გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) დ.1929წ. მსოფლიო ჩემპიონი სპორტული ტანვარჯიში მოსკოვი
საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
2
3
0
გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) (დ. 29 დეკემბერი, 1929, მოსკოვი, რუსეთის სფსრ, სსრკ)
— საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), სსრკ ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებული. 1953 წლამდე გამოდიოდა მოსკოვის სახელით. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.
სხვა ჯილდოები:
ღირსების ორდენი
*-1954 წლის 27-30 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატს რომმა (იტალია) უმასპინძლა. ეს იყო ტანმოვარჯიშეთა რიგით მეცამეტე მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა პირველი, სადაც საბჭოთა სპორტსმენებმა იასპარეზეს. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა (გალინა შარაბიძე, გალინა რუდკო, ტამარა მანინა, ლარისა ლატინინა, მარია გოროხოვსკაია, სოფია მურატოვა, ნონა ბოჩაროვა, პელაგია დანილოვა) გუნდურში 524.310 ქულა მოაგროვა და უნგრეთს (518.280) და ჩეხოსლოვაკიას (511.750) აჯობა.
მეორე ადგილი()
სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი 1954
მეორე ადგილი()
სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე 1953, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
პირველი ადგილი()
სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1952, სვერდლოვსკი (ეკატერინბურგი), რუსეთი
მეორე ადგილი()
სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, რომი იტალია
პირველი ადგილი()
სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, რომი იტალია