უშანგი კოკაური (დ. 10 იანვარი, 1992, გორი) — ქართული წარმოშობის აზერბაიჯანელი ძიუდოისტი.
ამჟამად ასპარეზობს +100კგ წონით კატეგორიაში. 2018 წელს იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც გურამ თუშიშვილთან დამარცხდა. 2017 წელს აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა ისლამური სოლიდარობის თამაშებზე. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე, აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად დაიკავა მესამე ადგილი. 2016 მონაწილეობა მიიღო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ვერ მოახერხა მედლის მოპოვება.
ბიოგრაფია:
ქართველი ძიუდოისტი. 2013 წლიდან გამოდის აზერბაიჯანის სახელით
საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2012-100კგ)
20 წლამდელებს შორის საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2009,2010,2011-100კგ)
23 წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2009-+100კგ)
ახალგაზრდებს შორის ვეროპის თასის გამარჯვებული (2009-100კგ) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2009, 2011 (ორჯერ)-100კგ)
23 წლამდელებს შორის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (აზერბაიჯანის სახელით)
აზერბაიჯანის ჩემპიონი (2016) და ვერცხლის პრიზიორი (2017)
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (აზერბაილანის სახელით)
მეორე ადგილი(+100კგ)
სამბო - ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2012, სოფია, ბულგარეთი
მეორე ადგილი(+100კგ)
სამბო - ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2012, ბუქარესტი, რუმინეთი