სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა. მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა. მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა.

1910-1991 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ცერცვაძე სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა.

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა 1910 წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზისუბანში. 1948 წლის 18 თებერვალს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს მღვდლად. 1971 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.


1976 წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად.


ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. 1977 წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი. 1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა უბოძა.

მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა 1991 წლის თებერვალში. დაკრძალულია ალავერდის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", გვ. 229-230, თბ., 2010

მარგველაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 157.




30 წლის წინ, 1992 წლის 1 თებერვალს, ღმრთივმიიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი

 მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე) დაიბადა 1910 წლის 18 მაისს, თელავის მაზრის სოფ. ვაზისუბანში. მისი წინაპრები, მე-19 საუკუნის დასაწყისში, შორაპნის მაზრის (ამჟამად ჭიათურის მუნიციპალიტეტის) სოფელ ხრეითიდან გადასულან კახეთში.

 1948 წლის 18 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, აწ წმიდანად კანონიზირებულმა კალისტრატემ (ცინცაძე) გიორგი ცერცვაძეს ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 24 თებერვალს - მღვდლად. 

 1971 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ (სიდამონიძე) მღვდელ გიორგის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 

1976 წლის 21 მაისს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის (დევდარიანი) ლოცვა-კურთხევით, ყოვლადუსამღვდელოესმა წილკნელმა ეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) გაიოზმა (კერატიშვილი) ბერად აღკვეცა დეკანოზი გიორგი ცერცვაძე და მას გრიგოლი უწოდა. 

 1976 წლის 22 მაისს, თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტის ზინობის (მაჟუგა), ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის (პეტრიაშვილი), წილკნელი ეპისკოპოსის (შემდგომ მიტროპოლიტი) გაიოზისა (კერატიშვილი) და მანგლელი ეპისკოპოსის (შემდგომ მიტროპოლიტი) გიორგის (ღონღაძე) მიერ, არქიმანდრიტი გრიგოლი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დადგინდა ალავერდის ეპარქიის მმართველად მღვდელმთავრად. 


 1977 წლის 9 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდგომ, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას (შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევას. 

 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე, წმიდა სინოდის სახელით, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა ოფიციალურად წამოაყენა მოსაყდრე მიტროპოლიტ ილიას კანდიდატურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისთვის.

იმავე წლის 25 დეკემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტ ილიას კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებაში და მანგლელ ეპისკოპოს (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგისთან ერთად, ახალაღსაყდრებულ კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა, მიართვა საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული და კვერთხი და მიმართა მისასალმებელი სიტყვით. 

 1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ალავერდელ ეპისკოპოს გრიგოლს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება. 

1980 წლის 15 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიტროპოლიტი გრიგოლი დააჯილდოვა მეორე პანაღიის ტარების უფლებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

 ღმრთის მოწყალე ნებით, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი, მძვინვარე ათეიზმის ჟამს, ათწლეულთა განმავლობაში, უდტრვინველად ემსახურა სამყაროს შემოქმედს, საქართველოს წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და დედასამშობლოს. მან მრავალი ღვაწლი დასდო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

ღვაწლმოსილი, მხცოვანი მღვდელმთავარი, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი ღმრთივმიიცვალა 1992 წლის 1 თებერვალს, ამსოფლიური ყოფის 82-ე წელიწადს. დაკრძალეს იმავე წლის 6 თებერვალს ალავერდის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. 

მრავალმოწყალე და კაცთმოყვარე უფალმა შეიწყალოს და წმიდათა თანა განუსვენოს სულსა მიტროპოლიტისა გრიგოლისა და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

შეგვეწიოს მიტროპოლიტ გრიგოლის წმიდა ლოცვები.

მომზადებულია პროფესორ სერგო ვარდოსანიძის წიგნის "ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)" მიხედვით.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.05.2022
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0