სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
თამაზ იმნაიშვილი დ.1954წ. მსფ. ჩემპიონი სასტენდო და ტყვიის სროლა წარმ. ლანჩხუთი გურია
ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი იმნაიშვილი სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

416       ბეჭდვა

თამაზ იმნაიშვილი დ.1954წ. მსფ. ჩემპიონი სასტენდო და ტყვიის სროლა წარმ. ლანჩხუთი გურია

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
8
3
4

8 ოქრო 3 ვერცხლი 4 ბრინჯაო


თამაზ იმნაიშვილი (დ. 28 ივლისი, 1954, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 1978, 1980, 1981, 1984, 1985, 1987). ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975). სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში. მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი (1996, 125 ქ 125-იდან). გივი შენგელიასთან და დავით ქვათაძესთან ერთად მსოფლიო თასის გათამაშეების (1995) მე-3 პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში.

ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე: XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1996, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს; გამოქვეყნებული აქვს ხუთი სტატია; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიაში 1988 წელს; მისი ბიოგრაფია შეტანილია ატლანტის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ცნობარში.

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1992-იდან). ღირსების ორდენის კავალერი.

ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 78, 80, 81, 84, 85, 87) 

ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987)

სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975) 

სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში. 

მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი (1996, 125 ქ-125-იდან)  

გივი შენგელიასთან და დავით ქვათაძესთან ერთად მსოფლიო თასის გათამაშეების (1995) მე-3 პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში.

3 ოლიმპიადის მონაწილე.

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი,

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004)

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1992-იდან)

ღირსების ორდენის კავალერი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2020
ბოლო რედაქტირება 14.03.2024
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16