ნოდარ მოდებაძე (დ. 20 ნოემბერი, 1950, სოფ. აკურა, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო, 2016[1]) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ევროპის ჩემპიონი (1973, ლოზანა, შვეიცარია, +100 კგ), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი (1973, 130 კგ), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1975, კიევი, უკრაინა, +100 კგ), სამგზის სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1973 კრასნოიარსკი, 1975 კიევი, 1977 კრასნოიარსკი, +100კგ), გუნდურში მსოფლიო თასის გამარჯვებული (1974, ლას-პალმასი, ესპანეთი). სსრკ სპორტის ოსტატი, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
დაიბადა 1950 წლის 20 ნოემბერს თელავის რაიონის სოფელ აკურაში. 2016 წლის 8 აგვისტოს მშობლიურ სოფელში სანადირო თოფით მოკლეს
თავისუფალი ჭიდაობა (+100კგ)
ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი - 1973 (+100კგ; ლოზანა, შვეიცარია)
სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი - 1973 (130კგ)
სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1975 (+100კგ; კიევი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1973 (+100კგ; კრასნოიარსკი), 1975 (+100კგ; კიევი), 1977 (+100კგ; კრასნოიარსკი)
მსოფლიო თასი - 1974 (გუნდური; ლას პალმასი, ესპანეთი)
სსრკ სპორტის ოსტატი - 1968
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
სხვა ჯილდოები:
ღირსების ოდენი
*-1999-2004 წლებში საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკო „აღორძინება“).
*-ნოდარ მოდებაძე 2016 წლის 8 აგვისტოს მშობლიურ სოფელში სანადირო თოფის გასროლით მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1996 წელს დაბადებული და წარსულში ნასამართლევი ა.ზ. დანაშაულიდან ორ დღეში, 10 აგვისტოს დააკავა. პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარიმართა.
მეორე ადგილი(მძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1977, კრასნოიარსკი, რუსეთი
მეორე ადგილი(მძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1975, კიევი, უკრაინა
მეორე ადგილი(მძიმე წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1973, კრასნოიარსკი, რუსეთი
პირველი ადგილი(+100 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1973, ლოზანა, შვეიცარია