სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვლადიმერ ჭავჭანიძე 1920-2010წწ. აკადემიკოსი, ფიზიკოსი. დაბ. სოხუმი, აფხაზეთი.

1920-2010 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჭავჭანიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

102       ბეჭდვა

ვლადიმერ ჭავჭანიძე 1920-2010წწ. აკადემიკოსი, ფიზიკოსი. დაბ. სოხუმი, აფხაზეთი.

ვლადიმერ ჭავჭანიძე (დ. 22 სექტემბერი1920სოხუმი — გ. 4 იანვარი2010თბილისი[1]) — ქართველი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967).

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს.

1950-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1960-1981წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1969 წლიდან სათავეში ჩაუდგა თსუ-ის თეორიული კიბერნეტიკის კათედრას. 1980-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 20-ზე მეტი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორი.  ვ. ჭავჭანიძის შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნული ინტელექტის თეორიის საკითხებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.- გვ. 379


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • ჟურნალ "Kybernetes" სარედაქციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ბუნებისმეტყველების აკადემია, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიის აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედკოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი
  • პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


დავით ანზორის ძე ჭავჭანიძე 1969-1992წწ 30/08/92 წწ გარდ. სოფ. კოლხიდა აფხაზეთი დაბ. თბილისი.

2 0