ზურაბ მურთაზაშვილი დაიბადა 1945 წლის 25 იანვარს სოფელ ქვემო ალვანში. ბოლო წლებში ზურაბ მურთაზაშვილი იყო თუშეთის მუნიციპალიტეტის ცალკე შექმნის ინიციატორი და აქტიურად მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით.2017 წლის 27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.
ზურაბ მურთაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვალერიან ელანიძის(1931-2017 სოფ ჩიღო თუშეთი) დაკრძალვაზე სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და ადგილზევე გარდაიცვალა. ახმეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე იყო 2014 წლის 14 ივლისიდან. 1990-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ახმეტის გამგეობაში.
ინფორმაცის მოგვაწოდა შვილმა ევა მურთაზაშვილმა დაბ. ქვემო ალვანი ახმეტა 6 მაისი 1988 წელი ასოციაცია “თუში მეცხვარე”-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თუშეთის ჩაღმის ხეობის საბჭოს თავმჯდომარე