სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10496

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ჯუმბერ გიორგის ძე ლომინაძე 1930-2014წწ. აკადემიკოსი ფიზიკა  წარმ. ლანჩხუთი, გურია.

1930-2014 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ლომინაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

ჯუმბერ გიორგის ძე ლომინაძე 1930-2014წწ. აკადემიკოსი ფიზიკა წარმ. ლანჩხუთი, გურია.

ჯუმბერ გიორგის ძე ლომინაძე (დ. 20 სექტემბერი, 1930, თბილისი — გ. 20 იანვარი, 2014) — ქართველი ფიზიკოსი.ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1982). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), აკადემიკოსი (1988).


1949-1951 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტზე, 1951-1955 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1974 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, ხოლო 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მათემატიკის და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. 1979-1992 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი.



1992-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი. 1997-2003 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.2003-2006 წლებში საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. იყო აგრეთვე საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

ლომინაძის შრომები ეხება პლაზმაში ციკლოტრონული ტალღების, მათი არამდგრადობისა და ციკლოტრონული ტურბულენტურობის თეორიას, პლაზმის ფიზიკისა და მართვადი თერმობირთვული რეაქციების პრობლემას, პულსარების გამოსხივების მექანიზმებს, აკრეციულ მოვლენებს შავი ხვრელის სისტემებში. ჯუმბერ ლომინაძე ავტორია 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის მონოგრაფიისა.

2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

გარდაიცვალა 2014 წლის იანვარში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0