სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
სიმონ ჯანაშია 1900-1947წწ. აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სოფ. მაკნავეთი ოზურგეთი, გურია. სიმონ ჯანაშია 1900-1947წწ. აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სოფ. მაკნავეთი ოზურგეთი, გურია. სიმონ ჯანაშია 1900-1947წწ. აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სოფ. მაკნავეთი ოზურგეთი, გურია.

1900-1947 წწ. გარდ. 47 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჯანაშია სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

სიმონ ჯანაშია 1900-1947წწ. აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სოფ. მაკნავეთი ოზურგეთი, გურია.

სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშია (დ. 26 ივლისი [ ძვ. სტ. 13 ივლისი], 1900, სოფელი მაკვანეთიოზურგეთის მაზრა, — გ. 5 ნოემბერი1947თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და ენათმეცნიერების სპეციალობით 1922 წელს.

1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოვაწეობდა. 1930 წლიდან ს. ჯანაშია უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საქართველოს ისტორიის კათედრას. 1935 წელს დაინიშნა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად, 1936-


1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. 1941-1943წწ. ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს. 


მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია). 1940-იან წლებში ს. ჯანაშია მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი იყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-1987.-გვ. 537; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1943-1947)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-1947)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0