სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10550

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ავთანდილ ლემონჯავა გარდ. 1992წ. აფხაზეთში დ. სოფ დრანდა გულრიფში აფხაზეთი ავთანდილ ლემონჯავა გარდ. 1992წ. აფხაზეთში დ. სოფ დრანდა გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლემონჯავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

ავთანდილ ლემონჯავა გარდ. 1992წ. აფხაზეთში დ. სოფ დრანდა გულრიფში აფხაზეთი

ლემონჯავა ავთანდილ დრანდა. დაიღუპა აფხაზურ ათარაში 1992 წლის 3 დეკემბერს

ავთანდილ  ომარის  ძე  ლემონჯავა  დაიბადა  1954  წლის  24  მაისს ქალაქ  ოჩამჩირეში .დრანდის  საშუალო   სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.

    აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების დროს,1992  წლის 1  ნოემბრიდან  აფხაზეთის  ომის  დაწყების  პირველი  დღეებიდანვე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  ბრიგადის  მე-5 ბატალიონში. გონიერი ,მამაცი  მეომარი  წესდების  მოთხოვნათა   სრული  შესაბამისობით  მოქმედებდა.1992  წლის   3  დეკემბერს,ფრონტის  წინა  ხაზზე  ათარა-აფხაზსკაიაში   ერთ-ერთი  საბრძოლო  მოქმედების  დროს,სნაიპერის  ტყვია  მისთვის  საბედისწერო  აღმოჩნდა.

   ავთანდილ  ლემონჯავა  გარდაიცვალა  1993  წლის 3  დეკემბერს. დაკრძალულია  სოფელ დრანდაში.


დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩატარებული ყველა შეტევა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ ომი ომია და მას, თავისი კანონები აქვს...

აფხაზური მხარის ბოევიკებთან გააფთრებული შეტაკებისას გმირულად დაეცნენ სოფელ ვარჩეს მკვიდრი: ჯემალ ქებურია, ვლადიმიროვკელი ინდერ სუბელიანი და დრანდელი ავთანდილ ლემონჯავა, ბაბუშერის ასმეთაური გენადი თოდუა, განახლების ასმეთაური ზაურ კვაშილავა და ახალდაბელი თენგიზ ნემსიწვერიძე.

ამ გმირების დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, კოდორის ხიდის, რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ დაბომბვისას დაიღუპნენ მე-5 ბატალიონის საუკეთესო მებრძოლები: რომინო შონია, ვიტალი იოსავა და ჯამბულ ახობაძე. თითქოს, მე-5 ბატალიონს ამ გმირი ბიჭების დაღუპვა არ ეყოფოდა, რომ მათი დაკრძალვის დღეს, კოდორის რკინიგზის გადაკვეთისას აფხაზური მხარის მზვერავების მიერ, ყუმბარმტყორცნიდან გამოსროლილი ჭურვი, მეხუთე ბატალიონის მეთაურის ავტომანქანას მოხვდა და ზედ რელსებზე აფეთქდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ზარანდიას თქმით, ავტომანქანა რამდენიმე მეტრზე გადაისროლა. თვითონ მაიორი ზარანდია მანქანიდან გადმოვარდა და საკმაო სიმაღლიდან დაცემისას მძიმედ დაშავდა. ხოლო ბატალიონის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ გურამ დადუანის დროებით შემცვლელი დურუ შარია საუბედუროდ რკინიგზის რელსებზე დაცემის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა...

წყარო ნუგზარ ქებურია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.02.2021
ბოლო რედაქტირება 02.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0