სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ევროპის პრიზიორი
პაატა მახარაშვილი დ.1973წ. ევროპის პრიზიორი, მკლავჭიდი. დაბ.  სოფ. კაკაბეთი საგარეჯო
ბმულის კოპირება

ევროპის პრიზიორი

გვარი მახარაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

პაატა მახარაშვილი დ.1973წ. ევროპის პრიზიორი, მკლავჭიდი. დაბ. სოფ. კაკაბეთი საგარეჯო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
0
0
1

პაატა მახარაშვილი, დაბადებულია 1973 წლის 11 აპრილი


მესამე ადგილი(70კგ)

მკლავჭიდი - ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, ბაქო, აზერბაიჯანი

მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.კაკაბეთი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, საგარეჯოდან 23 კილომეტრი.

ნიახურის (კაკაბეთის) ბრძოლა 1800 წელი 7 ნოემბერი დაღესტანთან კაკაბეთი საგარეჯო გადადი ლინკზე

კაკაბეთი XVII და XVIII საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება. სოფელი თავდაპირველად ჩერქეზიშვილთა სამკვიდრო ყოფილა. 1675 წლიდან კი, ალავერდელ ეპისკოპოსს გადაეცა. როცა მეფე ერეკლე I-მა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიას ბოქალაულთუხუცესი გოჯახპი ზაალიშვილი შესწირა მისი ყმითა და მამულით, მათ შორის იყო კაკაბეთის მამულებიც. 1693 წელს კახეთი ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა — აბასყული-ხანმა სოფელი უბოძა თუშთა მოურავს მამუკა ჩოლოყაშვილს, სახლთუხუცესს დურმიშხანსა და მათ შვილებს.

კაკაბეთი იყოფა უბნებად. მათი სახელწოდება მომდინარეობს სოფელში მცხოვრები ძირითადი გვარებისგან, გარდა უკიდურეს აღმოსავლეთ განაპირა უბნის ვერხვიანისა (ამჟამად სოფელია).

1800 წლის 7 ნოემბერს, სოფლის მახლობლად, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნიახურის ველზე, გაიმართა დიდი ბრძოლა ომარ-ხან ავარიელის 20 ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ. საისტორიო ლიტერატურაში ეს ბრძოლა იხსენიება როგორც კაკაბეთის, ისე ნიახურის ბრძოლის სახელით.

რუსეთისგან ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას, ირანთან ერთად, ავარიის მფლობელი ომარ-ხანიც ცდილობდა. გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს თბილისისთვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ, მაგრამ, ირანში შინააშლილობისა და მაშინდელი გამგებლის ბაბა-ხანის პოლიტიკური მოსაზრების შეცვლის გამო, ირანელებმა გადაიფიქრეს და დასახული მიზნის შესრულება ომარ-ხანის ლაშქარს დაეკისრა. დაღესტნელთა მოსალოდნელი შემოსევის მოსაგერიებლად, იოანე და ბაგრატ ბატონიშვილების მეთაურობით, შეიქმნა ქიზიყელ მოხალისეთა რაზმი. მათ რუსთა 2 ბატალიონიც დაეხმარა.

ბრძოლა ომარ-ხანის ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. თვით ომარ-ხანმა ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა.

1812 წლის კახეთის აჯანყების დროს კაკაბეთელებმა გაანადგურეს სოფელში განლაგებული რუსთა საეგზეკუციო რაზმი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.02.2021
ბოლო რედაქტირება 31.03.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16