სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ქებურია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

529       ბეჭდვა

ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი

ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე  დაიბადა 1953 წლის 17 მაისს სოფელი დრანდა, გულრიფში, აფხაზეთი



ამჟამად 1993 წლის შემდგომ ცხოვრობს თბილისში

გამოიკვლია და გააცოცხლა უამრავი ომის ეპიზოდი, უმრავი გმირის ბიოგრაფია და ღვაწლი გახადა ხელმისწვდომი ფართო საზოდადოებისთვის.


უგზარ ქებურია აფხაზეთის მკვიდრია, დრანდაში დაბადებული და გაზრდილი. მისი პირველი მოთხრობა - „ მამაკაცი და უცნობი ქალიშვილი “ 1979 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ რიწაში “... ნ. ქებურია სისტემატურად ბეჭდავდა მოთხრობებს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. დაწერილი ჰქონდა რომანი „ მხეცებთან ჭიდილი “, რომლის გამოცემა მაშინდელი რეჟიმის დროს შეუძლებელი იყო... აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა მაჭარკაში,  ნ. ქებურიას ბინაში ხელყუმბარა ააფეთქეს, განადგურდა მისი მდიდარი ბიბლიოთეკა და გამოუქვეყნებელი რომანი...  ნუგზარ ქებურიას მეორე რომანი „ მგლოვიარე სანაპირო “ ეხება იმ მოვლენებს, რომელიც აფხაზეთში მოხდა 1992 - 93 წლებში. ავტორი თავად არის მომსწრე და თვითმხილველი დატრიალებული ტრაგედიისა. ამიტომაც რომანი დოკუმენტურ, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით არის შექმნილი. მკითხველი კიდევ ერთხელ დაფიქრდება იმაზე, თუ რა მოხდა და რა დავკარგეთ, უფრო რეალურად შეიგრძნობს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებმაც კატასტროფამდე მიიყვანეს არა მარტო აფხაზეთი, არამედ სრულიად საქართველო...  

მამა ანდრია ქებურია გულრიფში-დრანდა დ.1915წ.



დედა ნაზი ბაძაღუა გალის რაიონი სოფ საბერიო დ.1925წ.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი 


მეუღლე სახოკია იზოლდა არველოდის ასული 1955 წ. დაბ. სენაკში



უფროსი ქალიშვილი თეა ქებურია დ.1979წ.


შვილიშვილები ხუჭუები სამტრედიიდან უფროსი ქალიშვილისგან (თეა) მათე (დ.2015წ) და მარი.(დ2017წ.)


შვილი ქებურია ეკა (დ.1983წ.) შვილთან ბარბარე ჯოხაძესთან ერთად (დ.2009წ.)



ვაჟი დავით ქებურია (დ.1987წ.)


მაჭარკა სოხუმთან ახლოს სადაც ვცხოვრობდა ომამდე.


დრანდა... ზემო-ფშაფი...კ. გამსახურდიას ქ. - № 58

ეს ჩემი სახლია. რამდენიმე წელი ვაშენებდი ამ სახლს წვალებით და ნახევრად მშიერი... იქ მე და ჩემმა ოჯახმა რომ იცხოვრა ისე ეცხოვროთ ყველა იმათ ვინც ჩვენ ასეთ დღეში ჩაგვაგდო...



მოგონება

                    

               ო, ახლაც მესმის ხმა შორეული,

               ვიცი ეს დღენიც ოცნებად წავლენ

               და მოგონება სიზმარეული, 

               დარჩება როგორც ტკივილი მწვავე.

               და გამობრწყინდა სოფელი წყნარი,

               კლდეს მიმსხვრეული ფერი იანვრის,

               ბავშვობა ჩემი დაუვიწყარი,

               ცა მოწყენილი მთვარის იარით.

               და მამაჩემი მუხლჩაუხრელი,

               ლურჯი სათიბი დანაწვიმარი,

               ჭალა ავსილი იდუმალ ხმებით

               შაშვის გალობით, ნამგლის წკრიალით...

   ( ნუგზარ ქებურია )



სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს



დრანდის ტაძარი — VI-VII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველო. მდებარეობს გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ დრანდაში, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ პლატოზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 03.03.2023
სულ რედაქტირებულია 3





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0