სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ქეთევან ლომთათიძე 1911-2007წწ  აკადემიკოსი ენათმეცნიერი  დაბ. სოფ. ხიდისთავი ჩოხატაური, გურია. ქეთევან ლომთათიძე 1911-2007წწ  აკადემიკოსი ენათმეცნიერი  დაბ. სოფ. ხიდისთავი ჩოხატაური, გურია. ქეთევან ლომთათიძე 1911-2007წწ  აკადემიკოსი ენათმეცნიერი  დაბ. სოფ. ხიდისთავი ჩოხატაური, გურია.

1911-2007 წწ. გარდ. 96 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ლომთათიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

113       ბეჭდვა

ქეთევან ლომთათიძე 1911-2007წწ აკადემიკოსი ენათმეცნიერი დაბ. სოფ. ხიდისთავი ჩოხატაური, გურია.

ქეთევან ბესარიონის ასული ლომთათიძე (დ. 11 თებერვალი1911, სოფელი ხიდისთავი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 22 სექტემბერი2007) — ქართველი ენათმეცნიერი. ქართველურ და მთის იმერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950); საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962); აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).




ქეთევან ბესარიონის ასული ლომთათიძე -ქართველი ენათმეცნიერი,  ქართველურ და მთის იმერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950); საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962); აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება (1931). სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწევა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა (ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი 1953-1963 წლები და 1975 წლიდან) და თსუ-ში (კავკასიურ ენათა კათედრის პროფესორი).

ქეთევან ლომთათიძე იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას; ქეთევან ლომთათიძის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიები „აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი“ (1944), „აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტებს შორის“ (1954), „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. I ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები“ (1976), „ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი აფხაზურსა და აბაზურში“ (1982).


ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს ეძღვნება წერილები «„თბება“ ტიპის ზმნების ისტორიისათვის ქართულში» (1952), „ზმნის ინფინიტური წარმოების კვალი ძველ ქართულში“ (1958); ქეთევან ლომთათიძის ხელმძღვანელობით მომზადდა აკადემიური „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (ტ. 1-3, 1956-1959). მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ. 1-8, 1950-1960) მომზადებაში, როგორც მთავარი რედაქციის წევრი და VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1971). სსრკ IV, V მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1960), ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1981), „საპატიო ნიშნის“ ორდენითა (1953) და მედლებით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 26.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ლომთათიძე - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

თემურ (თამაზ) ლომთათიძე გარდ. 1993 ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დ. თბილისი თემქა

3 0


დანიელ ლომთათიძე გარდ. 1945-93წწ სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. ზემო სერები, ლანჩხუთი გურია

3 0


ჭოლა ლომთათიძე 1879-1915წწ მწერალი დაბ. სოფ. მეწიეთი, დაბ. ჩოხატაური, გურია

1 0