გივი გედეონის ძე სვანიძე (დ. 20 სექტემბერი, 1921 სოფელი ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აგვისტო, 1999, თბილისი, საქართველო)— ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984). სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვიკიპედია
დაბადების ადგილი: სოფელი ცხუკუშერი, ცაგერის რაიონი.
დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსიტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1944 წელს.
1944-1947წწ. იყო თბილჰიდროპროექტის ინჟინერი; 1950-1971წწ. ენერგეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1971-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის გამგე; 1976 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 270 დაბეჭდილი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 15 მონოგრაფიისა.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "მდინარული ჩამონადენის გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით", დაიცვა 1963 წელს.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 297; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 9.-თბ.,1985.-გვ. 311
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი (1980-)
- საქართველოს ეკოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
- საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1996 - ღირსების ორდენი
- 1982 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
- 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1971 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
- ეროვნული ბიბლიოთეკა