სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1877-1957 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ზაიცევი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

ფილიპე ზაიცევი (დ. 26 მარტი 1877კიევი — გ. 10 ივნისი 1957თბილისი) — ენტომოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).


1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1902 წელს იგი იწყებს დიდ სამუშაოს ნოვგოროდის გუბერნიის ხეშეშფრთიანი და ქერცლფრთიანი მწერების ფაუნის შედგენილობის შესასწავლად. 1911 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. 1912 წელს ზაიცევის თაოსნობით ჩამოყალიბდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ენტომოლოგიური კაბინეტი. 1920-1928 წლებში იგი იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორი და დეკანი, ხოლო 1929-1936 წლებში — რექტორი. 1920 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას. 1932 წელს სათავეში ჩაუდგა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის (1934 წლიდან საქართველოს) ფილიალის ზოოლოგიურ სექტორს (1941 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი), რომელსაც განაგებდა გარდაცვალებამდე.


შეისწავლა საქართველოსა და ამიერკავკასიის მწერების (მათ შორის მავნე მწერების) მრავალი ოჯახი და ჯგუფი, გამოავლინა ახალი გვარები და სახეობები, იკვლევდა მწერების ფაუნას, სისტემატიკას, ეკოლოგიისა და ზოოგეოგრაფიის საკითხებს. იგი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების, კავკასიის ცხოველთა აკლიმატიზაციის საზოგადოების, მოსკოვის ენტომოლოგიური საზოგადოების, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების (1911-დან), რუსეთის ენტომოლოგიური საზოგადოების (1905-1910), რუსეთის მეხილეობის საზოგადოების, საერთაშორისო ენტომოლოგიური კონგრესების ორგანიზაციის მუდმივი კომიტეტის (1910-დან) წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის მეცნიერ მოღვაწეთა პანთეონში.

მეორე მსოფლიო ომში ზაიცევი იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური რაზმის კონსულტანტი, რისთვისაც 1944 წელს დააჯილდოვეს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, ხოლო 1946 წელს — მედლით „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.

წყარო-www.wikipedia.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0


ნიკოლოზ ლანდია 1919-1984წწ აკადემიკოსი ქიმია დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0