დავით პოღოსიანი (დ. 21 აგვისტო, 1974, გორი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2001, სოფია, ბულგარეთი), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1997, ვარშავა, პოლონეთი; 1998, ბრატისლავა, სლოვაკეთი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), მსოფლიოს ჩემპიონი კადეტთა შორის (1990), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1997). XVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, სიდნეი — VI ადგილი; 2004, ათენი — V ადგილი). ღირსების ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია:
დაიბადა 1974 წლის 21 აგვისტოს გორში
თავისუფალი ჭიდაობა (57, 58, 60, 62, 63კგ)
ტიტულები:
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2001 (58კგ; სოფია, ბულგარეთი)
ევროპის ჩემპიონი - 1997 (58კგ; ვარშავა, პოლონეთი), 1998 (58კგ; ბრატისლავა, სლოვაკეთი)
მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები) - 1990
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1992 (57კგ)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1994 (62კგ)
*-2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (V ადგილი).
*-2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (V ადგილი).
სხვა ჯილდოები:
ღირსების ორდენი - 1998
მესამე ადგილი(- 58 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2001, სოფია, ბულგარეთი
პირველი ადგილი(-58 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1998, ბრატისლავა, სლოვაკეთი
პირველი ადგილი(-58 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1997, ვარშავა, პოლონეთი