სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვაგან მამასახლისოვი 1907-1972წწ, აკადემიკოსი ფიზიკა დაბ. თბილისი ვაგან მამასახლისოვი 1907-1972წწ, აკადემიკოსი ფიზიკა დაბ. თბილისი ვაგან მამასახლისოვი 1907-1972წწ, აკადემიკოსი ფიზიკა დაბ. თბილისი ვაგან მამასახლისოვი 1907-1972წწ, აკადემიკოსი ფიზიკა დაბ. თბილისი

1907-1972 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი მამასახლისოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ვაგან მამასახლისოვი 1907-1972წწ, აკადემიკოსი ფიზიკა დაბ. თბილისი

ვაგან ივანეს ძე მამასახლისოვი   (დ. 5 დეკემბერი [ ძვ. სტ. 22 ნოემბერი], 1907თბილისი — გ. 19 ივნისი1972თბილისი


 ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960) დაიბადა თბილისში 1907 წელს.

1925  წელს დაამთავრა თბილისის მეორე სამრეწველო ტექნიკუმი და ჩაირიცხა ეგრეთ წოდებულ რუსულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუყაითი სტუდენტი ხელმოკლეობის გამო იძულოებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა და მუშაობა დაეწყო.1927  წელს განაახლა მეცადინეობა. მაშინ მისი მათემატიკის მასწავლებლები იყნენ ცნობილი მეცნიერები ა. რაზმაძე და კ. მარჯანიშვილი. ამ უკანასკნელის რჩევითა და დახმარებით, ა. რაზმაძესთან მკაცრი გამოცდის შემდეგ 1927     წლის დეკემბერში ვ. მამასახლისოვი გადაიყვანეს უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის თბილისის საინჟინრო და სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა ლექციებს უმაღლეს მათემატიკასა და თეორიულ მექანიკაში.


1933  წელს ვ. მამასახლისოვი მიავლინეს ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში თეორიული ფიზიკის კურსის გასავლელად. 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც იყო ლენინგრადში პირველი დაცული დისერტაცია ატომბირთვის თეორიაში. შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრას, პარალელურად მოღვაწეობდა რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც. 1943      წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია,  1960წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.


ვაგან მამასახლისოვი ათეული წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ზოგად ფიზიკაში, კვანტურ მექანიკაში, თეორიულ მექნიკაში, ატომბირთვის თეორიაში და სხვა. წლების მანძილზე იყო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ბირთვული ფიზიკის საპრობლემო საბჭოს თავმჯდომარე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებიტა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 


წყარო-www.wikipedia.ge




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.12.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0