სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9001

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
მარინე ფუტკარაძე დ.1992წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი ხელვაჩაური აჭარა მარინე ფუტკარაძე დ.1992წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი ხელვაჩაური აჭარა
ხელვაჩაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

მარინე ფუტკარაძე დ.1992წ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი ხელვაჩაური აჭარა

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
12
1
1

დაიბადა 1992 წლის 13 მაისს 


მესამე ადგილი(55კგ)

მკლავჭიდი - 21 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2013, დრუსკინინკაი, ლიტვა

მეორე ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2016, ბლაგოევგრადი, ბულგარეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2016, ბლაგოევგრადი, ბულგარეთი

პირველი ადგილი(70კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ბუდაპეშტი, უნგრეთი

პირველი ადგილი(70კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ბუდაპეშტი, უნგრეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2017, კატოვიცე, პოლონეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2017, კატოვიცე, პოლონეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2019, კონსტანცა, რუმინეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2019, კონსტანცა, რუმინეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2018, ანტალია, თურქეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2018, ანტალია, თურქეთი

პირველი ადგილი(70კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2018, სოფია, ბულგარეთი

პირველი ადგილი(70კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ. პირთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2018, სოფია, ბულგარეთი

პირველი ადგილი(60კგ)

მკლავჭიდი - შ.შ.მ პირთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2019, ლატრაკი, საბერძნეთი

ცხოვრებაში არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოერევი. მარი ფუტკარაძემ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. რთულია, როცა ბავშვობიდან დაგყვება დედის დაკარგვის ტკივილი, ხვდები, რომ თანატოლებისგან განსხვავებული ხარ და  ოჯახის წევრებისგან შორს, ბავშვთა სახლში იზრდები. ერთ მშვენიერ დღეს კი ჟინი გიჩნდება, ტკივილს თვალებში ჩახედო და ბედისწერას მკლავი გადაუწიო.– მარი, საუბარი დავიწყოთ ბავშვობიდან, როგორ გახსოვს ის წლები?

– რვა წლიდან ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. ყველაზე დიდი ტკივილი დედის გარდაცვალება იყო. პატარა ვიყავი და დედა იმდენად კარგად არ მახსოვს, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარს და მენატრება... ამ თემაზე საუბარი მიჭირს. 

18 წლის რომ გავხდი, როგორც წესია, ბავშვთა სახლიდან მეც გამომიშვეს სხვა თანატოლებთან ერთად. მყავს მამა, ორი და, ბიცოლა და ბიძია, რომლებიც გვერდში მიდგანან. თავის დროზე იმ გარემოში იმიტომ მოვხვდი, რომ ჩემ ოჯახს ძალიან უჭირდა.ასეთია ბათუმელი მარი ფუტკარაძე – ჩემპიონი გოგო არა მარტო მკლავჭიდში. მარის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რვა მედალი აქვს აღებული. შარშან აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატში ერთდროულად ორი მედლის მფლობელი გახდა. ბავშვთა სახლში ბევრი რამ შევიძინე, პირველ რიგში, ადამიანები, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ცხოვრების ურთულესი პერიოდი გამიადვილეს. ყველაფრის გააზრებასა და გადატანაში დამეხმარნენ აღმზრდელ-მასწავლებლები და მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი. ჩვენი საერთო სახლი ჰგავდა ოჯახურ გიმნაზიას, სადაც პროფესიულ განათლებასაც გვაძლევდნენ. ჩვეულებრივ სკოლაში ამდენს ვერ ვისწავლიდი.– აქვე ვთქვათ, რომ გქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც დღეისთვის რამდენადმე გადალახე.

– სხვებისგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი თუნდაც იმით, რომ სმენა მაკლდა. ჩემი და მუნჯია და ეს ნაკლი მეც გენეტიკურად მაქვს. როცა ბავშვთა სახლში მიმიყვანეს, მაშინ საერთოდ არ მესმოდა. მერე ყურში რაღაცნაირი შუილის ხმა გაჩნდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ყურთასმენა მქონდა. ჩემი აღმზრდელი გიული თავბერიძე ძალიან დამეხმარა, რომ ჩემთვის ყურის აპარატი ეყიდათ. ამით შანსი მომეცა ლაპარაკი მესწავლა.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ისეთ დიდ და თბილ ოჯახში გავიზარდე, როგორიც ურეხის ბავშვთა სახლია. მისი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა კარგი განათლება და აღზრდა მიიღონ. ჩვენ გვერდით კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი იყო, რომელთა ჩამოსათვლელად დრო არ მეყოფა. – მკლავჭიდი უფრო მამაკაცური სპორტია, რატომ გაგიჩნდა ამ სექციაზე შესვლის სურვილი?

– არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ სპორტის ამ სახეობით მხოლოდ მამაკაცები უნდა იყვნენ დაკავებული. მსოფლიოში ბევრია წარმატებული მკლავჭიდელი ქალი. შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და გვერდში დგომა, რაც ყველა დამწყებ სპორტსმენს ძალიან სჭირდება.

ჩემთვის სპორტი არის ცხოვრების ასპარეზი, სადაც საშუალება მომეცა, შესაძლებლობები გამომეაშკარავებინა. გარეთ გამომეტანა ის ემოციები, ჟინი და მიზანდასახულობა, რასაც შინაგანად განვიცდიდი. ძალიან გამიმართლა, რადგან ამაში ბათუმის მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი გოჩა შავაძე დამეხმარა, რომელსაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფრისთვის, რასაც მივაღწიე. ჩემი მიღწევები მაძლიერებს და ბედნიერებას მანიჭებს. – პირველი სპორტული წარმატება გაიხსენე.

– პირველი წარმატება იყო ანტალიაში, სადაც მეორე ადგილზე გავედი. ევროპის ჩემპიონატში 55 კილომდე კატეგორიაში 16 წლამდე ასაკის გოგონების ნაკრებში 24 ქვეყნის მკლავჭიდელი იღებდა მონაწილეობას. ეს გამარჯვება იყო ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს აღვწერ. იმ მომენტში განცდილ ბედნიერებასა და ემოციას ვერაფერს შევადარებ. ეს იყო ჩემთვის სტიმული, რომელმაც მომავალში მეტის კეთების სურვილი და შესაძლებლობა გამიჩინა.

– ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რამდენი მედალი გაქვს მიღებული?

– ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მარჯვენა და მარცხენა მკლავით შეჯიბრში რვა მედალი მაქვს აღებული. 2019 წლის 13 მაისს ვიყავი საბერძნეთში, პარალიმპიადაზე, საიდანაც ასევე მედლები ჩამოვიტანე. გაწეული შრომისათვის ბათუმის სპორტის დეპარტამენტს, მკლავჭიდის ფედერაციის წევრებსა და პირადად ჩემ მწვრთნელს თემურ ლიპარტაშვილს მადლობას ვუხდი. მასთან ერთად ორ სავარჯიშო დარბაზში დღეში 4–5 საათი ვვარჯიშობ ხოლმე.– ბიჭების ტურნირზე თუ გასულხარ?

– ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობ და ერთხელ მარჯვენა ხელით შიდა შეჯიბრებაში მეორე ადგილზე გავედი.

– რას გაძლევს ძლიერი გოგოს იმიჯი და სტატუსი?

– თავდაჯერებულობას. მაგრამ ჩემთვის ხალხის სიყვარული და ემოციები ამ სტატუსზე მეტს ნიშნავს. მიყვარს, როცა გამარჯვების შემდეგ ბათუმის ქუჩაში უცნობი ადამიანები მხვდებიან, მაჩერებენ და კეთილად მიღიმიან. ყველაფერი აინტერესებთ ჩემზე, მეკითხებიან, როგორი შეჯიბრი იყო, როგორ მოვიგე. ხალხის ასეთი ინტერესი და თანადგომა მამხნევებს და გულს მითბობს.– შეგიძლია მითხრა, რაზე ოცნებობ?

– ჩემი დიდი ოცნებაა სპორტული კარიერა წარმატებით გავნაგრძო. კიდევ ვოცნებობ, რომ მქონდეს საკუთარი სპორტკლუბი, სადაც შევძლებ ბავშვებს სპორტის ეს სახეობა შევასწავლო და შანსი მომეცეს, რომ ჩემნაირ ადამიანებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

მადლობა უფალს, რომ დღეს გვერდით მყავს ჩემი გუნდის მეგობრები, რომლებიც მამხნევებენ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა იმაში, რომ ყველა პრობლემა დამეძლია და დღევანდელი მარინე ფუტკარაძე გავმხდარიყავი...

სპუტნიკის სტატია თეონა გოგნიაშვილი



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 21.11.2020





გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

29 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

24 6 9


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

21 12 16


ნინო სალუქვაძე დ.1969წ. ოლიმპიური ჩემპიონი სასტენდო და ტყვიის სროლა წარმ. ოზურგეთი გურია

1 0

15 8 8


მსოფლიო ჩემპიონი


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0