სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ევროპის ჩემპიონი
მზია ბებოშვილი დ.1998წ. ევროპის ჩემპიონი, ძიუდო. 2015, სოფია, ბულგარეთი წარმ. თელავი
ბმულის კოპირება

ევროპის ჩემპიონი

გვარი ბებოშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

346       ბეჭდვა

მზია ბებოშვილი დ.1998წ. ევროპის ჩემპიონი, ძიუდო. 2015, სოფია, ბულგარეთი წარმ. თელავი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
3
0
1

მზია ბებოშვილი (დ. 9 ივლისი, 1998) — ქართველი სპორტსმენი (ძიუდო), გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი (2015, 52 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 48 კგ). ევროპის ოლიმპიური ფესტივალის  გამარჯვებული (2015, 48კგ).

გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონი (2015-52კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი (2013-48კგ). ევროპის ოლიმპიური ფესტივალის  გამარჯვებული (2015-48კგ)


მესამე ადგილი(48კგ)

ძიუდო - ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2013, ტალინი, ესტონეთი

პირველი ადგილი(52კგ)

ძიუდო - ჭაბუკებს შორის ევროპის თასი 2014, პიტეშტი, რუმინეთი

პირველი ადგილი(52კგ)

ძიუდო - ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, სოფია, ბულგარეთი

პირველი ადგილი(52კგ)

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015, თბილისი, საქართველო

მზია ბებოშვილი,


„სანამ ძიუდოზე დავიწყებდი სიარულს, ტანვარჯიშზე დავდიოდი მშობლების სურვილით. ჩემს სკოლაში ვიცოდი რომ რაღაც სპორტული წრე იყო და ჩავედი სანახავად, ძიუდოს წრე აღმოჩნდა. პირველად რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ძალიან მომინდა მეც ვმდგარიყავი ტატამზე და მეასპარეზა. თუ სწორად მახსოვს 11 წლის ვიყავი მაშინ. სახლში მისვლისთანავე, მშობლებს ვუთხარი თუ შეიძლებოდა ტანვარჯიშის ნაცვლად ძიუდოზე მევლო. ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ტანვაჯიში არ იყო ჩემი სპორტი. საკმაოდ რთულია ტანვარჯიში, მაგრამ არ იყო ძალისმიერი, ჰაეროვანი უნდა ყოფილიყავი, რაც არ იყო ჩემში. მაინც, მიუხედავად ამისა, ტანვარჯიშის შეჯიბრზე რომ გავედი, მეორე ადგილი ავიღე იმიტომ, რომ ყველაფერს სხვანაირი თვალით ვუყურებდი, ყველანაირი სპორტი გამომდიოდა.

ძიუდოს ყოველთის ბიჭების სპორტად მიიჩნევდნენ და ჩემს მშობლებს არ ეგონათ გოგოების წრეც თუ არსებობდა. თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ ბევრი თხონის შემდეგ, მამაჩემი თვითონ წავიდა და საკუთარი თვალით ნახა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არის გოგოების წრეც და არის გოგოების ნაკრებიც. უკვე 7 წელია, რაც ძიუდოისტი ვარ.

ვარ 9 გზის საქართველოს ჩემპიონი. 2013 წელს პირველად გავედი ევროპის ასპარეზზე, 14 წლის ვიყავი მაშინ და ავიღე ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიული მედალია საქართველოსთვის იმიტომ, რომ აქამდე არ გვყოლია გოგო ძიუდოისტი, რომელიც ევროპულ ასპარეზზე მედალის მფლობელი იყო. წინა წლის ევროპის ჩემპიონს მოვუგე იპონით. მაშინ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა საქართველოში, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს ისტორიული მედალი იყო. როცა ჩამოვედი და ხალხის სიყვარული და ყურადღება დავიმსახურე, მაშინ მივხვდი ყველაფერს. როცა შენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ბევრმა შეიძლება არც იცოდეს მისი არსებობა და ამ დროს, შენი ქვეყნის დროშა აღიმართება – ეს ძალიან საამაყო მომენტია.

შემდეგ 2014 წელს, ევროპის თასზე ჩემპიონი გავხდი. 2015 წელი კი ჩემთვის საუკეთესო წელი იყო იმიტომ, რომ საქართველოში ტარდებოდა ოლიმპიური ფესტივალი, მაგრამ მანამდე, ორი კვირით ადრე იყო ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთში, სადაც ასევე ჩემპიონი გავხდი. საქართველოშიც იგივე შედეგი ვაჩვენე, ჩემპიონი გავხდი, კიდევ ერთხელ ვასახელე ჩემი ქვეყანა.

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, საქართველოში რომ ტარდებოდა ეს ოლიმპიადა. რადგან ორი კვირით ადრე სხვა ქვეყანაში მოვიპოვე ოქროს მედალი და გაქვს შესაძლებლობა იგივე შედეგი გაიმეორე შენს ქვეყანაში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველა მწერდა სოციალურ ქსელში, რომ „შენ ევროპის თასი მოიგე და შენს ქვეყანაშიც არ გაგიჭირდება ასახელო შენი ქვეყანა“. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო მეშინოდა, რომ არ გამეცრუებინა იმედები.

ჩემი დღე ძალიან დატვირთულია. დილით ჯერ დავრბივარ, ფიზიკურად ვვარჯიშობ, შემდეგ საღამოს დარბაზში გვაქვს ვარჯიში ყოველდღე, შაბათს კიდევ კუს ტბაზე ვვარჯიშობ. ძალიან ბევრ ტექნიკურ მოძრაობას და ილეთებს ვსწავლობ, სისწრაფეზე ვმუშაობ. და ვვარჯიშობ იმაზე, რომ დღეს რა ილეთსაც ვისწავლი, ჩვევაში გადავიყვანო. ძიუდო არის სისწრაფე და სხარტი გონება. შენმა მოწინააღმდეგემაც იცის სხვადასხვა ილეთები, მაგრამ შენ უნდა იპოვო მომენტი, როდის რა გამოიყენო. მაყურებელი მარტო გდებას და ძალისმიერ ჭიდილს ხედავს, მაგრამ მარტო ეს არ არის, გონებით ჭიდილი მიდის ძალიან ხშირად.

ამ სპორტში მარტო ერთი ვერაფერს გააკეთებს. ჩვენ ვართ გუნდი, სადაც ერთმანეთს ვეხმარებით მომზადებისას. მეხმარებიან, პარტნიორობას მიწევენ სხვა გოგოები. ერთი ადამიანი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ მის უკან რამხელა გუნდია. რამდენი ადამიანი შრომობს, რომ მე რაღაცას მივაღწიო და წარმატებული ვიყო. შეიძლება ვიღაცეებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეთ გოგო ძიუდოისტის მიმართ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა შენი შვილი რა სპორტში იქნება, მთავარია მიზანი ჰქონდეს. თუ ხარ მცხობელი – უნდა იყო მაგარი მცხობელი, თუ ხარ დამლაგებელი – უნდა იყო ძალიან მაგარი დამლაგებელი და თუ ძიუდოისტი ხარ – მაგარი ძიუდოისტი უნდა იყო და მიზანი გქონდეს და იშრომო.

კვების რაციონიც კი სპეციფიური მაქვს. მიჭირს ძალიან წონის შენარჩუნება იმიტომ, რომ მიყვარს კარგად კვება. მაგრამ, როცა საქმეს სჭირდება ყველაფერი უნდა გადადო. წარმატებაც, ჭამაც, დაძინებაც ყველაფერი ერთად არ ხდება. არ არსებობს. ვერ მოვა ადამიანი და ვერ მეტყვის, რომ „მე ყველაფერს ამას ვაკეთებ, მე ბედნიერი ვარ, ყველაფერი მაქვს და თან წარმატებული ვარ“. ეს ასე არ არის. პირდაპირ გეტყვით, ვიღაც ძალიან განებივრებული გაზრდილი გოგო ან ბიჭი, ვერასოდეს იქნება წარმატებული ძიუდოისტი. მათ უკვე აქვთ გარანტირებულად, რაც სჭირდებათ და აქ წარმატების მოსაპოვებლად არ მოვლენ. მე ამის ხიბლი არ მესმის, როცა უშრომელად გაქვს ყველაფერი. მე ის მაცხოვრებს, რომ რაღაც მიზანი მაქვს და ვშრომობ, თორემ ყველაფერი რომ მქონდეს და ნატვრა არ მქონდეს, უაზრო იქნება ჩემი ცხოვრება.

2014 წელი საკმაოდ წარუმატებელი იყო ჩემთვის. ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი და შედეგი ვერ გავაკეთე შეჯიბრზე. მაგრამ, როდესაც მიფიქრია, რომ ეს გავაკეთე და დამთავრდა ამით, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არ ხარ ძლიერი, როცა იგებ. წაგების ფასი თუ არ იცი, ვერასოდეს გაიგებ მოგების ფასს. თუ ათჯერ დაეცემი, მაშინ ხარ ძლიერი, როცა მეთერთმეტეჯერ წამოდგები! როცა რაღაც წარუმატებლობა გაქვს, მაინც უნდა წამოდგე და გააგრძელო წინსვლა, მაშინ ხარ ძლიერი, როცა ამაყად დგები!

2016 წელიც ძალიან ცუდად დაიწყო. მენისკის ოპერაცია გავიკეთე. ეს ყველა სპორტსმენისთვის ჩვეულებრივი სიტუაციაა, ყველას მოსდის მსგავსი შემთხვევა, მაგრამ გააჩნია რა დროს. მე ახლა დამემართა. ამის გამო მთლიანი წელი გამიცდა. მაგრამ 8-9 თვეში აღსადგენი მუხლი 5 თვეში აღვიდგინე. 2017 წელს, ჩემს ასაკში მაქვს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი. იმედი მაქვს, წარმატებით ვიასპარეზებ და ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ოცნებაა ოლიმპიადის მოგება. ამიტომ, იმედი მაქვს 2020 წლის ოლიმპიადისთვის ლიცენზიას ავიღებ.

იმის გარდა, რომ ძიუდოისტი ვარ, ოცნებად მქონდა, რომ ცეკვა მესწავლა. როგორც იქნა მივაგენი ისეთ ჯგუფს, სადაც კვირაში სამჯერ საღამოს 9 საათზე დავდივარ და ჰიპ-ჰოპს ვსწავლობ, სამოყვარულო დონეზე. მიუხედავად დატვირთული დღისა, როცა რაღაც გინდა, ცეკვისთვისაც გამონახავ ენერგიას.“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.12.2020
ბოლო რედაქტირება 13.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16