ამირან პაპუნაშვილი საქართველოს მხედრიონის ახალციხის რაზმის მეთაური დაიღუპა 1992 წლის 30აგვიტოს კოლხიდაში
დაიბადა 1949 წელს. ქობულეთელია. იზრდებოდა თბილისში.დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი – ინჟინერ-ტექნოლოგის და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით. გაიარა სამხედრო სამსახური. ჰქონდა ლეიტენანტის წოდება.
1967 წლიდან მუშაობდა თბილისის აბრეშუმსაქსოვ გაერთიანებაში, თბილისის სამკერვალო ფაბრიკაში, სოცუზრუნველყოფის სამინისტროში, „საქმრეწვდანერგვის“ საქართველოს რესპუბლიკურ ფილიალში.
იყო ქართველ მაშველთა კორპუსის წევრი.
ომის დაწყებისთანავე აფხაზეთში გაემგზავრა და საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ჩაება. იბრძოდა გაგრის ახლოს, სოფელ კოლხიდაში.
დაიღუპა 30 აგვისტოს.
დარჩა მეუღლე, ორი მცირეწლოვანი ვაჟი, დედა და ძმა.
ტყვიით დაფლეთილი იმედები : [მოგონებები აფხაზეთის ომში დაღუპულ ამირან პაპუნაშვილზე / შემდგ.: მაია პაპუნაშვილი, ნანა ღლონტი ; რედ.: მ. უკლება]. - თბ. : ცოდნა, 2003. - 100გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99940-766-1-2 : [ფ.ა.]