ბადრი ჯანიაშვილი (დ. 23 იანვარი1972), სოფ. ზემო ჩოჩეთი, კასპის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ)
— ქართველი სპორტსმენი (სამბო). 1998 წელს დაამთვრა შსს აკადემია. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992) და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1993). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (1995) და ბრინჯაოს (2003) მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1996). მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1997). ღირსების მედლის მფლობელი (1997).
მესამე ადგილი(-68 კგ)
სამბო - ევროპის ჩემპიონატი 2003, ალბენა, ბულგარეთი
მესამე ადგილი(-68 კგ)
სამბო - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, პანამა
მეორე ადგილი(-62 კგ)
სამბო - ევროპის ჩემპიონატი 1996, არანჯელოვეცი, იუგოსლავია
მეორე ადგილი(-57 კგ)
სამბო - მსოფლიო ჩემპიონატი 1996, ტოკიო, იაპონია
პირველი ადგილი(-57 კგ)
სამბო - მსოფლიო ჩემპიონატი 1997, თბილისი, საქართველო
30-წლიანი სპორტული კარიერა და ღირსების ორდენი – ბადრი ჯანიაშვილის ისტორია
ჩემი ტოლები ვერ ბედავდნენ ჩემთან დადგომას და სულ დიდებს ვხვდებოდი ხოლმე, – გვიყვება სამბოს დამსახურებული მწვრთნელი და ღირსების ორდენის მფლობელი ბადრი ჯანიშვილი, რომელმაც აქტიურ სპორტში 20 წელზე მეტი გაატარა.
ბადრი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩეთიდანაა, მან ჭიდაობა 8 წლის ასაკში სოფლის საჭიდაო მოედანზე დაიწყო. როგორც ამბობს, მის ბავშვობაში ტურნირები ნახერხზე იმართებოდა და ეს ახალგაზრდებისთვის დიდ დღესასწაულადაც ითვლებოდა.
“ჩვენთან ნახერხზე იმართებოდა ხოლმე ქართული ჭიდაობა და პირველად იქ ვიჭიდავე. ჩემი ტოლები ვერ ბედავდნენ ჩემთან დადგომას და სულ დიდებს ვხვდებოდი ხოლმე. ასე კარგად რომ გამომდიოდა, მამაჩემს ურჩიეს სამბოზე მივეყვანე, ქართულ ჭიდაობასთან ყველაზე ახლოს ეს იყო. 15 წლის ასაკში საბჭოთაკავშირის ჩემპიონი გავხდი და 16 წლისამ დიდებში ვიჭიდავე საქართელო, რომლის შემდეგაც მოვხვდი დიდების ნაკრებში”, – იხსენებს ბადრი.
ბადრიმ სპორტული კარიერა ლამისყანის საჭიდაო დარბაზიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქართელოს ნაკრების წევრი გახდა, მოუწია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა, სადაც მეორე და მესამე ადგილი დაიკავა.
“მიწევდა ხოლმე ჭაბუკებში და ახალგაზრდებში ჭიდაობა და სხვადასხვა სინჯის მედლები მაქვს აღებული. 1992 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ევროპის ვიცე ჩემპიონი გავხდი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი და მუხლის ტრავმა მივიღე. მას შემდეგ ოპერაცია გავიკეთე და ჩავარდნა მქონდა. ერთი წლის მერე ისევ ვიჭიდავე მსოფლიო და მესამე ადგილი ავიღე”, – ამბობს ბადრი.
ბადრი 1997 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 2003 -2004 წლებში კი ევროპის და მსოლიო ჩემპიონატზე სპრიზო ადგილი დაიკავა და როგორც ამბობს, ამის შემდეგ აქტიურ სპორტს ჩამოსცილდა.
“სპორტს უკვე თავი მქონდა დანებებული, რომ გავიგე პანამაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა, სუფრაზე ვიყავი მეგობრებთან ერთად და მაშინ ვთქვი, მე ვინ მომიგებს რომ გავიდე და ვიჭიდაო-მეთქი და მეგობრებმა დამცინეს, შენ გგონია ისევ იმ ფორმაში ხარო, წლებია გასულიო. ამან წამახალისა და იმ დღიდან ვთქვი, ხვალ მე ვარჯიშს ვიწყებ და ქეიფზე აღარავინ დამიძახოთ-მეთქი. მართლაც გადავდექი ამ საქმეზე, დავიწყე ვარჯიში, ზუსტად 2 კვირაში ფორმას დავუბრუნდი. უსამართლობის გამო, დავიჩაგრე, ჩემი მოწინააღმდეგე რუსი იყო, ისე დაიღალა წინააღმდეგობას ვეღარ მიწევდა, ამიტომ წუთნახევრით ადრე გამითიშეს ტაბლო. ამის გამო, ფინალი ვეღარ ვიჭიდავე და მესამე ადგილი დავიკავე”, – იხსენებს ბადრი.
2004 წლიდან ბადრი აქტიურ სპორტს ჩამოსცილდა და ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ის ფედერაციამ საუკეთესო მწვრთნეად დაასახელა, მას ასევე მიღებული აქვს ღირსების ორდენი.