დაიბადა ხოვლში (კასპი) 15 აპრილი, 1921. ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში (1944, 45, 47, 49), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1950-72), საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, ავტორი წიგნისა “ქართული ჭიდაობა” (1997).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 328გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
"დინამო" თბილისი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1952 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დონის როსტოვი
1950 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ყაზანი
1949 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი
1948 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
1947 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
ქრისტეფორე (ქიტო) ნინიაშვილი (1921-2014)
საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დედა-ჭიდაობაში, სსრკ 2-გზის გამარჯვებული სამბოში (1948-49), საქართველოში ძიუდოსა და სამბოს ერთ-ერთი პირველი მესაძირკვლე,, ფუძემდებელი, სამბოს ნაკ. მთავარი მწვრთნელი (1950-72 წ.წ)
საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის დამსახურებულმა მუშაკმა (დაწერილი აქვს წიგნი "ქართული ჭიდაობა"1997 წ.) აღზარდა ისეთი ცნობილი მოჭიდავეები როგორებიც იყვნენ: ანზორ კიკნაძე, ოთარ შინჯიკაშვილი, ბიძინა მაზიაშვილი, შოთა ზუკაკიშვილი,, გურამ პაპიტაშვილი, ომარ მერაბიშვილი, ლავრენტი კაციაშვილი,.შოთა დაუშვილი, ლავრენტი კაციაშვილი, დურმიშხან ბერუაშვილი, თენგიზ ელერდააშვილი, ზაქრო მუხიაშვილი, ანზორ ზურაბაული და ბერი სხვა...
ღირსების ორდენის კავალერი მართლაც ღირსეული კაცი!. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩოხიანი ჭიდაობების განვითარებაში და თანმსდევ შედეგებში.