სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გიორგი ჩუბინაშვილი 1885-1973წწ აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სანკტპეტერბურგი, რუსეთი. გიორგი ჩუბინაშვილი 1885-1973წწ აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სანკტპეტერბურგი, რუსეთი.

1885-1973 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჩუბინაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

გიორგი ჩუბინაშვილი 1885-1973წწ აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სანკტპეტერბურგი, რუსეთი.

გიორგი ჩუბინაშვილი (დ. 4 დეკემბერი [ძვ. სტ. 21 ნოემბერი]1885 — გ. 14 იანვარი1973) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.


დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). მისი წინაპრები ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ. მისი წინაპრები იყვნენ: ერეკლე II-ის მესტამბე დავითი, მკვლევარი ლექსიკოგრაფი ნიკო ჩუბინაშვილი, პაპა — დავით იესეს ძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ლექსიკონების ავტორი (გარდ. 1891 წ. დაკრძალულია პეტერბურგში). მამა საოლქო სასამართლოს წევრი იყო. დედა ჯაჯანაშვილის ქალი იყო.

1895 წ. მიაბარეს პეტერბურგის გერმანულ „რეფორმატულ სასწავლებელში“, დაამთავრა 1905 წ. 1906 წ. ჩამოვიდა საქართველოში სალაპარაკო ენის შესასწავლად. 1907 წ. შედის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1912 წ. ჰალეში ჩააბარა სადოქტორო ზეპირი გამოცდები. 1914 წ. მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება. 1914 წ. გაზაფხულზე საქართველოშია, მოგზაურობს სვანეთში. 1915 წ. პრაქტიკაზეა სომხეთის ძველი დედაქალაქის, ანისის გათხრებზე.


1916 წ. ხელმძღვანელობს ანისის არქეოლოგიურ კამპანიას. 1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად. 1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში. 1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ[1]

სწავლობდა ფსიქოლოგიას ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში, ქართულ, სომხურ, სპარსულ ფილოლოგიას — პეტერბურგის უნივერსიტეტში. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი — საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და „ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი“. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.

1941 წელსვე არჩეულ იქნა საქართველოს სსრ აკადემიის აკადემიკოსად და სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1959 წელს მიენიჭა ლეიპციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

1965 წელს, დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა ლენინის ორდენი.


სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, ჩუბინაშვილმა 1920-30-იან წლებში გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები.

ჩუბინაშვილი ქართული გამოქვაბული კომპლექსების სახელოვნებათმცოდნეო კვლევის წამომწყებიც არის. მან გამოთქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი X-XIII საუკენეების ქართულ კედლის მხატვრობაზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. ჩუბინაშვილს დამუშავებული აქვს ქართული წინაქრისტიანული არქიტექტურისა და ოქრომჭედლობის საკითხები. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესახებ.

ჩუბინაშვილის შრომებმა ცხადყო ქართული ხელოვნების ისტორიული და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნული თვითმყოფადობა.

აღსანიშნავია ჩუბინაშვილის სამუზეუმო მუშაობა. მან მოაწყო ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენები, ქართული ოქრომჭედლობის გამოფენა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, ქართული ხელოვნების მოძრავი გამოფენა გერმანიაში. ჩუბინაშვილი იყო ქართულ კულტურულ ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მოღვაწე.

გარდაიცვალა 1973 წლის 14 იანავარს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში

დაამტავრა საქართველოს სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს.

სწავლობდა ფსიქოლოგიას ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში. ქართულ, სოხურ, სპარსულ ფილოლოგიას პეტროგრადის უნივერსიტეტში. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი.  იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდეობის კაბინეტი - საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და "ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი". იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლადშექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე. სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, 1920-1930წწ. გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. გ. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები. ლაიპციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1959).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.-647-648

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - ლენინის ორდენი
    დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით
  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 03.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0