სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვლადიმერ ჟღენტი 1891-1972წწ. აკადემიკოსი, პათოლოგ-ანატომი. დაბ. სოფ. ფიჩხისჯვარი, ოზურგეთი, გურია. ვლადიმერ ჟღენტი 1891-1972წწ. აკადემიკოსი, პათოლოგ-ანატომი. დაბ. სოფ. ფიჩხისჯვარი, ოზურგეთი, გურია.

1891-1972 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჟღენტი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

137       ბეჭდვა

ვლადიმერ ჟღენტი 1891-1972წწ. აკადემიკოსი, პათოლოგ-ანატომი. დაბ. სოფ. ფიჩხისჯვარი, ოზურგეთი, გურია.

ვლადიმერ ყაფლანის ძე ჟღენტი (დ. 20 ნოემბერი1891ფიჩხისჯვარიოზურგეთის მაზრა — გ. 25 ივლისი1972თბილისი) — ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). ვიკიპედია


დაბადების ადგილი: სოფელი ფიჩხისჯვარი (ახლანდ. მზიანი), ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.


1922–1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1930 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის გამგე. დააარსა პათოლოგ ანატომიის კათედრები ზოოვეტერინარულ (1932–1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935–1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932–1959წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1945 წლიდან – პრორექტორი. შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა). პათოლოგ ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, 1925 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი.


წყარო: http://science.org.ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1950-1972)
  • საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება , თავმჯდომარე
  • ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჟღენტი - გვარის 21 ღვთისმსახური

1 0

კახა ჟღენტის მოგონებები საქართ. მხედრიონი 1992-93წწ ავტ. ლალი ცერაძე

1 0


ბაგრატ ჟღენტი გარდ. 1920წელს გენერალ მაიორი დაბ. ოზურგეთი, გურია

2 0

ალექსი ჟღენტი სამსონის ძე 1860-1915წწ რუსეთის გენერალი, დაბ. ოზურგეთი გურია Жгенти Алексей Самсонович

1 0


ზურაბი ჟღენტი ალბერტის ძე 1971წ ვეტერანი წარმ. სოფ. სამება ჩოხატაური გურია

3 0

ტარიელ ჟღენტი დ.1945წ. მსოფლიო ჩემპიონი სასტენდო და ტყვიის სროლა დაბ. ჩოხატაური გურია

1 0

10 3 1