ანდრო ცხოვრებოვი (დ. 2 ივლისი, 1939, სოფ. მსხლები, ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტი — გ. 25 ივლისი, 1991, ცხინვალი)[1] — საქართველოში მოღვაწე ოსი საბჭოთა თავისუფალი სტილის მოჭიდავე (87 და 90 კგ), საშუალო წონით კატეგორიაში. სსრკ ჩემპიონი (1968). ორგზის მეორე (1969, 1970) და მესამე (1965, 1966) პრიზიორი. სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). თბილისის საერთაშორისო ტურნირში ხუთგზის გამარჯვებული (1964-68). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი - 1968 (87კგ; სკოპიე, იუგოსლავია)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1966 (87კგ; კარლსრუე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1967 (87კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1968 (87კგ; კიევი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1967 (87კგ; მოსკოვი), 1969 (87კგ; მინსკი), 1970 (87კგ; ნოვოსიბირსკი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1965 (87კგ; ერევანი), 1966 (87კგ; ნოვოსიბირსკი)
საქართველოს ჩემპიონი - 1960
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1964 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1965 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1966 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1967 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1968 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1969 (დ.კონევის თასი, სოფია, ბულგარეთი)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მეორე ადგილი(მე-2 საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1970, მახაჩკალა, ნოვოსიბირსკი, რუსეთი;
მეორე ადგილი(მე-2 საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1969, მინსკი, ბელარუსი; ლუგანსკი, უკრაინაი
პირველი ადგილი(საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1968, მახაჩკალა, რუსეთი; კიევი, უკრაინა
მეორე ადგილი(საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი
მესამე ადგილი(საშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1966, ალმათი, ყაზახეთი; ნოვიოსიბირსკი, რუსეთი
მესამე ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1965, თბილისი, საქართველო; ერევანი, სომხეთი
მესამე ადგილი()
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1966, კარლსრუე, გფრ
პირველი ადგილი(-87 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1968, სკოპიე, იუგოსლავია