იოსებ (სოსო) მაწკეპლაძე ილიას ძე დაიბადა 1968 წლის 23 ნოემბერს ტყიბულის რაიონის სოფელი მოწამეთაში.
1985 წელს დაამთავრა გელათის საშუალო სკოლა, ამავე წელს ჩააბარა ქ. ტიუმენის უმაღლეს სამხედრო საინჟინრო სასწავლებელი, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. ამავე წლიდან მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა ჯარის რიგებში უფროსი ლეიტენატის წოდებით, რომელიც თვითნებურად დატოვა,1992 წელს და დაიწყო მსახური ქართულ სასაზღვრო ჯარში ლილოს სასაზღვრო ჯარების შენაერთში.
გაგრა (1992 წლის 2-5 ოქტომბერი), რომ დაიკარგა ლესელიძის მხრიდან არიან წასულები დასახმარებლად, ერთ ერთი პირველია დაღუპული, მაგრამ ცხედრის მონახვა გამოტანა ვერ მოხერხდა. სხვა და სხვა ინფორმაცია არსებობს, ბოლო ვერსია ის არის რომ გაგრასთან დაიღუპა. ოჯახს აქვს ინფორმაცია მეზობლისგან, რომელიც ტყვედ ჩავარდა გაგრაში, განახებო შენ ძმასთან ნაბრძოლ ბიჭებსო აბაზაძეები არიანო ძმები. თუ ვინმე იცბოს იქნებ გამოეხმაუროთ ოჯახს.
ინფორმაცია მოგვაწოდა ძმამ, ჭაბუკი მაწკეპლაძემ
მედალი საბრძოლო მამაცობისათვის
მამა ილია მაწკეპლაძე სოფ. მოწამეთა ტყიბული
დედა ცისანა ხოფერია დაბ. სოფ მუხიანი წყალტუბო