სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ევროპის პრიზიორი
პაატა გვასალია დ.1973წ. ევროპის პრიზიორი კრივი დაბ. ფოთი
ბმულის კოპირება

ევროპის პრიზიორი

გვარი გვასალია სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

პაატა გვასალია დ.1973წ. ევროპის პრიზიორი კრივი დაბ. ფოთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
0
0

პაატა გვასალია (დ. 29 იანვარი, 1973, ფოთი) — ქართველი სპორტსმენი (კრივი). სსრკ ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში (1990, 91 კგ), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994), ევროპის ჩემპიონი ახალგაზდებს შორის (1990). 1994-1998 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით.


მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1997) 

სსრკ ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში (1990, 91)

კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994)


ევროპის ჩემპიონი ახალგაზდებს შორის (1990)

1994-98 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით.

მესამე ადგილი(მსუბუქი წონა)

კრივი - დსთ ჩემპიონატი 1992, ტამბოვი, რუსეთი

მესამე ადგილი(-60 კგ)

კრივი - ევროპის ჩემპიონატი 1993, ბურსა თურქეთი


2015 წლის კვირის პალირის სტატია

12 წელია რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, ე.წ. „"ბელი ლებე­დის" ციხეში ქართველი პატიმა­რი, 42 წლის პაატა გვასალია უმკაცრეს სასჯელს - სამუდამო­ პატიმრობას იხდის, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში, რომლის საფუძველზეც ცნობილი ქართველი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დააკავეს, პასუხგაუცემელი კითხვები დღემდე მრავლად არის...

ყველაფერი 2003 წლის 11 აპრილს და­ი­წყო, როცა ქალაქ პეტროპავლოვსკ-კა­მჩ­ატსკის კაზინო "პალადა" დაიწვა და ხანძ­არმა შვიდი კაცი იმსხვერპლა. ორი თვის თავზე რუსმა სამართალდამცველებმა საქმე­ში მთავარ ეჭვმიტანილად პაატა გვასალია გამოაცხადეს,

თუმცა, ოჯახის წევ­რები დღემდე ამტკიცებენ, რომ სპორტსმენი უდანაშაულოა. სასამართლო პროცესზე იგივე განაცხადეს კაზინოში დაღუპულების ახლობლებმაც, მაგრამ რატომღაც მათი ჩვენებები სასამართლომ არ გაითვალისწინა.


პაატა გვასალიას სპორტული კარიერა ფოთში დაიწყო, 15 წლისა მამამ თბილისში­ ჩამოიყვანა. ბიჭმა პირველ დიდ წარმატებასაც მალევე მიაღწია - 1990 წელს ჩეხეთში­ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონიც გახდა. თუმცა, მისი კარიერა მსოფ­ლიო ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ გადაიყო­ლა­ - ხელი იღრძო და ძვლის ნაცვლად პლასტმასი ჩაუდგეს. პაატამ რუსეთში გამგზავრებაც სწორედ ტრავმის შემდეგ გადაწყვიტა. პაატა გვასალიას ცხოვრების დეტალ­ე­ბზე მისი ძმა, კახა გვასალია, გვიყვება:

- სპორტული კარიერის დასრულების­ შემდეგ, პაატა ბიზნესში ჩაერთო. ჯერ მოსკ­ო­ვში საქმიანობდა, შემდეგ - კრასნოდარის­ ოლქში, სადაც ხორბლისა და მზესუმზირის ბიზნესს კურირებდა. მოგვიანებით მას დაუკავშირდნენ კამჩატკელები, რომლებიც აქტიურ სპორტში ყოფნისას გაიცნო­ და პაატას გემთმშენებელი ქარხნიდან გემების­ შესყიდვაში დახმარება სთხოვეს. აქედან დაიწყო პაატასა და კამჩატკელების საქმი­ანი­ კავშირი და პაატაც საცხოვრებლად შო­რ­ეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე გადავ­იდა.­ კამჩატკელ ბიზნესმენებს პეტროპავ­ლოვსკში სასტუმროებისა და რესტორნე­ბ­ის ქსელი, ასევე ერთი კაზინო ჰქონდათ­ და როცა პაა­ტას დაპირებული თანხა ვერ გადაუხადეს­, დროებით კაზინოში დაასაქმეს.


- რა მოხდა კაზინო "პალადაში", ან რატომ დააბრალეს­ თქვენს ძმას კონკურენტი კაზინოს დაწვის ორგანიზება?

-2003 წლის 11 აპრილს, გვიან ღამ­ით,­ როდესაც კაზინოში ბევრი ხალხი არ იყო, შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხანძარი სავენტილაციო სისტემაში დიზელის საწვავის ჩასხმამ გამ­ოიწვია. 7 კაცი დაიღუპა, მათ შორის, მოლარე გოგონა, რომელიც გარედან დაკეტილ სალაროში იყო. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ხალხს კაზინოდან ფული არ გაეტანა, კარი არ გახსნეს და შიგნით მყოფებმა შენობიდან გასვლა ვერ მოახერხეს. რატომ დააბრალეს ჩემს ძმას, დღემდე­ გაურკვეველია, თუმცა, ჩემი ვერსიები მაქვს. თავად პაატაც ფიქრობს, რომ პირთა­ ერთ ჯგუფს ამ ბიზნესში მისი ჩართვა ხელს არ აძლევდა. საქმის მასალებში წერია,­ რომ ცნობილი სპორტსმენი სათამაშო ბიზნესში ჩართული პირების შეკვეთას ასრულებდა­ და კონკურენტი კაზინო თავიდან მოიცილა. არადა, "პალადა" პაატას დაქვემდებარებაში არსებული კაზინოს კონკურენტი არ ყოფ­ილა. პაატას გარდა, ამ საქმეზე­ ერთი პირი, მანქანების ხელოსანი, ვინმე პეტროსოვი დააკავეს. იმ ღამეს კაზინოსთან მისი ავტომანქანა დაფიქსირდა. პეტროსოვს სასამართლომ 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კაზინოს დაწვ­იდან ცოტა ხნის შემდეგ, სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი აღმო­აჩინეს, რომლის დნმ-ის ანალიზითაც დამნაშავის დადგენა შეიძლებოდა, თუმცა, მოგვიანებით, საქმიდან­ სისხლის კვალთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვალოდ გაქრა. სამაგიეროდ, ორი მოწმე გაჩნდა: კაზინოს დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი, რომელთაც განაცხადეს, რომ პირი, რომელმაც, მათი აზრით, კაზინოს ცეცხლი წაუკიდა, გარეგნულად ცნობილ სპორტსმენს, პაატა გვასალიას ჰგავდა (ამოცნობის დროს მოწმეებს­ ორი კორეელი და პაატა წარუდგინეს(?!). არადა, კაზინოს დაწვის ღამეს პაატა მეგობარ ქალთ­ან იყო, პეტროსოვი­ - თავის­ ოჯახშIი. დაცვის წევრებმა კი განაცხადეს, რომ ღამის ხუთ საათზე საეჭვო მანქანას დაედევნენ, რა დროსაც პეტროსოვისა და პაატას სახეები დაინახეს. ეს აბსურდია. ჯერ ერთი, მანქანას მინები დაბურული ჰქონდა­ და რაც მთავარია, ღამით 50 მეტრში ადამიანის სახის გარჩევა შეუძლებელია. სასამართლო პროცესზე ამ ორი მოწმიდან ერთმა განაცხადა: სანამ ამოცნობაზე შევი­დოდი, პაატას სურათი მაჩვენეს და მითხ­რეს, ამ კაცს დაადე ხელიო.


- ქართული მხარე თუ დაინტერესდა­ პაატას საქართველოში ექსტრადირებით?

- ჯერ ქართველი სამართალდამცავები­სთვის არ მიმიმართავს, რადგან საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ზოგი საკითხი რუსეთში უნდა გავარკვიოთ.


- ცნობილია, რომ "ბელი ლებედში" სასჯელს სასტიკი დამნაშავეები იხდიან...

- ექვს თვეში ერთხელ პაატას მამა ნახულობს. ჩემი ძმა მართლაც ისეთ ციხეშია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე სასტიკ საპატიმროდ ითვლებოდა­ და მაშინდელ მკაცრ კანონებს ადმინისტრაცია დღესაც ინარჩუნებს. პატიმარი ეზოში­ არ გაჰყავთ, სასეირნო ოთახი კი მხოლოდ 20 კვადრატული მეტრია, ფანჯარაც არა აქვს. პაატა სასჯელს იხდის კანიბალებთან, მანიაკებსა და უსასტიკეს დამნაშავეებთან ერთად, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა­ აქვთ მისჯილი. თუ დედამიწაზე სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს სწორედ "ბელი ლებედია", ჩემი ძმა იქ უკვე 12 წელია, სასჯელს იხდის.


რუსუდან შელია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.01.2021
ბოლო რედაქტირება 29.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16