ივერი ჯიქურაული (დ. 22 მარტი, 1976, დუშეთი) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო),
საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1996, 1997, თბილისი, 95 კგ). ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (2003, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 100 კგ), ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (2002, მარიბორი, სლოვენია, 100 კგ). 1993 წელს, ნიდერლანდებში, დაბა ვალკენსვაარდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამ შეჯიბრებაზე მედალი მოიგო. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (VII ადგილი), 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (IX-X ადგილი).
ევროპის ჩემპიონი - 2001 (გუნდური; მარიბორი, სლოვენია), 2003 (გუნდური; ლონდონი, ინგლისი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1995 (86კგ; ბირმინგემი, ინგლისი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1994 (86კგ; გდანსკი, პოლონეთი), 1996 (გუნდური; სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), 2000 (100კგ; ვროცლავი, პოლონეთი), 2001 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1999 (100კგ; მაიორკა, ესპანეთი)
სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ვიცე-ჩემპიონი - 1994 (86კგ; მიუნსტერი, გერმანია)
მსოფლიო თასი - 1997 (95კგ; თბილისი), 1998 (100კგ; თბილისი), 1999 (100კგ; თბილისი), 2000 (100კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2000 (100კგ; თბილისი), 2002 (100კგ; თბილისი), 2005 (100კგ; პრაღა, ჩეხეთი)
მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი - 1998 (95კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2001 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი), 2003 (100კგ; ვარშავა, პოლონეთი), 2003 (100კგ; ტალინი, ესტონეთი), 2004 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი), 2004 (100კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 2005 (100კგ; პარიზი, საფრანგეთი)
მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი - 2001 (100კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2005 (100კგ; თბილისი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1998 (100კგ; ლეონდინგი, ავსტრია), 2000 (100კგ; ვარშავა, პოლონეთი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1995 (95კგ; მაკონი, აშშ), 1997 (95კგ; რომი, იტალია), 2000 (გუნდური; მაგნიტოგორსკი, რუსეთი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 1999 (100კგ; ლეონდინგი, ავსტრია), 2000 (100კგ; პრაღა, ჩეხეთი)
საქართველოს ჩემპიონი - 1996 (95კგ; თბილისი), 1997 (95კგ; თბილისი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები) - 1996 (95კგ; პორტუ, პორტუგალია)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (ჭაბუკები) - 1994 (86კგ; ქაირო, ეგვიპტე)
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორი - 1993 (86კგ; ვალკენსვაარდი, ნიდერლანდები)
*-1993 წელს, ნიდერლანდებში, დაბა ვალკენსვაარდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამ შეჯიბრებაზე მედალი მოიგო.
*-2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (VII ადგილი).
*-2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (IX-X ადგილი).
პირველი ადგილი(-100 კგ)
ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2003, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მესამე ადგილი(-95 კგ)
ძიუდო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1996, სანკტ პეტერბურგი, რუსეთი
მეორე ადგილი(-100 კგ)
ძიუდო - მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2002, ბაზელი, შვეიცარია
პირველი ადგილი(-100 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2002, მარიბორი, სლოვენია
მესამე ადგილი(-100 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2001, პარიზი, საფრანგეთი
მესამე ადგილი(-100 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 2000, ვროცლავი, პოლონეთი
მეორე ადგილი(-86 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1995, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
მესამე ადგილი(-86 kg)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1994, გდანსკი, პოლონეთი