სახლჩიო“, ყველა ამას მეუბნებოდა...

ამისთანა მიპატიჟებამ თავმოყვარეობა აღუძრა იმ ცოლქმარს,

რომელთაც პირველად სოფელში შემომიპატიჟეს და ყველას

ეუბნებოდენ: არავისაც არ დაგანებებთ, კაი საკადრისი სახლი არა გვაქვს, მაგრამ რაცა გვაქვს, ისე დავხვდებითო.

 მართლაც დიასახლისი შეუდგა ოთახის მომზადებას და

ამათ კი ყურები დამაძრეს ლაპარაკით. მე რომ მეკითხნა

რამე, რიგიანად პასუხს არც კი მაძლევდნენ, სულ უნდოდათ მე

მელაპარაკნა და მეამბო მათთვის აქაური ჩვენი ქართველების

საქმეები... ერთმა ახალ მოსულმა მოჰკრა ყური ჩემს ქართულს, მიუბრუნდა ხალხს: – „ეგ ვინ არი, ჩვენი ნაგლეჯიაო?“ –

და წასქდა ხალხს სიცილი. მეც სიცილი მომივიდა. დიაღ,

დიაღ! თქვენი ნაგლეჯი ვარ, მაგრამ შენ ვიღას ნაგლეჯი ხარ

მეთქი? „მე მარტყოფის ნაგლეჯი ვარო“, მიპასუხა და „რატომ მარტყოფში არ მოიტანე თაშრიფიო?“ (მობრძანდიო).

 ...მეორე დღეს დილით ადრე წავედი ზემო მარტყოფისაკენ...

 ...„ახორას რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი

დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი:

ერთმა სთქვა – ეს „საჰაბიაო“, მეორემ უთხრა – „არა, ეს ჩვენია, გურჯიაო“, – „არა, საჰაბიაო, ფარანგიაო“, „არა, ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაჰანში ზისო“. და როდესაც ის პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამოვლელს ეუბნებოდნენ: „ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანო!“

 „სანამ შიგ სოფელში შევიდოდი, აუარებელი ხალხი იყო

ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა: აჰვალი როგორა გაქვს? 1

), „სალამ! 2), „ჩაღი როგორა გაქვს? 2) მე ყველას თავს ვუკრავდი

და მადლობას მეუბნებოდი...“

 შემდეგ გადადის ადგილობრივ ქართველების ყოფაცხოვრების აღწერაზე და მრავალი საყურადღებო ცნობებიც მოჰყავს:

 ...„ყველა სოფელში ერთნაირად ვერ არის დაცული ენა...

ზოგიერთში ჩინებულად ლაპარაკობენ...

 „ხალხი მისდევს იმასვე, რასაც მათი მოძმენი, ჩვენი სოფლის გლეხობა, ესე იგი: ხვნას, ბაღების მოშენებას, და საქონლის მოვლას. ხელობა და ვაჭრობა ისევე იშვიათია იქ, როგორც ჩვენში...

 ხალხს ტიპი ქართველისა საკმარისად აქვს შენახული...

სახლებს აშენებენ ისე, როგორც ქართლში იციან... ძალიან

ხშირად შეხვდება აგრედვე კაცი უწინდელ ჩვენებურ დარბაზებს რამდენიმე სვეტით... მთელს ირანში, გარდა ამათი, არავინ აშენებს ასეთ სახლებს... ეხლა ბევრგან მიუყვიათ იმათის

წაბაძვით ხელი ისეთი სახლების შენებისათვის და სახელსაც

„გურჯი ფუშს“ (ქართულად დახურულს) ეძახიან.

 „აქვთ ამათ აგრედვე ქართული, ნამდვილი ჩვენებური ურემი...

 „დღემდე თავის ქალებს აქაური ქართველობა არ აძლევდა

სხვა ტომის ხალხს და არც თითონ მოჰყავდათ ცოლებად

სხვათა ქალები... ქართველებს წმინდათ შეუნახავთ თავისი

გვარები... შეჰრჩომიათ აგრეთვე ორი ჩვეულება, – მაგ. როდესაც ცომის ზელას მორჩებიან, ზედ ჯვარედინად დაჰკრავენ

ხელს, დღესასწაულობენ სულთმოფენობას (ყვავილების დღეს“.*)

__________________

 1) აჰვალი – გარემოება, მდგომარეობა; 2) სალამ – გამარჯობა;

 2) ჩაღი – გუნება.

 *) „სპ. და იქ. ქართვ.“, 1896 წ. გვ. 201-202, 219-221.

მადუსენა ყალაბეგაშვილი აღაჯან-ბეგ ხუციშვილი

დერვიშ მაჰმუდ

სპარსეთმა და იქაური ქართველების ყოფა-მდგომარეობის ადგილობრივ შესწავლა-გაცნობამ ლადო იმდენად

გაიტაცა, რომ იგი არავითარ გასაჭირს არ ერიდებოდა...

ამ იდეით შეპყრობილი, სპარსეთიდან მოწერილ ყოველ

კერძო წერილშიც უმთავრესად ამ საგანს დასტრიალებდა, მაგ. ალ. მირიანაშვილთან (1895 აპრ. 22 გამოგზავნილი 1

), სიკო აღნიაშვილთან (ნაწილი ამ წიგნაკში

იბეჭდება) და სხვ. სამწუხაროდ, ამ წერილების მცირე

ნაწილი თუა გადარჩენილი, დანარჩენი დაუდევრობით

დაიკარგა 2

).

 აქ მოგზაურობის დროს ლადომ ისე კარგად შეისწავლა სპარსული ენა, ლაპარაკი და წერა-კითხვა, რომ

შემდეგში იქაურ მეგობრებთან მიწერ-მოწერა ჰქონდა.

მის მიერ სპარსელ ქართველთა შორის გაბნეული თესლი

იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ ლადოს მოგზაურობის 10

წლის შემდეგ – 1906-1907 წლ. საქართველოს ეწვივნენ

სპარსელი ქართველები ხუციშვილი და ონიკაშვილი და

ჩვენგან კულტურული დახმარება ითხოვეს.

3

)

 ამავე მიზნით ჩამოვიდა სეიფოლა იოსელიანი,

(1922 - 23 წ.).

 სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ ლადომ საზოგადოებრივ პრაქტიკულ ასპარეზზე დაიწყო მოღვაწეობა

და მით გვიჩვენა, ხალხის საკეთილდღეოდ ჭეშმარიტი

______________

 1) „თეატრი და ცხოვ.“ 1914 წ. 30, 42, 43.

 2) ყველას ვსთხოვთ, თუ ვისმეს გადარჩენილი აქვს ლადო აღნიაშვილის (და ჩვენი მოღვაწე-მწერალთა) საზოგადოებრივ ხასიათის

კერძო წერილები, გამოგვიგზავნოს, ანუ საისტ.-საეთნ. მუზეუმს გადასცეს. ავტ.

 3) „განათლება“ 1908 წ., 5-6.

მოქალაქე-მოღვაწე, საჭიროების დროს, როგორ ყოველმხრივ უნდა მუშაობდეს.

 რა იყოს ეს პრაქტიკული ასპარეზი?

ყოლა მრეზ ხუციშვილი და ყოლა ჰუსეინ ომიკაშვილი


სპარსელი ქართველები (1896-97)

 სოფ. საგარეჯომ, რომელიც კარგა დიდ დაბას წარმოადგენს გარე-კახეთში და რომელსაც საკმაო ინტელიგენტური ძალებიცა ჰყავს, 1896-97 წლებში ლადო აღნიაშვილი მამასახლისად აირჩია.  ეს ამბავი რამდენად სასიამოვნო იყო, იმდენად გასაოცარი იმ ხანისათვის, მაგრამ ლადომ მაინც იკისრა მამასახლისის მოვალეობა. მალე გამოირკვა, რომ ლადოს მისწრაფება და მართებლობის მოთხოვნილებანი ერთი მეორეს ვერ შეეწყვნენ: ლადომ ხელი მიჰყო სოფლის ყოფა-ცხოვრების გადახალისებისა და თვითმმართველობის

განხორციელებას. ის არ იყო პოლიციის მონა, ან სოფლიჭამიების ნებისყოფის აღმასრულებელი. ამიტომაც

ასეთმა ელემენტებმა აითვალწუნეს ლადო, ამას კი შედეგად მოჰყვა ლადოს გადადგომა მამასახლისობიდან...

კოოპერაცია

(ქართველთა სააღებ-მიცემო ამხანაგობა „შუამავალი“)

 გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში საქართველის

დაბა-სოფელ-ქალაქებს კალიასავით მოედო ჩარჩი-ვაჭარი,

გლეხის ნაჭირნახულევი თითქმის მუქთად მიჰქონდა ჩარჩვაჭარს, ხოლო მომხმარებელი მამასისხლად იძენდა საგნებს: სურსათ-სანოვაგესა და სხვ. ამ გარემოებამ გამოიწვია საგარეჯოს დეპოს დაარსება (80-ან წლებში, ცხვედაძის მიერ), მაჩხაანის დეპო (90-900 წლებში დ. მაჩხანელ-ნადირაძის მიერ) და სხვ. ქ. ტფილისი სავსებით

ჩარჩ-ვაჭრების ხელში იყო.

 ლადომ ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება და განიზრახა ისეთი ამხანაგობის დაარსება, რომლის წყალობითაც შესაძლო იქნებოდა ჩარჩების კლანჭებიდან ნაწილობრივ მაინც თავის დაღწევა, სააღებ-მიცემო საქმის

კოოპერატიულ საფუძველზე მოწყობა. მოფიქრება და

შესრულება ერთი იყო. პირველ ყოვლისა შეადგინა გეგმა, დასწერა პროექტი წესდებისა *), რომელშიაც აი რა

არის მოხსენებული:

 § 1. ამხანაგობასა აქვს საგნად გაუჩინოს ბაზარი

მწარმოებელი და შეუმსუბუქოს ხარჯი მომხმარებელთ (მყიდველთ), ე. ი. იქმნას ნამდვილი შუამამავალი მწარმოებელთა და მხმარებელთა შორის;

 § 2. ამ აზრით ამხანაგობა ყიდულობს და ჰყიდის ა) ყოველსავე საგანს ადგილობრივის წარმოებისას, როგორც მაგ.: ღვინოს, პურს, სიმინდს,

ქერს, ფეტვს, მატყლს, აბრეშუმს, თამბაქოს, ზეთსა

______________

 *) „პროექტი წესდებისა ქართველთა სააღებ-მიცემო ამხანაგობისა „შუამავალი“-სა (მეორე გამოცემა მცირედის შეცვლით. 1896 წ.).

და ერბოს, ყველს, ხე-ტყეს, ხილეულს და სხ. და ბ)

ყოველსავე ნაწარმოებს რუსეთის და სხვა ქვეყნებისას, როგორც მაგ.: ყოველგვარს მანქანებს (მაშინებს), იარაღებს დასაკრავსა და სამუშაოს, რკინეულს, აბრაშუმეულს, მატყლეულს, ბამბეულს, შუშეულს, საციქველს სახლისას, ყოველსავე ნივთს,

რაც კი ყოველდღიურს საჭიროებას შეადგენს ჩვენს

ცხოვრებაში;

 § 7. ამხანაგობასა აქვს ნება: ა) შეიძიოს თავის

საკუთრებათ ქონება უძრავი და მოძრავი, ბ) გამართოს და იქონიოს ქარხნები, სავაჭროები კანტორები, ბიუროები, სააგენტოები, საწყობები, მაღაზიები, სოფლის დუქნები, სარდაფები და სხ.

 § 8. თანხა ამხანაგობის შესდგება საწევრო გადასახადის პაის ფულიდან. ფასი თითო პაისა ერთი

თუმანია.

 შ ე ნ ი შ ვ ნ ა : ა) ეს ფული შეიძლება შემოტანილ

იქმნას აგრედვე ნაწილ-ნაწილ; ბ) როდესაც ამხანაგობა მოქმედებას შეუდგება – ამ ფულში შეიძლება

მიღებულ იქმნას ჭირნახული;

 § 15. წევრს ამხანაგობისას, რამდენი პაის მფლობელიც უნდა იყოს, მიენიჭება უფლება მხოლოდ

ერთი ხმისა...

 § 25. მოგება განაწილდება ამგვარად: 30% მიეთვლება ძირის თანხას, 10% სათადარიგოს და

60% მიეცემა დივიდენდათ პაის პატრონთ.

 შ ე ნ ი შ ვ ნ ა : საზოგადოებას აქვს სრული უფლება გადასდოს საზოგადო საჭიროებისათვის რაიმე

ნაწილი თავისი კუთვნილი დივიდენდიდგან“.

 ეს იყო მთავარი დებულებანი ტფილისის პირველი მომხმარებელი კოოპერატივის „შუამავალი“-სა, სულ

300 პაი გამოვიდა, რომლებიც უმთავრესად მზარეულმოსამსახურეთა და ზოგიერთ ინტელიგენტთა შორის გავრცელდა. 10 პაის პატრონი საპატიო წევრად ითვლებოდა. (ამ საქმის წინასწარი კრებები იმართებოდა სანდროა ბიპის (ალ. თოიძის) სასტუმრო „პურღვინო“-ში,

რუსთაველის გამზირი, ყოფ. გოლოვინის პროსპ. მუხრანბატონის სახლი).

 „შუამავალმა“ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. სულ შემოვიდა 3.000 მან., რაც დუქნის მოწყობა-მომართვას მოხმარდა. სავაჭრო პირველხანად მოწყობილი იყო კალოუბნის და ბაზრის ქუჩების კუთხეში,

იარმუკაში. გამგეობა (ფირმის თავი – დავით გიორგისძე

კარიჭაშვილი, გამგეობის თავმჯდომარე – ლადო აღნიაშვილი, დირექტორები – ივანე კახეთელიძე და იასე მახარობლიძე) ბეჯითად შეუდგა საქმის გაჩაღებას. საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა დირექტორებმა – ივ. კახეთელიძემა და იასე მახარობლიძემ თავთავისი საქმე მიატოვეს და სრულიად ამ საქმეს მოჰკიდეს ხელი: პირადის

ნდობით (კრედიტით) საქონელი გამოიტანეს ტფილისის

ცნობილ სოვდაგარ-ვაჭრებისგან (ბაიანდუროვის, გირგიდოვის და ნაზარბეგოვისგან) და საქმე გააჩაღეს. დილიდან შუაღამემდე ამ საქმეს დასტრიალებდნენ: ლადო აღნიაშვილი თუ იდეურად ხელმძღვანელობდა, კახეთელიძე

და მახარობლიძე – პრაქტიკულად; მაგ. ყინულის შეგროვების დრო მოახლოვდებოდა – დირექტორები პირადათ

უძღვებოდნენ ამ საქმეს: იასე ქალაქის ერთის მხრისაკენ

გარბოდა, ვანო – მეორე მხარეს და ხელად დიდ საყინულეს ავსებდენ... მალე ხორცის განყოფილებაც გააღეს.

საქმე კარგად მიდიოდა. მაღაზიას მოაწყდა მთელი ტფილისის მზარეულ-მოსამსახურეობა, – თვითეული მათგანი

თავს ამ მაღაზიის პატრონად ჰგრძნობდა.

 გარდა ამისა, აქ საქონელი კარგი ღირსების იყო,

იაფადაც იყიდებოდა.

 საერთოდ გამგეობის და, კერძოდ, დირექტორების

მუყაითობით საბრუნავი თანხა 10,000 მანეთამდე ავიდა.

გამგეობამ განიზრახა თიონეთში განყოფილების გახსნა.

წარმოების გასაფართოებლად გამგეობამ მოიწვია საგანგებო კრება, რომელსაც გამგეობის განზრახვის აღსრულებისთვის დასტური უნდა მიეცა... მაგრამ თურმე

მტერსაც არ ეძინა! ჩარჩ-ვაჭრები და საზოგადო საქმის

მეშუღლენი ამ საქმის წარმოებას განა ვისმეს აპატიებდნენ?!

 საქმე იქიდან დაიწყო, რომ „შუამავლის“ წარმატებით შეშფოთებულმა ვაჭრებმა თავიანთ ოჯახის წევრებსა

და მზარეულებს აუკრძალეს „შუამავალ“-ში ვაჭრობა.

 გარდა ამისა, საზოგადო კრებაზე გამოჩნდენ ისეთები, რომელთაც დაუმსახურებელი შეურაცყოფა მია -

ნეს „შუამავალი“-ს ორთავ დირექტორს – მახარობლიძესა

და კახეთელიძეს.

პირადმა შეურაცხყოფამ საზოგადო კეთილდღეობა

დაჩრდილა, უბრალო შემთხვევას მოჰყვა სამწუხარო შედეგი: ამ დიდი საქმის აქტიური მეთაურნი – კახეთელიძე

და მახარობლიძე გავიდნენ, სრული ანგარიში-კი (ათიათას მანეთამდე საბრუნავი თანხა) გადასცეს ახალ გამგეობას.

 საზოგადო კრებამ ახალი უჯამაგირო დირექტორები

აირჩია, რომლებიც სახელით იყვნენ დირექტორებად:

მათ თავთავისი საქმეები ჰქონდათ ცალ-ცალკე. ლადო-კი,

გარდა ამისა რომ ვაჭრობის უცნობი იყო, სწორედ ამ

ხანებში გამალებით მუშაობდა სალექსიკონო მასალაზე,

ფირმის თავი დავით კარიჭაშვილი – ფორმალურად ექცეოდა მაღაზიას, – საჭირო თამასუქებს ხელსაცკი არ აწერდა:

საქმე რომ დაიღუპოს – ვალი მე დამაწვებაო. დირექტორთა დაუდევრობით, უთანხობით და სხვა მიზეზით

მუშტარი თანდათან შემცირდა, ლადომ – დირექტორთა

წასვლის შემდეგ – საქმეს თავი მიანება. როგორც „შუამავალი“-ს ერთი წევრთაგანიც, ყოფ. მოსამსახურე (ვასილ

კირვალიძე) იგონებს, ლადო აღნიაშვილს დიდი იმედი

ჰქონდა „შუამავალი“-ს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო

ეს იმედი არ გაუმართლდა – უმთავრესად იმიტომ, რომ

მთელი ვაჭრები „შუამავლი“-ს წინააღმდეგ ამხედრდნენ და

თვით „შუამავლი“-ს წევრნიც, რომელნიც იმავე ვაჭრების

მზარეული, ან ხელზე მოსამსახურენი იყვნენ, მიიმხრეს...

ამ ვაჭრების ინტრიგანობით და შეუგნებელ წევრთა უვიცობით დაიხურა „შუამავალი“.

 მაგრამ ეს პირველი ნაბიჯი უშედეგოთ არ დარჩენილა. მან ერთგვარი გავლენა იქონია საზოგადოებაზე,

მოამზადა ნიადაგი გაფართოებულ კოოპერატიულ მოძრაობისათვის: რაც ამ 30-35 წლის წინად მხოლოდ

უნაყოფო ცდა იყო, ახლა მას ნაყოფი მოაქვს.

 დაუღალავმა ხანგრძლივმა შრომამ წელში გასტეხა

ლადო აღნიაშვილი და სულიერადაც მოჰქანცა იგი, დასნეულდა. ექიმებმა სცნეს, რომ მას ტვინის სიდამბლე

დაემართაო და ლადო სულით სნეულთა საავადმყოფოში

მოათავსეს...

დასნეულება და გარდაცვალება


 ლადო აღნიაშვილი ოცი წელიწადი მოღვაწეობდა

საზოგადო ასპარეზზე. ახალახალ საქმეთა დაწყება,

მათი გამარჯვებისათვის მეცადინეობა, მუდმივი სულიერი

ღელვა, განუწყვეტელი ზრუნვა... ხშირად – დახმარების

მაგიერ ხელის შეშლა, თანაგრძნობის მაგიერ – მტრობა.

ოცი წელიწადი შეუჩერებელი გონებრივი თუ ფიზიკური

შრომა, მწერლობა, პრაქტიკული საქმიანობა და სხვ. –

განა ყოველივე ეს მძიმე დაღს არ დაასვამდა ადამიანის

ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას?

 უკანასკნელად ლადო ჩაიკეტა თავის კაბინეტში,

განუწყვეტლივ მუშაობს, წიგნებს ჩხრიკავს, კითხულობს,

სწერს...

 – ახლა რა არის ლადო, ამდენი მუშაობა, გეყოფა,

გავიაროთ სადმე!.. ეტყვიან ახლობლები.

 ლადო არასფერს ჰგრძნობს დაღალვისას, მისი შინაურნი კი შეშფოთებულნი არიან: ვინ გაიგონა ამდენი

მუშაობა!

 – ლადო, სოფელში უნდა წავიდეთ უეჭველად! –

ეტყვიან მას ისევ ახლობლები: ჰაერი გამოვიცვალოთ,

შენც გარგებს, – ჩვენც!

 ლადო ჯერ უარობს, არ სთანხმდება, საქმეს ვერ

მოშორდება, მაგრამ ბოლოს მაინც დაჰყვება ნებას და

მიჰყვება მათ სოფელში, შილდას (კახეთი).

 – აბა, აქ კუთხეში ერთი პატარა მაგიდა მომიმზადეთ! – მოითხოვა ლადომ და ისევ წერას მიჰყო ხელი...

 დღე-დღეს მისდევს. ლადოს გამალებითი მუშაობა

სოფელში შინაურთა შორის უკმაყოფილებას იწვევს, –

ჩურჩულებენ:

 – „ეს ასე არ შეიძლება!“ – ბჭობენ თავისებურად, –

„ეს სიგიჟეა!“

 და ერთს დღეს უფროსი ძმა, მხრებზე ხელის დაკვრით, ეტყვის, თითქო ეხუმრებაო:

 – რა არის სულ წერა და წერა! ამდენმა წერამ

ხო თავი გამოგილაყა, – სოფელში იმიტომ მოგიყვანეთ,

რომ მაგას თავი დაანებო და შეისვენო!

 – ნუ თუ მართლა?! – გაიოცებს ლადო, ჩავა ეზოს

ბაღჩაში საწერად, – არც აქ ასვენებენ: ყველგან ხელს

უშლიან, სდევნიან, აჩრდილებივით დასდევენ.

 ლადომ სოფელში სივიწროვე, ხელის შეშლა იგრძნო და ერთხელ ლაპარაკში უწმაწური სიტყვები წამოურია! ამან თავზარი დასცა მის დას:

 – თავაზიანი ლადო, მუდამ ზრდილობიანი და ასე

უწმაწური სიტყვები! – არა, უეჭველად შეიშალა! – ფიქრობს იგი, – ამასვე ფიქრობენ დანარჩენი მახლობელნი.

 ამას ერთი გარემოებაც დაერთო. ერთხელ ლადოს

დაჲ ნუშო აივანზე იჯდა გულ-ხელ დაკრეფილი, ლადოს

ვითომდა შერყევით მოსევდიანებული. ლადო გამოივლის,

შეხედავს და ჰკითხავს:

 – რა გულ-ხელი დაგიკრეფნია, რას დაღონებულხარ?

 – რაღა მაქვს გასახარელი!

 – ყველაფერი... დამაცა, მოკლეხანში აქ წიწმატიანის

წყაროს (შორეულ მთებშია) გამოგიყვან, მშვენიერ სახლებს

აგიგებ და შიგ ისე გაცხოვრებ, ქვეყანა შემოგნატროდეს!

 ეტყვის ლადო ხუმრობით, რომ გუნებაზე მოიყვანოს სევდიანი დაჲ.

 ეს სიტყვები ნუშოს თავზარს სცემს, ლამის გული

გაუსკდეს, თვალებ-დაჭყეტილი შესცქერის: სად წიწმატიანის წყარო – სად ჩვენა, სად ღარიბი ლადოს მიერ

სასახლის აგება! – არა ნამდვილად შეირყა, ნამდვილად! –

ბოღმას იბრუნებს გულში ნუშო, მივა, წაუჩურჩულებს თა-

ვისიან-შინაურებს ლადოს ამბავს.

 ყველა თავზარდაცემული, შიშით და სიბრალულით

შესცქერის ლადოს.

 ლადომ ვერ აიტანა ეს მდგომარეობა და გადაწყვიტა ტფილისს დაბრუნება: სამი კვირა არ გასულიყო, თავისი ძმისწული (მიტო) წამოიყვანა – ამას მე გავზრდი,

კაცად ვაქცევო, – და წამოვიდა.

 ტფილისს ჩამოსულს შილდიდან თან მოაყოლეს

ხმა: უფრთხილდით, ლადო შეირყა, მუშაობას მოაშორეთო! ამ ცნობამ აქაც შესაფერი შთაბეჭდილება მოახდინა.

 კახეთიდან დაბრუნებული ლადო ტფილისში სტამბისაკენ გაქანდა თავის მეგობარ სამსონ ინასარიძესთან:

 – სამსონ, ერთი ჩემთან შემოიარე, წიგნის გამოცემას ვფიქრობ და სავარაუდო ხარჯ-აღრიცხვა შემიდგინე.

 – რა წიგნია?

 – შემოხვალ – გაიგებ.

 – კარგი, შემოგივლი.

 და მუდამ დაუზარელი, საქმის კაცი სამსონ ინასარიძე ეწვია ლადოს. ამ დროს ლადო თავის ძმასთან იყო

ბინად.

 – აბა, რა წიგნია? იკითხა სამსონმა.

 – დიდი ლექსიკონი... 40-50 ათასი უნდა გამოიცეს.

 ძმამ და სხვა შინაურებმა საიდუმლო საცოდავი გამომეტყველებით ურთიერთს გადახედეს და ოთახიდან გაიკრიბნენ, – ეს გარემოება არ გამოეპარა სამსონს და ხელახლად ეკითხება ლადოს:

 – რაო, რამდენი?!

 – 40-50 ათასი ცალი!

 40-50 ათასი ცალი იმ დროს, როცა ქართული

წიგნი ერთი ათასი ცალი იბეჭდება, ესეც მთელი ათეული

წლები გაუსაღებელია, იმ დროს, როცა თვითეული ახალი წიგნის ათეული ძლივს იყიდება, ლადოს უნდა გამოსცეს 40-50 ათასი ცალი!

 – გიკვირს?! – ეკითხება ლადო.

 – არა, გასაკვირი რა არის, – სამსონს სურს გაოცების შთაბეჭდილება გაფანტოს, – მაგრამ ამდენი ვისთვისაა საჭირო, ეს ერთი, მეორეც: ძალიან ძვირი დაჯდება, დიდი ფული მოუნდება...

 – შენ ფულზე ნუ ფიქრობ, მე ვიშოვი! – ეტყვის

ლადო.

 სამსონის გაოცებას საზღვარი არ უჩანს: ლადო ასე

დიდ ფულს იშოვის, ის ლადო, რომელიც მუდამ ნივთიერად შევიწროვებული იყო, – სამსონმა რა იცის, რომ ლადოს საამისო გეგმა უკვე მზადა აქვს, არზაც დაწერილი,

უმაღლესი მმართველის სახელზე, რომ ამ უსაჭიროეს წიგნისათვის, როგორც ლექსიკონია, თანხა გამოითხოვოს.

 – ვიშოვნი მეთქი, შენ იანგარიშე!

 სამსონმა უანგარიშა, მაგრამ ძლიერ უნუგეშო დაბრუნდა სტამბაში და თავის გადაქნევით ამხანაგებს გაუზიარა:

 – მგონი ლადო შერყეულა: 40-50 ათასი ცალი

ლექსიკონი უნდა გამოსცეს!

 ყველას სინანული მოიცავს, – სამსონი უანგარიშოდ

ხომ არ იტყვის ამ სიტყვას.

 ეს ამბავი მალე მოეფინა ქალაქს...

 ლადომ ტფილისშიაც შენიშნა ის განწყობილება

თავის გარშემო, რაც სოფელში, და გული ჩაითხრო. ხან

ალ. მირიანაშვილთან იყო, ხან ძმასთან. სახლიდან კარში

აღარ გამოდიოდა. პერანგის ამხანაგის ამარა, ახალუხით,

ქუდით, გულხელდაკრეფილი შეუჩერებლივ მიმოდიოდა

ოთახში. თუ ვინმე ამოიკვნესებდა, ლადო შენიშნავდა:

 – თქვენ რა გაკვნესებთ, მე მაქვს დასაკვნესი, რომ

ძარღვები მტკივაო.

 ხანდისხან ისე დამშვიდდებოდა, რომ კვლავ ლექსიკონს ჩაუჯდებოდა, წყნარად მუშაობდა... ამ ხანებში დიდი მთავრის სახელზე თხოვნაც კი დასწერა, ასეთ დიდ

საქმეს ვაკეთებ, – ლექსიკონს ვადგენ, – ამიტომ გთხოვთ

ამის დასაბეჭდი თანხა გაიღოთ რამეო, – სწერდა ლადო

და ამ თხოვნის შავი თავის დისწულს სიკო აღნიაშვილს

გაუგზავნა – გადასწერე და გაუგზავნეო, თან თავისიანთ

გაუზიარა: ყვავს კაკალი გააგდებინო, ისიც კარგია, – რას

იზამ, საქვეყნო საქმისთვის ხანდისხან მტრის დახმარებითაც უნდა ვისარგებლოთო და სხვ. მაგრამ ამ თხოვნას

გზა არ მისცეს, – ამაშიაც სიგიჟის კვალი შენიშნეს.

 ლადოს თითქმის ყველა და ყველაფერი შეზიზღდა.

ლოგინი და საცვალი ჭუჭყიანად ეჩვენება, მალიმალ სისუფთავეს მოითხოვს – ვარომ 1

) დამიუთოვოს, სხვა ხელს

ნუ ახლებსო... მობეზრდა სახლში ყოფნა, საქმე კი გარედ

იწვევს. და ერთხელ, ახალუხ-ქუდისა და პერანგის ამარა

ქუჩაში გამოვიდა, ქალაქის შუაგულისკენ გასწია, საცა

სტამბა ეგულებოდა.

 – სად მიხვალ?

 – საქმე მაქვს!

 დაედევნენ შორიახლო. წინ ძმა და დისწული სიკო

შემოეგებნენ:

 – ოჰ, ლადო, საით, კაცო ასე მარტოკა?..

 – საქმეზე მივალ.

 – თვითონ ჩვენ მიგიყვანთ, სადაც გინდა...

 და მოთათბირებით დააბრუნებენ სახლში. გრძნობს,

რომ მოატყუეს. სულშეხუთული ლადო, სხვათა შეუმჩნევლად, სახლის ბანზე ავიდა, რომ ქალაქს თვალი გადაავლოს, ჰაერით ისუნთქოს.

 – არიქა, უშველეთ! – იძახიან მეზობლები: საგიჟეთში წაიყვანეთ, თორემ ბანიდან გადმოვარდება და დაიმტვრევა!

________________

 1) რძალი – დისწულის სიკო აღნიაშვილის მეუღლე.

 და მართლაც საგიჟეთში ჩაკეტეს (მაშინ მიხეილის

საავადმყოფოს სულით სნეულთა განყოფილებაში), სადაც

თითქმის 4 წელს ეწამა და ამ წამებაში განუტევა სული

1904 წ. აპრილის 10 (ძვ. სტ.) თითქმის ყველასაგან მივიწყებულმა მხოლოდ შინაურებს-ღა თუ აგონდებოდათ

ხოლმე. გარეშეთაგან ერთადერთი უცხო ადამიანი იყო,

ხარლ. სავანელის ქვრივი ეკატერინე, რომ სნეულ ლადოს

დიდის მზრუნველობით დასტრიალებდა თავს *).

 როგორც ვსთქვით, 4 წლის განმავლობაში არავის

მოჰგონებია, ერთსაც კი არ უნახავს (შინაურთ გარდა).

დაკრძალვის დღეს კი (აპრილის 17) მოიგონეს: ახმაურდა

იმ დროის პრესა, შეიძრა საზოგადოება. დასაფლავებას

დაესწრენ ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების, ქალაქის

გამგეობის, სასწავლებლების, ქ. შ. წ. კ. ს., ქართ. დრამ.

საზ. გამგეობის წარმომადგენელნი, ინტელიგენცია, არტისტები და დიდძალი ხალხი. შეამკეს გვირგვინებით და

სიტყვებით (ივ. რატიშვილმა, ირ. ევდოშვილმა ლექსით,

ალ. მჭედლიშვილმა – ლექსით). დაკრძალეს და, – მიივიწყეს: სამარეზე მარმარილოს ძეგლის სვეტი დაადგა მისმა

დამ ნუშომ იმ თანხით, რომელიც აიღო ლადოს მდიდარი

ბიბლიოთეკის გაყიდვით. ლ. აღნიაშვილი დაკრძალულია

კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მარჯვენა (შესავლიდან)

ხეივანის ზემოდ, მარცხნივ გზის პირას მსახიობ-მოღვაწეთა რიგზე.

 ასე უდროოდ ამოეფარა მიწას კაცთმოყვარეობით

აღსავსე დიდი მოღვაწე!..

 იოსებ იმედაშვილი

 ____________

_______________

 *) ტფილისის მთავარ საავადმყოფოს (ყოფ. მიხეილის) ფსიქიატრულ განყოფილების სიძველეთსაცავში ბევრი ვეძებეთ ლადო აღნიაშვილის ავადმყოფობის შესახებ ცნობები (სნეულებისა და მდგომარეობის ისტორია), მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინეთ, რადგან ეს სიძველეთსაცავი 1927 წ. ერთ მოსამსახურეთაგანს გაეძარცვნა და ქაღალდები ფუთობით გაეყიდნა დუქნებში. ავტ

წყაროს ლინკი  იხ მეტი

vladimer (lado) aRniaSvili წიგნი ლადოს შესახებ იხ მეტი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.11.2020
ბოლო რედაქტირება 14.02.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0