სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ოთარ ჯაფარიძე 1921-2020წწ. ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დაბ. თბილისი. ქართლი. ოთარ ჯაფარიძე 1921-2020წწ. ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დაბ. თბილისი. ქართლი. ოთარ ჯაფარიძე 1921-2020წწ. ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დაბ. თბილისი. ქართლი.

1921-2020 წწ. გარდ. 99 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჯაფარიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

361       ბეჭდვა

ოთარ ჯაფარიძე 1921-2020წწ. ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დაბ. თბილისი. ქართლი.

ოთარ მიხეილის ძე ჯაფარიძე (დ. 16 სექტემბერი1921თბილისისაქართველო — გ. 10 ივლისი2020) — ქართველი ისტორიკოსი და არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1943 წელს. 1944 წლიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1950ww. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1950-1952წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელი; 1952 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს; სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1964 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება; 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ; მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა; ძირითადად იკვლევდა ბრინჯაოს ხანის საქართველოს კულტურის ისტორიისა და ქართველურ ტომთა ეთნოლოგიის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს არკნეთისა და ქვასათალის სამაროვნები ფრანის ხეობაში 1953-1954 წლებში, ზურტაკეტის შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1959-1965 წლებში, ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ნამოსახლარები, შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორები, აგრეთვე ქვემო ქართლის ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1965-1971 წლებში, ასევე 1971-1977წწ. მესხეთისა და 1978-1982წწ. და მარტყოფის გორასამარხები. არის საქართველოს ერთ–ერთი წამყვანი არქეოლოგი. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.60


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "Советская Археология" რედკოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1979-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1997 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1969 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
    არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში : ქართველი ტომების ისტორიისათვის ძვ. წ. II ათასწლეულში / ოთარ ჯაფარიძე . - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1969, 295გვ.
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    მონოგრაფიისათვის - ''საქართველოს არქეოლოგია''

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0