გიორგი სევერიანის ძე ჭოღოშვილი (დ. 1914, ჭიათურა — გ. 1998, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და პედაგოგი. საქართველოში ტოპოლოგიასა და ალგებრაში სამეცნიერო კვლევათა ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), პროფესორი (1946).
1931-1932 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1937 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1946-1998) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში (1940-1998). ვიკიპედია
დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს. 1946-1998წწ. ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში და 1940-1998წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში. საქართველოში ტოპოლოგიასა და ალგებრაში სამეცნიერო კვლევათა ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1945 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1946 წლიდან პროფესორი. აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის ბიობიბლიოგრაფია მოიცავს 1937-2014 წლების მასალას: სამეცნიერო შრომებს, პუბლიცისტურ წერილებს, სტატიებს მათემატიკური ტერმინოლოგიის შესახებ, უცხოურ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომების რეცენზიებს (1970-198 წწ.), მისი რედაქტორობით გამოცემულ შრომებს, ლიტერატურას მის შესახებ.
წყარო: http://dspace.gela.org.ge/xmlui/handle/123456789/5238
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1984)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- რუსულ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი : 40 000 ტერმინი (თანაავტორი). - თბილისი, 2010. - 459გვ.
- ქართულ-ინგლისურ-იტალიურ-ფრანგულ-გერმანულ-რუსული მათემატიკური ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, ირმისა, 1997. - 477გვ.
- ეროვნული ბიბლიოთეკა