სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გიორგი ციციშვილი 1922-2005წწ აკადემიკოსი ფილოლოგი თბილისი ქართლი

1922-2005 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ციციშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

გიორგი ციციშვილი 1922-2005წწ აკადემიკოსი ფილოლოგი თბილისი ქართლი

გიორგი შალვას ძე ციციშვილი (დ. 23 ნოემბერი1922 – გ. 29 ოქტომბერი2005თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1986), მეორე მსოფლიო ომის (1941—1945) მონაწილე. 

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 



სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1953 წლიდან იყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, განყოფილების ხელმძღვანელი, 1985 წლიდან დირექტორი. 1967-1977წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ლიტერატურნაია გრუზიას". პირველი სამეცნიერო კრიტიკული წერილები გამოაქვეყნა 1950 წელს. 1958 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შეიქმნა ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილება. 1988-2002წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებას. გ. ციციშვილს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის, თეატრალური კრიტიკისა და ისტორიის, ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. კითხულობდა სპეცკურსებს ქართული ლიტერატურის ისტორიის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩეხეთის, რუმინეთის და ბულგარეთის უნივერსიტეტებში. იგი არის ავტორი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 23 ცალკე წიგნადაა გამოცემული.


საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1953 წელს, ხოლო სადოქტორო 1968 წელს.

წყარო: საქარტველოს მეცნიერებეთა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო საბჭო, წევრი
  • მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილება , აკადემიკოს-მდივანი
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმი , წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1986-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1977-1985)
  • საქართველოს საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1986-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - ღირსების ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0