სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე ჯავახიშვილი 1875-1973წწ. აკადემიკოსი. ანთროპოლოგი. დაბ. გორი, ქართლი. ალექსანდრე ჯავახიშვილი 1875-1973წწ. აკადემიკოსი. ანთროპოლოგი. დაბ. გორი, ქართლი.

1875-1973 წწ. გარდ. 98 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჯავახიშვილი სია

გორი + გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ალექსანდრე ჯავახიშვილი 1875-1973წწ. აკადემიკოსი. ანთროპოლოგი. დაბ. გორი, ქართლი.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი (დ. 17 აგვისტო [ძვ. სტ. 5 აგვისტო], 1875, გორი, ― გ. 22 იანვარი1973თბილისი) — ქართველი გეოგრაფიანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970) და საპატიო პრეზიდენტი (1970 წლიდან). მისი შვილი იყო ცნობილი ქართველი მედიკოსი, აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი.


დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთვრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება1900 წელს.

1899-1917წწ. მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტსა და მოსკოვის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1918-1936წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, გორის, ქუთაისის, ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტებში. ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, მისი გამოკვლევები ძირითდად ეხება ეთნოგრაფიულ ანთროპოლოგიას. მან პირველმა საკმაოდ სრული ანთროპოლოგიური პროგრამის მიხედვით შეისწავლა საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი ეთნოგრაფიული ჯგუფი, დაადგინა საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებები და განსაზღვრა მისი ადგილი ზოგად რასობრივ სისტემატიკაში. შეისწავლა ქართველი ებრაელების ანთროპოლიგიური თავისებურებანი, სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა საქართველოს მოსახლეობაში დოლიქოკეფალიის პრობლემას. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926), გეოგრაფიული ინსტიტუტი (1933), საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახ. გეოიგრაფიული ინსტიტუტი (1945).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 525-526


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოება, დამფუძნებელი (1924-)
  • სსრკ გეოგრაფიული საზოგადოება , პრეზიდენტი (1940-1970)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0