სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
არჩილ ცაგარელი 1913-1988წწ აკადემიკოსი გეოლოგი დაბ. თბილისი არჩილ ცაგარელი 1913-1988წწ აკადემიკოსი გეოლოგი დაბ. თბილისი

1913-1988 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ცაგარელი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

არჩილ ცაგარელი 1913-1988წწ აკადემიკოსი გეოლოგი დაბ. თბილისი

არჩილ ლუკას ძე ცაგარელი (დ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 22 ნოემბერი]1913თბილისი — გ. 1988თბილისი)


— ქართველი გეოლოგისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). სკკპ წევრი 1954 წლიდან. იგი მიეკუთვნება გამოჩენილ ქართველ გეოლოგთა იმ პირველ თაობას, რომელთაც მათი მასწავლებლების ალექსანდრე ჯანელიძისალექსანდრე თვალჭრელიძისა და კალისტრატე გაბუნიას ხელმძღვანელობით ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბება და წარმატება განაპირობეს საერთაშორისო სამეცნიერო სარბიელზე.



დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. 1939-1940წწ. ასწავლიდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა რეგიონული გეოლოგიის განყოფილებას; 1979-1981წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორი; 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1951 წელს — სადოქტორო დისერტაცია; 1980 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, მეოთხეული გეოლოგიისა და რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. მეოთხეულ სისტემას მიუძღვნა მან 1964 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს მთელი მეოთხეული ნალექების პირველ შემაჯამებელ მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების გენეზისის საკითხს, რომელსაც განიხილავდა ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობების ფონზე. პირველმა შეაჯამა და თანამედროვე დონეზე განაზოგადა საქართველოს ზედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხები. შეიმუშავა კავკასიის განვითარების ნეოტექტონიკური ეტაპის ახალი სქემა. შემოგვთავაზა კავკასიის ალპური მოძრაობების ქრონოლოგია, დაადგინა მისი ასაკი. თანაავტორი და თანარედაქტორია საქართველოს გეოლოგიის შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,-1987.-გვ. 182-183; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლონდონის გეოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი (1975-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ეროვნული ბიბლიოთეკა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.12.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0