სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მზეჭაბუკი (ჭაბუა) ამირეჯიბი ირაკლის ძე  1921-2013წწ მწერალი დაბ. თბილისი

1921-2013 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ამირეჯიბი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

74       ბეჭდვა

მზეჭაბუკი (ჭაბუა) ამირეჯიბი ირაკლის ძე 1921-2013წწ მწერალი დაბ. თბილისი

მზეჭაბუკი (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013, თბილისი)



— ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1994) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, მსოფლიო წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999), თბილისის საპატიო მოქალაქე (2001), ღირსების ორდენის (2001), ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებისა და წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი (2009).[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება“.

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.

პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.



პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" გამოაქვეყნა 1960 წელს ("მნათობი", № 1).


ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა" (1962), "ძია შოთას ბადია" (1965), არაკების კრებული "თაფლის წვეთი" (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.




შვილი ირაკლი ამირეჯიბი 1963-92წწ. გარდ. აფხაზეთში გმირი დაბ. თბილისი


რომანები

"დათა თუთაშხია" (რომანი, წგნ. 1-2, 1973–1975)

"გორა მბორგალი" (რომანი, 1984–1994)

"გიორგი ბრწყინვალე" (რომანი, 2003)

მოთხრობები

გზა 1962

მოთხრობები "ჩემი მეჯღანე ბიძა" (მოთხრობების კრებული, 1963)

"ხარის აღსარება" (მოთხრობების კრებული,1964)

"გიორგი ბურდული" (ნოველა, 1965)

ძია შოთას ბადია 1968

არაკების კრებული 1968





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.11.2020
ბოლო რედაქტირება 05.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0