სოფრომ სანთელაძე
მესამე ადგილი(110 კგ)
მკლავჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატი 1996, ვირჯინია ბიჩი, აშშ
მეორე ადგილი(100 კგ)
მკლავჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატი 1994, სიოდერტელიე, შვედეთი
მეორე ადგილი(100 კგ)
მკლავჭიდი - მსოფლიო ჩემპიონატი 1992, ჟენევა, შვეიცარია
მას ,,უმაღლეს მწვერვალამდე" ერთი ნაბიჯი აშორებდა...საუცხოო ადამიანს,ტრაგიკულად დაღუპულ სახელოვან ქართველ მკლავჭიდელ ამბროლაურელ სოფრომ სანთელაძეს სულ ცოტა აკლდა მსოფლიო ჩემპიონობამდე,როცა მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან.იყო მსოფლიოს ორგზის ვერცხლის პრიზიორი 100-კგ წონაში 1992-წელი (ჟენევა, შვეიცარია) 1994-წელი (სიოდერტელიე,შვედეთი ) და ბრინჯაოს პრიზიორი 110კგ წონით კატეგორიაში 1996-წელი(ვირჯინია, ბიჯი,აშშ). ლეგენდარული სპორტსმენი მორიგი მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების პერიოდში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
ცხონებულს მოყოლილი აქვს ,როგორ ვარჯიშობდა ინდივიდუალურად რაჭაში საკუთარ სახლში და რა მძიმე შრომის ნაყოფი იყო ,ის წარმატებები,რომელსაც მიაღწია.დღეს ლეჩხუმი სოფელი ლაილაში უკანასკნელ გზაზე აცილებს სპორტის ვეტერანს კოლორიტულ პიროვნებას რეზო ჩაჩხიანს. მე და ბატონი რეზო სოფრომის სიძე(დის ქმარი)რამდენიმეჯერ ვიყავით სოფრომთან სტუმრად რაჭაში ლამაზ ქართულ ოჯახში. მართლაც რა არის ცხოვრება ,წარმავალია ყველაფერი.თუმცა რჩება სახელი და ტკბილი მოგონებები,რომელიც ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება.უფალმა აცხონოთ და ნათელში ამყოფოთ .
გოგი კვირიკაშვილი