ევგენი ხარაძე (დ. 31 ოქტომბერი [ძვ. სტ. 18 ოქტომბერი]1907, თბილისი — გ. 10 ოქტომბერი 2001, თბილისი) — ქართველი ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1977), პრეზიდენტი (1978-1986). საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მოღვაწე. სკკპ წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1930). 1949 წლიდან პროფესორი იქვე, 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959 წლის მარტიდან 1966 წლის მარტამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.
1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე. ე.ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კვლევის საკითხებს.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.436
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1965-1970)
- ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტი, თავმჯდომარე (1962-1974)
- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი (1976-1982)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
- საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", თავმჯდომარე (1977-1980)
- საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", საპატიო თავმჯდომარე (1981-)
- სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიურო, წევრი (1936-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1997 - ღირსების ორდენი
- 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1971 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- 1951 - შრომის წითელი დროშის ორდენი
- ლენინის ორდენი (4 ორდენი)
ბიბლიოგრაფია
- ასტრონომიის ამოცანები, მეთოდები და მიღწევები უძველესი დროიდან მიმდინარე საუკუნის მიწურულამდე (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1995. - 488გვ.
- ასტრონომიის საფუძვლები : 2 ტომად : სახელმძღვ. სტუდ. (ავტორი) // ტ. 1. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1991. - 412გვ.. - ISBN: 5-511-00368-9
- ვარსკვლავთა სამყარო (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1949. - 44გვ.
- სამყაროს აგებულება (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1949. - 72გვ.
- ეროვნული ბიბლიოთეკა