სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12288

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ედიშერ ხოშტარია - ბროსე 1927-2005წწ. აკადემიკოსი ისტორიკოსი სამეგრელო ედიშერ ხოშტარია - ბროსე 1927-2005წწ. აკადემიკოსი ისტორიკოსი სამეგრელო ედიშერ ხოშტარია - ბროსე 1927-2005წწ. აკადემიკოსი ისტორიკოსი სამეგრელო

1927-2005 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ხოშტარია-ბროსე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

ედიშერ ხოშტარია - ბროსე 1927-2005წწ. აკადემიკოსი ისტორიკოსი სამეგრელო

ედიშერ ვიქტორის ძე ხოშტარია-ბროსე (დ. 5 მარტი,1927, — გ. 2005) — ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001).


დაიბადა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს შვილიშვილის, საზოგადო მოღვაწის ვიქტორ ბროსესა და მწერალ მარიკა ხოშტარიას ოჯახში. მამა 1937 წელს რეპრესიების დროს დაუხვრიტეს. შემდგომმა დევნამ აიძულა გვარი გამოეცვალა; ორმაგი გვარი ხოშტარია-ბროსე 1984 წელს აღიდგინა.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს.

1949-1956წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად და საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგედ, 1956 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, 1962-1972წწ. იმავე ინსტიტუტის ისტორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1972 წ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჯერ განყოფილების გამგედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ.


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება საქართველოში XIX საუკუნეში", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-2005)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ღირსების ორდენი
ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია
აფხაზეთის ისტორიის საკითხები ქართულ ისტორიოგრაფიაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2000. - 48გვ.
ლეონტი მროველი და "ქართლის ცხოვრება" (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1996. - 108გვ.
მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება XIX ს. საქართველოში (სამრეწველო პროლეტარიატის ფორმირება და მუშათა მოძრაობის პირველი ნაბიჯები), : წიგნი II (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1968. - 202გვ.
მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება XIX ს. საქართველოში (დამმუშავებელი მრეწველობის განვითარება), : წიგნი I (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1966. - 227გვ.
ეროვნული ბიბლიოთეკა

ხოშტარია – აბაშა, ფოთი, სუჯუნა, სახოშტარიო (ყოფილი სოფელი), ნოსირი, ახალსოფელი (ზუგდიდის რაიონი), მარანი, ნაესაკაო, კოდორი, მაცხოვრისკარი (კვათანის თემი)
http://www.geogen.ge/ge/treasurege/63/4334/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1