დეკანოზი რომანოზი (ექვთიმიშვილი) სოფ. მატანი ახმეტა დაიბადა 1962წლის 29 ოქტომბერს ამჟმად კურდღელაურის ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მიძნების ტაძრის წინამძღვარი. ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთვთან მიძღვნილ მსვლელობაზე 2020 წლის 7 ნოემბერს, თელავი სვეტიცხოველი ჩაატარა წირვა მეფე ერეკლეს საფლავზე სვეტიცხოველში. მსვლელობის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული თელავის სადროშო. მეთაური გიორგი ტალიური
მღვდელი რომანოზ ექვთიმიშვილი 1962 წლის 29 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა.
1980 წელს დაამთავრა მატნის N1 საშუალო სკოლა. 1984-89 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ასევე დაასრულა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი.
1989-91 წლებში მუშაობდა რაიკავშირში და აღმასკომის თავჯდომარის მოადგილედ ეკონომიკის დარგში.
1991-95 წლებში იყო სოფელ მატნის გამგებელი.
2000-2005 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.
2002 წელს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიბტბმა დავითმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა თელავის წმინდა ნინოს ეკლესიაში,
2003 წლის 6 ივლისს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მსახურობს ამავე სოფლის მეორე ტაძარში, რომელიც ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. წლების მანძილზე მსახურობდა მატნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ამჟამად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით, როგორც მორიგე მღვდელი წირავს ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერში და ღვთაების საკათედრო ტაძარში.